x
რა არის ტირილი?

imageყოველმა ჩვენგანმა იცის, თუ რა არის ტირილი, მაგრამ
არცერთმა ვიცით ზუსტად რა არის და საიდან მოდის იგი.
ტირილი არის გარკვეული გრძნობების ნატურალური ემოციური
გამოხატულება, ძირითადად კი - მწუხარების და ტკივილის, მაგრამ ჩვენ ვტირით სხვა სიტუაციებსა
და შემთხვევებშიც, მაგალითად, როდესაც შვებას ვგრძნობთ ანუ ვტირით, როცა ვართ ბედნიერნი,
სევდიანნი და მაშინაც კი, როდესაც გვინდა ისეთი რამის გაზიარება, რასაც ჩვენთვის დიიდ
მნიშვნელობა აქვს. არ არსებობს მიზეზი იმისა, ვიფიქროთ ეს რატომ ხდება, თუმცა ფაქტია,
რომ ხდება.


რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დადასტურებული ფაქტია,
რომ 10-დან 9 ადამიანი ტრილის შემდეგ შვებას გრძნობს, იგი ამცირებს სტრესს და ეხმარება
სხეულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, და ყოველივე ეს არის უფასო, ყველასათვის ხელმისაწვდომი
და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები სველი ქსოვილების, წითელი თვალების და ჩამოშლილი
მაკიაჟის გარდა.


ცრემლების ღვრას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი და ჯანმრთელი
ემოციური შვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვიცდით ღრმა ტკივილს, ბრაზს ან სტრესს.
დაახლოებით 70% თერაპისტებისა ამბობს, რომ ტირილი კარგია მათი პაციენტებისათვის. უახლეს
კვლევებში სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა
გრძნობს თავს უკეთ და პერსონალურობას აქვს დიდი გავლენა იმაზე, თუ რამდენად ხშირად
ვიტირებთ. ასევე, ტირილის სარგებლობა სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როდის
ხდება ეს ტირილის ეპიზოდი და ვინ ღვრის ცრემლებს. სხვა მკვლევრების მსგავსად, ფლორიდის
უნივერსიტეტის ფსიქლოგებიც ამბობენ, რომ მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რათა ტირილის
წარმოშობა, ბუნება და ფუნქციები ზუსტად იქნას განსაზღვრული.


ყოველი ჩვენგანი ღვრის ემოციურ ცრემლებს ზოგიერთ მომენტში
-ტირლის მინიმუმი რაოდენობა მინიმუმი ქალებისათვის არის წელიწადში 47, ხოლო მამაკაცებისათვის
- 7. როგორც აღვნიშნე, ზუსტად არავინ ვიცით, რატომ
ვტირით ან რა ხდება მაშინ, როცა ვტირით, ეს ჯერ კიდევ გამოუცნობ საიდუმლოდ რჩება.


ბოლოს კი მინდა, მოგცეთ ერთი სასარგებლო რჩევა: თუ არ
შეგიძლიათ შეიკავოთ ცრემლები, მიეცით მათ გადმოცვენის საშუალება და შედეგად თავს ბევრად
უკეთ იგრძნობთ.


0
301
შეფასება არ არის
ავტორი:ადა ბესელია
ადა ბესელია
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0