x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
Resident Evil: Afterlife - ბოროტების სავანე: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
საინტერესო ფაქტები
image????გადაღებების დროს მილა იოვოვიჩმა შემთხვევით დააზიანა 100 000 დოლარიანი კამერა, როდესაც სროლების სცენას იღებდნენ.

????უენთუორთ მილერი თავის პერსონაჟზე კრის რედფილდზე სულ ხუმრობდა, რადგან ის ძალიან ჰგავდა თავის ერთ-ერთ პერსონაჟს მაიკლ სკოფილდს, რომლის როლიც შეასრულა სერიალ „გაქცევა“-ში. სერიალშიც და ამ ფილმშიც ის არის პატიმარი, რომელსაც უწევს პატიმრობიდან თავის დაღწევა.

????ალი ლარტერმა, ქლერ რედფილდის როლის შემსრულებელმა გამოტოვა შვიდი სერია სერიალ “Heros”-ში რათა ამ ფილმში მონაწილეობა მიეღო.

????თამაშში კარგად არის ასახული და ფილმშიც უნდა ყოფილიყო სცენა საიდანაც ირკვეოდა თუ რატომ არიან დაცილებულები და-ძმა კრის და ქლერ რედფილდები და რატომ ეძებს ქლერი თავის ძმას, მაგრამ ას სცენის გადაღება გადაიფიქრეს და სცენარიდან ამოიღეს.

????მონსტრებს ყვავილისებრი პირებით ჰქვიათ - მაჯინი. ისინი აღებული იყვნენ თამაშის მეხუთე ნაწილიდან. აღსანიშნავი ისაა, რომ ისინი არ იყვნენ დაინფიცირებულნი ტ-ვირუსით, არამედ Umbrella-ს კონკურენტი კომპანიის Tricell-ის მიერ შექმნილი პარაზიტით - „ლას პლაგა“-თი. პარაზიტი „ლას პლაგა“ ფიგურირებს თამაშის მეოთხე ნაწილში, ხოლო კომპანია Tricell კი თამაშის მეხუთე ნაწილში.

????მას შემდეგ რაც რეჟისორმა პოლ ანდერსონმა იხილა ჯეიმს ქემერონის მიერ გადაღებული ფილმი „ავატარი“, გადაწყვიტა რომ „ბოროტების სავანე“-ს ეს სერია გადაეღო 3D ფორმატში. მას და მის გუნდს კი 2 კვირა დასჭირდათ იმის შესასწავლად თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ 3D კამერის სისტემა.

????ხოჭოსებრი წითელი მოწყობილობა რაც მკერდზე აქვთ მიმაგრებული ქლერს ერთ-ერთ სცენაში და ჯილ ვალენტაინს ფილმის ბოლოს, აღებულია თამაშის მეხუთე ნაწილიდან, ისევე როგორც გიგანტური ზომბი დიდი უროთი - მეტყევე.

????გიგანტურ ზომბს დიდი უროთი თამაშში ჰქვია ‘მეტყევე’, ხოლო ფილმში კი ის მოხსენიებულია როგორც ‘დამსჯელი’.

????შონ რობერტს (უესკერი) უნდა ეთამაშა კრის რედფილდის როლი თავდაპირველად, მაგრამ შემდეგ ჩაანაცვლეს უენთუორთ მილერით. შონ რობერტს კი მისცეს უესკერის როლი.

????ეს არის ერთადერთი სერია მთელს „ბოროტების სავანე“-ს სერიებს შორის სადაც გადაღებები რეალურად იმ ადგილებში მიმდინარეობდა სადაც მოქმედებები ვითარდებოდა - ტოკიო, ალიასკა და ლოს ანჯელესი.

????ვერტმფრენის სცენაში სადაც ალბერტ უესკერი ელისს ძალებს ართმევს თავდაპირველად ეს სცენა უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. როდესაც ფერტმფრენი კატასტროფას განიცდის უნდა ყოფილიყო სცენა, სადაც ელისი გადარჩენილ უესკერს თავზე ადგება და თავში რამდენჯერმე ესვრის და ადგილს ტოვებს. ცოტა ხანში კი უესკერის სხეული რეგენერაციის პროცესს იწყებს და მისი პირი მუტირებს პარაზიტ „მაჯინი“-ად.

????ბორის კოჯო ექვსი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა რათა თავისი ყველა კასკადიორული ილეთი შეესრულებინა. ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს მან მუხლი ამოიგდო.

????კრის რედფილდი მთელი სერიების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩანს, მაშინ როდესაც თამაშის მიხედვით ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პერსონაჟია.

????მოლაპარაკებები ჯენსენ ეკლზთან ლეონ კენედის როლის შესრულებაზე საბოლოოდ ჩაიშალა. ლეონ კენედი კი მორიგ სერიაში გამოჩნდა და ის უკვე სხვა მსახიობმა იოჰან ურბმა შეასრულა.

????დაახლოებით მე-20 წუთზე როდესაც ელისი თვითმფრინავით ეშვება მიწაზე, ვხედავთ რომ მინდორი სავსეა თვითმფრინავებით. სინამდვილეში იქ მხოლოდ 7 თვითმფრინავი იდგა, რომლებიც შემდეგ კომპიუტერით იქნა გამრავლებული.

????ფილმის გადაღებები გრძელდებოდა 55 დღე.

????ჯონი მესნერი იყო ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი კრის რედფილდის როლზე, თუმცა როლზე მაინც უენთუორთ მილერი არჩიეს.

????სუპერსიჩქარე და წინააღმდეგობა, რომელსაც ალბერტ უესკერი ავლენს და-ძმა რედფილდების მიმართ არის თამაშის ელემენტები და ასევე ის კულმინაციური ბრძოლა ფილმის ბოლოს არის თითქმის იდენტური იმ ბრძოლებისა რაც არის თამაშებში „ბოროტების სავანე: კოდი: ვერონიკა“ (2000) და „ბოროტების სავანე 5“ (2009).

????თავდაპირველად ფილმი უნდა დამთავრებულიყო პოზიტიურ ნოტაზე, როდესაც ელისი გადასცემს რადიოთი, რომ ის და გადარჩენილი ხალხი ახლა თავისუფლები არიან უესკერისგან, მაგრამ სტუდიის ბოსებს ისეთი დასასრული უნდოდათ რაც მაყურებელს ინტერესში ჩააგდებდა ფილმის ბოლოს და ამიტომ დაამატეს სცენა სადაც გემზე თავდასასხმელად ასობით ვერტმფრენია ჰაერში მათკენ მიმავალი რომლებსაც ჯილ ვალენტაინი მეთაურობს.

????მაშინ როდესაც თამაშში კრის რედფილდი და ჯილ ვალენტაინი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, ფილმში ისინი ერთხელაც კი არ შეხვედრილან ერთმანეთს.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0