ბრიტანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰადერსფილდში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთის 20 მამაკაცი გაასამართლეს. მათ ბრალად არასრულწლოვან გოგოებზე ძალადობა და გაუპატიურება ედებათ.
ლიდსის სამეფო სასამართლომ დღეს მოხსნა აკრძალვა დამნაშავეების სახელების და დანაშაულების დეტალებისგასაჯაროვებაზე. დაჯგუფების მეთაურს, 35 წლის ამირ სინგჰ დალივალს, ზედმეტსახელად "პრეტოსს" სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. დაჯგუფება აზიური წარმოშობის მამაკაცებისგან შედგებოდა და მათ ეს დანაშაულები 2014-2011 წლებში ჩაიდინეს. სასჯელი დაჯგუფების წევრებს 120 სხვადასხვა ეპიზოდისთვის მიუსაჯეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სამუდამო პატიმრობამდე განუსაზღვრეს. გარდა ჰადერსფილდისა და იორკშირის საგრაფოსი, მსგავსი დანაშაულები მიმდებარე პატარა ქალაქებშიცაა ჩადენილი.