GE EN FR

მსოფლიო

კანადამ უცხოური აგენტების რეესტრის შემოღებაზე დაიწყო მუშაობა

კანადის ფედერალურმა მთავრობამ ორშაბათს შემოიღო კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმების პაკეტის განხორციელებას უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, უცხოელი აგენტების რეესტრისა და კანადის სადაზვერვო სააგენტოს გარშემო არსებული კანონმდებლობის ცვლილებების ჩათვლით.

1715093880

ახალი მსოფლიო რეკორდი - საფრანგეთში 140-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს

ფრანგმა მეპურეებმა 140 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

1715091480

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჩაშალა რუსეთის გეგმა, რომლის მიზანიც ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა იყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჩაშალა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების ვასილ მალიუკის და კირილო ბუდანოვის, ლიკვიდაციას.

1715089035

ვლადიმერ პუტინმა კრემლში ფიცი მეხუთედ დადო

კრემლში პუტინის მორიგი, მეხუთე ინაუგურაცია მიმდინარეობს. 

1715082900

FT: "საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება"

The Financial Times "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აქვეყნებს სტატიას სათაურით "საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება".

1715080500

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვის) დარღვევა დაადგინა ეფექტიანი გამოძიების ნაწილში.

1715078220

ადამ კიზინგერი: ეს კანონი მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიაურება და აცხადებს, რომ "აგენტების კანონი" "მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში".

1715075580

საფრანგეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა ჩინეთის ლიდერს მოუწოდეს, გამოიყენოს მოსკოვზე მისი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს განუცხადეს, რომ სურთ მოსკოვზე მისი გავლენა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად გამოიყენოს.

1715073180

დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, მოსკოვის კრემლში გაიმართება ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს. ცერემონია მოსკოვის დროით 12:00 საათზე დაიწყება და რუსეთის ყველა ტელეარხით გადაიცემა.

1715071020

Anonymous ირაკლი კობახიძეს: თუ მომიტინგეებზე თავდასხმას გააგრძელებთ, ამას სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო დიდი კიბეშეტევები მოჰყვება

ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე თავდასხმებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს სამთავრობო გვერდებზე.

1715068260

Bloomberg: აშშ, უკრაინისთვის $50 მილიარდის დახმარების გადასაცემად, G7-ის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

შეერთებული შტატები G7-ის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის დახმარების გადასაცემად. ამის შესახებ Bloomberg წერს.

1715065860

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვია

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაგეგმილი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეული კრიზისია.

1715063820

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და ყოფილ პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

1715061540

რუსეთის "უცხოეთის აგენტების" კანონში ცვლილებები იგეგმება

 რუსეთის ფედერაციის დუმის პროფილურმა კომიტეტმა, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რის მიხედვითაც, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული პირები ვეღარ შეძლებენ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას.

1715059380

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან დემონსტრანტების ევაკუაციის შემდეგ: „არის შეუდრეკელობა და იგი სრულად შენარჩუნდება"

ახალი ამბების რადიო და ტელე მაუწყებელი bfmtv-ს ინფორმაციის ასეთი განცხადება მატინიონში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაკეთდა.

1714746598

აშშ–ის საელჩო: პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ "პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს".

1714725420

2024 წლის "მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის" მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა

2024 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters Sans Frontières – RSF) აქვეყნებს, საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა.

1714722660

მაია სანდუ: მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს.

1714720260

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაიწვიოს ეს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დღეს განცხადებით გამოეხმაურა და ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" გაწვევისკენ მოუაოდა.

1714718220

ჩეხეთის საგარეო: ვგმობთ დემონსტრანტებზე ძალადობას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გმობს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობას.

1714716000

ჯო ბაიდენი: ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან სხვაგვარად მოაზროვნეებს ვდევნით, მაგრამ წესრიგი უნდა ბატონობდეს

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის უნივერსიტეტებში მიმდინარე სტუდენტთა პროპალესტინურ საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. 

1714712381

მეთიუ მილერი: "ქართული ოცნების" ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას"

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

1714680727

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისში დემონსტრანტების მიმართ ძალადობას

 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას.

1714659480

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან

" ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა", - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნუს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი.

1714657020

დმიტრო კულება: უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ნახევარი დაზიანებულია

 რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია. ამავდროულად, ქვეყანა თავს იცავს, რადგან "ბევრი ისწავლა." ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

1714650900