რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ კოლეგების დახმარებით კანონიერი ქურდები გადათვალა. 432 აქტიური "კანონიერ ქურდიდან" ციხეში 114 იხდის სასჯელს, 31-ის საქმე ძიებაშია, 19 - იძებნება. "კანონიერ ქურდებში" ყველაზე მეტი ქართველია - 242 კაცი, შემდეგ ადგილებზე კი არიან: რუსები (სლავები) - 51, სომხები - 30, იეზიდები (ქურთები) - 26, აზერბაიჯანელები -16, აფხაზები - 10, ჩეჩნები - 10, ებრაელები - 7.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით, რუსი და უკრაინელი სამართალდამცავები "კანონიერ ქურდთა" შორის ყველაზე საშიშად ნადირ სალიფოვს (იგივე ლოტუ გული, გული ბაქოელი). აღიარებენ. მათივე ცნობით, თითქმის ყველა აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" რუსეთის მოქალაქეა.
ჩამოთვლიან რა აზერბაიჯანელ "კანონიერ ქურდებს", მიუთითებენ, რომ აზერბაიჯანის ციხეებში სასჯელს იხდიან ილგარ ალიევი (ილგარ დმანისელი), ტალეხ დაგლიევი (ტოლიკ ნოგინსკელი), ემინ ახმედოვი (ემინ აჯიკაბულელი), ზაურ შიპილოვი (ზაურ ნახჭევანელი), ალი ჰეიდაროვი (ალბერტ წითური), ულფატ ტაგიევი (რუფატ განჯელი), ახლახანს დააკავეს ხაჯიბაბა ტალიბხანლი (ხაჯი ბეილაგანელი), უზბეკეთში ცხოვრობს იუნუს ნაზაროვი (იუნუს იასამალელი, იუნუს ბაქოელი), უკრაინაში - ჯავად მამედოვი (დათო აგჯაბადელი), ნადირ სალიფოვი და რაფეტ ამიროვი (რაფეტ ალი-ბაირამლელი) ინტერპოლის მიერ იძებნებიან.

აზერბაიჯანული პრესის მიერ მიუთითებს, რომ ნადირ სალიფოვი და მისი ძმა ნამიკი დმანისში არიან დაბადებულები, ხოლო ვაგიფ სულეიმანოვი (იგივე ვაგიფ დიპლომატი, ვაგიფ ლენქორანელი) კი - თბილისში

აზერბაიჯანული პრესის მტკიცებით, ნადირ სალიფოვი, იუსუფ ალიევი (იუსუფ შამხორელი), ვაგიფ დიპლომატი, ალბერტ წითური და რაშად ისმაილოვი (რაშად განჯელი) მილიარდერები არიან.

სლავური წარმოშობის "კანონიერ ქურდებს" შორის მილიარდერებად ითვლებიან სერგეი აქსიონოვი (აქსიონ იზმაილოველი) და ვლადიმირ ტიურინი (ტიურიკი, ტიურია, ბატია, კინომექანიკი). სხვა "კანონიერი ქურდების" ქონება ათეულ მილიონობით დოლარს აღწევს. მილიარდელთა შორის არცერთი ქართველი "კანონიერი ქურდი " არ მოიხსენიება. ამასთან, აღინიშნება, რომ "კანონიერ ქურდთა" სემოსავლის ძირითადი წყარო, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, რუსეთშია.
ნადირ სალიფოვის ხელში, მისი ძირითადი კონკურენტის, როვშან ჯანიევის (როვშან ლენქორანელი) მკვლელობის შემდეგ, მთლიანად ხვდება ხილ-ბოსტნეულით რუსეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოვაჭრეებისგან გაღებული ხარკი. არც თუ იშვიათად, მასთან მიდის გატაცებული, განსაკუთრებით, უკრაინის ტერიტორიაზე, ბიზნესმენების გამოსასყიდად გაღებული თანხა. აღსანიშნავია, რომ ნადირ სალიფოვის ემისრებს თანხებს ბიტკოინებითაც უხდიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ