x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134601
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508738
ბანკეტის დღეს საშინელი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა უმძიმესად დაშავდა

ბანკეტი ყველა სკოლადამთავრებულისთვის უბედნიერესი დღეა... ეს ის დღეა, როდესაც ახალგაზრდები ემშვიდობებიან ბავშვობას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან... ალბათ ყველამ კარაგდ იცით რამდენი სიხარული და სიყვარულია ამ ერთ დღეში გაერთიანებული... ვინ წარმოიდგენს, რომ ამ დღეს შეიძლება რაიმე საშინელება მოხდეს, მაგრამ საუბედუროდ ასეთი შემთხვევებიც ხშირად თუ არა იშვიათად მაინც ხდება. ერთ-ერთ სკოლის ბანკეტზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

29 მაისს, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის ბანკეტზე, ერთ-ერთი წყვილი ლადო ჩაჩანიძე და ლოლიტა ჯულაყიძე საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვნენ. ორივე ახალგაზრდა ძალიან დაშავდა და ახლა ისინი სიცოცხლეს ებრძვიან. ლოლიტა ჯულაყიძე, რომელიც დედისერთაა სასწრაფოდ გადააფრინეს ისრაელში, ხოლო ლადო ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი აპარატზე არიან შეერთებული და მათი მკურნალობაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათი მეგობრები ცდილობენ მოიძიონ თანხები ლოლიტას და ლადოს გადასარჩენად. ფოტოზე მითითებულია ნომერი სადაც შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ. გთხოვთ რითიც შეგიძლიათ დაეხმარეთ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ლადოს და ლოლიტას! ღმერთი არ გაწირავს მათ ამის იმედიღა დარჩა.

imageimage

3
452
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
452
  
2014, 13 ივნისი, 13:50
ორი დღეა ამ ორი ადამიანის ტრაგედიაზე ვკითხულობ და ღმერთს ვევედრები რომ გადაარჩინონ და ცოტა ნორმალურად წერე ...დღეს ეს პირველი შემთხვევა არარის და ბანკეტებზე ცემ თვალწინაც და ჩემ ირგვლივაც ბევრი ტრაგედია დატრიალებულა ,ეს პირველად არ გამიგია,ასე რომ ყვეალმ კარგად ვიცით როგორ ხდება და რატომ ესეთი ავარიები,არსად არ ფიგურირებდა ის რომ ვინმე სხვაც იყო მათთან ერთად და არ მეცოდინებოდა ეგ და მაგას კიდე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ესეთი ტრაგედიები სისწრაფით ხდება 90%–ი და მითუმეტეს ამ ასაკში და ძან ლოგიკურია ის რაც მე ავღნიშნე....ეს ბავშვები უფალს ებარებოდნენ და შენ დაფიქრდი სანამ ვინემს ენას შეუბრუნებ.....!!!
2014, 13 ივნისი, 12:43
საჭესთან თვითონ არ ყოფილან და ძალიან გთხოვთ საკუთარი აზრები და დასკვნები შეინახეთ თქვენთვის
2014, 12 ივნისი, 17:12
ამთავრებენ სკოლას და სამყარო გონიათ ათ ირგვლივ ტრიალებს,დარწმუნებული ვარ გიჟივით ატარებდა მანქანას...ღმერთო აპატიე ამ ორს ახალგაზრდული და ბავშვური აღტაცება და თავშეუკავებლობა და გადაურჩინე მათ მშობლებს,ახლობლებს ,მეგობრებს და ყველას ვისაც სურვილი გვაქვს რომ იცოცხლონ...
0 1 3