x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134602
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508740
უცნაური ქურდობა თბილისში-ოზურგეთელ გოგონას ნაწნავი მოპარეს
image


რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ თბილისის სამარშრუტო ტაქსში მოხდა...

ოზურგეთელი გოგონა სამგზავროდ ავიდა მიკროავტობუსში ნაწნავით და იქიდან მოჭრილი თმით ჩამოვიდა...

ამის შესახებ კი მისი სკოლის პედაგოგისგან გახდა ცნობილი, რომელმაც ემოციები ვერ დამალა მომხდარის გამო და სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაპოსტა. აი რას წერს ოზურგეთელი გოგნას მასწავლებელი, მაიკო ღლონტი:

"რამე თუ გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მოდი და ნუ გაოცდებით! წარმოგიდგენიათ? ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები, თმა... უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?"


image

აი რა კომენტარები მოყვა ამ სტატუსს:

"არ არსებობს... შეიძლება გაგიჟდე... აუ რა შოკი იქნებოდა დაზარებულისათვის?!"

"საინტერესოა თვითონ როდის აღმოაჩინა"...

"ეგ უხამსი ხუმრობა უფრო მგონია მე"...

"კიდევ კარგი, თავი რომ დაუტოვეს ადგილზე!"

"რა თქმა უნდა გასაკვირია, მაგრამ ისიც მიკვირს როგორ ვერ იგრძნო ბავშვმა, ისე როგორ მოაჭრეს თმა, წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა. მართლაც ვაიმე... კიდევ კარგი, კიდურებს არსად იბარებენ. რაც არ უნდა ღირდეს თმა, ასე ადამიანის "დაყაჩაღება" რა უბედურებაა, აზრად როგორ უნდა მოუვიდეთ ამგვარი რამ, საჯარო ტრანსპორტში თმები დამალეთ, გოგონებო!"

"დღეს არაფერია გასაოცარი, ხალხო...."

გოგონამ, მარიკო აკობიამ, რომელსაც ნაწნავი მოაჭრეს კომენტარი დატოვა მასწავლებლის პოსტზე:

image"რა საინტერესოა, როდესაც უცხო ადამიანების აზრს კითხულობ საკუთარ თავზე... მადლობა მაიკო მას ამ ბედნიერებისთვის, მიყვარხართ..."

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0