x
image
ირე
10 რამ, რისი გაკეთებაც პარიზში უფასოდ შეგიძლიათ
image




პარიზი წარმოადგენს ტურისტების ერთ-ერთ ფავორიტ ქვეყანას,
მაგრამ ამასთანავე საკმაოდ ძვირადღირებულს.ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ 10 რამ, რისიგაკეთებაც პარიზში უფასოდ შეგიძლიათ:



image

1. ესტუმრეთ ლუვრს.


გიყვართ მუზეუმებში სიარული??დაამთხვიეთ თქვენი მოგზაურობა თვის პირველ კვირა დღეს. ამ დროს ლუვრში ღია კარის დღეა და შესვლაც უფასოა.





image2. იგივე ეხება სხვა მუზეუმებსაც, სადაც შესვლა ყოველთვის
უფასოა: პარიზის ისტორიის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბალზაკის სახლი, ვიქტორ ჰიუგოს სახლი და ა.შ.





image3. იხეტიალეთ სასაფლაოზე.
ცოტა არ იყოს და არასასიამოვნოდ ჟღერს, არა?! თუმცა პარიზის პერ ლაშეზ სასაფლაოზე შეგიძლიათ ეწვიოთ ჯიმ მორისონის, ოსკარ უაილდის, ედიტ პიაფის და სხვა საკმაოდ ცნობილი ადამიანების საფლავებს.





image

4.გაერთოთ ღია ფესტივალებზე.
თბილი სეზონის განმავლობაში პარიზი იქცევა ფართომასშტაბიან
პლატფორმად სახალხო ზეიმებისთვის.ესენია: ჯაზის ფესტივალი ფლორალის პარკში (მთელი რიგი კონცერტები ივნისი-ივლისის თვეში), La Fete de la Musique (მასშტაბური მსვლელობა
21 ივნისს, როდესაც ქუჩებში და პარიზის ბარებში კონცერტებით გამოდიან სხვადასხვა მუსიკალური ბენდები), ზაფხულის ხელოვნების ფესტივალი და რაც მთავრია არ უნდა დაგვავიწყდეს ბასტილიის
აღების დღე 14 ივლისი–ეს გახლავთ მთავარი ნაციონალური დღესასწაული, როდესაც დღისით პარიზის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობა სუფევს, ხოლო ღამით ცა ფეიერვერკებით ანათებს.


image5. იცეკვოთ სანაპიროზე
მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ საღამოს მდინარე
სენას სანაპიროზე იკრიბებიან ლათინოამერიკული ცეკვების მოყვარულები. თქვენ შეგიძლიათ
მიიღოთ მონაწილეობა ამ ცეკვებში ან დატკბეთ ამ სანახაობით.



image6.მოუსმინოთ ორღანს სენტ–ესტაშის ეკლესიაში.
ეს ორღანი - ყველაზე დიდია მსოფლიოში, შესდგება
8, 000 მილისგან და აქვს საკმაოდ ძლიერი ხმა. უფასო კონცერტები ტარდება ეკლესიაში ყოველ
კვირას 17:30სთ–ზე.





image7. გადაიღოთ ულამაზესი ხედები საკრე კერ-დან
საკრე კერის ბაზილიკის კიბეებიდან, რომელიც მდებარობს მონმარტის მთაზე, იშლება თვალტარმტაცი პარიზის ხედი.










image8.ეწვიოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პარიზის ერთ-ერთი
ცნობილი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება უფასოა.ერთადერთი მოგიწევთ 8 ევროს გადახდა თუ მოინდომებთ კოშკში ასვლას.




image9.წახვიდეთ „ფეხით ტურზე“
ქალაქის უფასო ტურები იმართება ყოველ დღე 11 და 13 სთ–ზე.ტურის ხანგრძლივობა 3სთ–ია, შეკრების ადგილია სენტ მიშელის შადრევანი.





image10. გაირუჯოთ სენას სანაპიროზე
ყოველ ზაფხულს, სენას სანაპიროს რამდენიმე კილომეტრი
იფარება ქვიშით. ავტომობილის მოძრაობა წყდება და სივრცე გარდაიქმნება მასშტაბურ ურბანულ
სანაპიროდ თავისი შეზლონგებით, პალმის ხეებით და ტროპიკული ბარებით. პლაჟი სენაზე ეწყობა
ოთხი კვირის განმავლობაში - ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.






4
864
6-ს მოსწონს
ავტორი:ირე
ირე
864
  
2013, 15 ნოემბერი, 15:45
ძალიან კარგი სტატიაა.:))
2013, 25 ოქტომბერი, 13:14
პარიზი მმმმმმ
2013, 25 ოქტომბერი, 2:36
პარიზი ქალაქია.
2013, 24 ოქტომბერი, 20:38
პარიზი ქვეყანა არ არის!
0 1 4