ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძაღლები უნარების ათი სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით შეაფასეს.

ყველაზე ჭკვიანი ძაღლის გამოსავლენად ჩატარებული კვლევის დროს დაკვირვებას ერთიდან რვა წლამდე ასაკის 13 ჯიშის 1002 ძაღლზე აწარმოებდნენ. ძაღლების  გონებრივი უნარების შეფასება 7 და ქცევითი უნარების შეფასება 3 ტესტის შედეგების მიხედვით მოხდა. 

კვლევაში მონაწილეობდნენ:

ავსტრალიური ნაგაზი
ბელგიური მალინუა
ბორდერ-კოლი
გერმანული ნაგაზი
ესპანური წყლის ძაღლი
ლაბრადორ რეტრივერი
ინგლისური კოკერ-სპანიელი
ოქროსფერი რეტრივერი
ფინური ლაპფუნდი
შერეული ჯიშის ძაღლი
შოტლანდიური ნაგაზი
ჰოვავარტი

ყველაზე ჭკვიან ძაღლად ბელგიური მოლინუა აღიარეს. მან 39 შესაძლებლობიდან 35 ქულა დააგროვა.

მეორე ადგილზე 26 ქულით ბორდერ-კოლი გავიდა.



25 ქულით მესამე ადგილი ჰოვავარტმა დაიკავა, მან მეოთხე ადგილზე გასულ ესპანურ წყლის ძაღლზე ერთი ქულით მეტი დააგროვა.