x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134618
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508792
აფრიკული ნაწნავები
დღესდღეობითაც ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ აფრიკული ნაწნავები თმას აზიანებს. ამას ხსნიათ იმ ფაქტით, რომ თმის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად ბევრი თმის ძირი იწყებს ცვენას, თუმცა ეს ძალიან მარტივად შეგვიძლია ავხსნათ-შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელ ადამიანს დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ძირი თმა სცვივა, ჩამოცვენილი თმების ადგილას კი ახალი თმის ძირები იწყებს ამოსვლას. ნებისმიერი სტილისტი, რომელიც აფრიკულ ნაწნავებს წნავს, არ ურჩევს ამ ვარცხნილონის 3 თვეზე მეტხანს გაჩერებას კორექციის შეტანის გარეშე.სხვა შემთხვევაში 90 დღის გასვლის შემდეგ, საშუალოდ 9000 მდე ძირი თმა ჩამოცვივა, რომლებიც არ ჩამოსულა ვარცხნილობიდან მთელი ამხნის განმავლობაში.

ამ ვარცხნილობის დაშლის დროს სტილისტი თანდათან აცილებს ჩამოცვენილ თმის ძირებს, რომელთა ადგილას, უკვე წამოსულია ახალი თმის ძირები, ასე რომ არ ღირს ნერვიულობად.

აფრიკულ ნაწნავებს ბევრი დადებითი მხარე აქვს-მთელი ის პერიოდი, როცა ჩვენ გაკეთებული გვაქვს აფრიკული ნაწნავები, არაა საჭირო ფენის, უთოს გამოყენება, ჩვენი თმა ისვენებს ხშირი დაბანისაგან. ზაფხულში ცხელი ნიავისგან, ზამთარში კი სუსხიანი სიცივისგან, რომელიც აზიანებს ჩვენს თმებს.

აფრიკული ნაწნავების გამოყენება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას, შეგიძლიათ თმის რები დაიბანოთ მხოლოდ კვირაში ერთხელ რბილი ღრუბილსა და შამპუნის საშუალებით. ფენის გამოყენება კი მხოლოდ გააფუჭებს თქვენს ვარცხნილობას.


გაიკეთეთ აფრიკული ნაწნავები და იყავით მოდურები..image

1
739
შეფასება არ არის
ავტორი:უნა ბერიშვილი
უნა ბერიშვილი
739
  
2015, 13 დეკემბერი, 17:29
https://www.facebook.com/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-908194795883174/?ref=hl
0 1 1