საბაჟოს სამსახურმა დომოდედოვოს აეროპორტში ტვირთი, იშვიათი სახეობის ცხოველებით გააჩერა.

რეისი დოჰა-მოსკოვის მგზავრს, სურდა ტვირთით დაახლოებით 100-მდე ცხოველის გადაყვანა. მათ შორის იყვნენ, პატარა ლეოპარდი, 6 ლემური, 2 მაიმუნი, 2 ნიანგი, 57 გველი და სხვა ცხოველები.

ამ დროისთვის კეთდება ცხოველების იდენტიფიცირება, განეკუთვნებიან თუ არა ისინი დაცულ სახეობებს.

"იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება იშვიათი სახეობის ცხოველების რუსეთში უკანონო გადმოყვანის ინფორმაცია, აღიძვრება ადმინისტრაციული საქმე" - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების უკანონოდ გადაყვანისთვის, დამნაშავე შესაძლოა 7 წლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.