ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-ისა N4-ის მიმდებარედ  დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება.

სკვერის სივრცის განახლება 3500 კვ. მ ფართობზე მიმდინარეობს. მონტაჟდება შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, რეაბილიტირდება სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე სკვერი გამწვანდება.

მიმდინარე სამუშაოებს  ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.