This Fucking world is made for us..

color like the sun and shining like the moon
movement like the falling stars and darken side of mood

Saturday, January 8, 2022 with 19 notes

მართალი არ ყოფილა დედამიწა მრგვალია და თუ ერთი წერტილიდან გახვალ ერთი მიმართულებით და საკმარისად ივლი, მეორე მიმართულებიდან დაბრუნდები იმავე წერტილშიო, არა! ალბათ ამიტომაც ისევ არსებობენ ბრტყელი დედამიწის მომხრეები, გინდ ჯორდანო ბრუნო მოუყვანე და გინდ ჰაბლის ტელესკოპიდან გადაღებული ჩვენი გამოპრანჭული პლანეტის ფოტოები; ალბათ ამ რწმენაში მხოლოდ ფიზიკური რეალობა არც იგულისხმებოდა…

თურმე ისე ბრტყელია, რომ შეიძლება ნებისმიერ წერტილში შეგხვდეს ისე უსაზღვროდ ღრმა კიდე, რომ შეიძლება დემონებიც კი დაინახო, საკუთარი დემონები… ხოლო თუ ერთხელაც ფეხი დაგიცდა და გადაეშვი მასში, მშვიდობით ყველაფერო! (იქნებ გზაში ერთი სალტო მაინც მოასწრო გრანდიოზული ფინალისთვის)

Tuesday, January 19, 2021 with 24 notes

მომენტები ვეღარ ახერხებდნენ თანმიმდევრულად, მწკრივად მიჰყოლოდნენ ერთმანეთს და დაიწყეს შემთხვევითად ერთმანეთის მონაცვლეობა იმ კულმინაციური მომენტის ძიებაში, რომლის დადგომის იმედიც თვითონაც აღარ ჰქონდათ.

ყველა-ფერი ირეკლებოდა მის სახეზე, ეს კი უფრო და უფრო ამძაფრებდა დეჟა-ვუ-ს გრძნობას. 

დრო შენელებული მოძრაობებით სწრაფად მიდიოდა, მეკი გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და თვალების დახუჭვის მეშინოდა, იქნებ გახელისას ის აღარ დამხვედროდა და ფერებიც გაჰყვებოდა მას. 

 შეხების მეშინია, ვერ ვბედავ.. 

უცებ ჩემთან მოდის ხელებს მჭიდებს ახლოს რომ მიმიზიდოს და რაღაცას მიჩურჩულებს.. 

მერე რა რომ ვერაფერი გავიგე?!

 უფრო ახლოს მოდის, უკვე სახეზე ვგრძნობ მის სუნთქვას და მალე შეხებასაც დავიმსახურებ.. 

თანდათან ვხვდები რომ მეც ვიწყებ ფერების არეკვლას, როცა აქამდე უკუნითამდე ბნელოდა. სხვა გზა არ არის, ხელები უნდა მოვხვიო და აღარ გავუშვა, შემდეგ კი ცოტა ხნით თვალებსაც დავასვენებ ამ შეგრძნებების ხარჯზე. ხელებზე ჩამომეღვენთა, სახეს ვერ მაშორებს და შიგადაშიგ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.. 

მინდორში ვართ, უამრავი ვარსკვლავის ქვეშ, გარშემო კი ყველა მხარეს ბრბო და ლამაზი ხმაურია. ჩვენ კი ამ ხმაურს აყოლილები წრეზე ვმოძრაობთ, თითქოს ვარსკვლავებს ავამოძრავებთ და მომენტებს გავმართავთ. 

 არ მინდა, მაგრამ სულმოუთქმელად ველოდები მზის ამოსვლას და მალე ისიც გამოჩნდება, გადაფარავს ყველა-ფერს და გაბატონდება.. 

და მე ის დამწვავს, აუცილებლად დამწვავს.. 

Monday, August 31, 2020 with 6 notes

მანათობელი, მზისფერი სამოსი ეცვა და ანათებდა როგორც მთვარე.

მოდიოდა როგორც ვარსკვლავთცვენა და მიღიმოდა როგორც განთიადი.

 შემეხო განთიადის პირველი სხივივით და ჩამეხუტა როგორც საწოლი დამღლელი დღის შემდეგ. 

Saturday, August 29, 2020 with 4 notes
Tuesday, May 5, 2020 with 86 notes

პირიდან სიმართლე აღმოხდა და ვერც კი ხვდებოდა რომ ამას ამბობდა. არც იმაზე დაფიქრებულა მინდოდა თუარა სიმართლის მოსმენა.

არ ვიცი საით მიდის ეს ყევლაფერი და საით მივექანები მე.

შეგრძნება მიბრუნდება თითქოს  დედამიწამ მიზიდულობა დაკარგა და თანდათან მაშორებს მასთან, მეკი ვცდილობ იატაკს მოვეჭიდო ბოლო ძალებით.

არ ვიმჩნევ, მინდა დაასრულოს მისი სათქმელი.

..

Tuesday, October 15, 2019 with 11 notes
Like this post
lucy-likes-to-dream:
“ lucy-likes-to-dream:
“ Skin & Bones|1 by Wolf In The Red Hood on Flickr.
” ”
Like this post
Like this post

mkharebava:

image

Isolation is a way to know ourselves.

Franz Kafka

Wednesday, November 7, 2018 with 228 notes
THEME ©