დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენა ასახავს ავტორის ფიქრებს კულტურისა და საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. მხატვრის შემოქმედებაში აქცენტირებულია ხელოვნებისა და რეალობის ურთიერთქმედების პრობლემა. ალექსანდრე პავლოვი მიეკუთვნება იმ მხატვართა რიცხვს, რომლის მისწრაფება კლასიკური ხელოვნების ტრადიციების ანალიზისადმი უზადო ოსტატობით არის აღბეჭდილი მის ტილოებში.

ამ გამოფენით ქართველი ხელოვნების მოყვარულები გაეცნობიან ძალზე საინტერესო და თვითმყოფად შემოქმედს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების გამოფენა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული და უკრაინული კულტურის დიალოგს.

ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების გამოფენა 22ივნისს 17:00 საათზე ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება  და 15 ივლისამდე გაგრძელდება.   უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე თბილისში ფონდი ჰუმანითის მოწვევით ჩამოდის.

თბილისში, უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

iBusiness