"ბიძინა ივანიშვილი თავისთავად არის ძალიან დიდი გავლენის მქონდე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა",- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა. 

"არ მომწონს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გუნდის წევრები "ქართული ოცნებიდან" ილიას დაარებენ. არც ირაკლი ალასანიაა ილიასთან შესადარებელი და არც ბიძინა ივანიშვილი. ღმერთმა დამიფაროს, ან ერთი, ან მეორე როდისმე შევადარო ილია ჭავჭავაძეს.

ირაკლი ალასანია არის ჩემი პარტიის თავმჯდომარე, პარტიის ლიდერი, ჩემი მეგობარი. ღირსება და პატივია ჩემთვის იმ ბრძოლაში ყოფნა, რომელშიც დღეს ვართ, ვიყო ირაკლი ალასანიასთან ერთად. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ყველაზე მაგრად მიყვარდა ჩემი მშობლები და მიყვარდა მამაჩემი. 

ბიძინა ივანიშვილი თავისთავად არის ძალიან დიდი გავლენის მქონდე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ოპოზიცია კრიზისში იყო გამოჩნდა და მართლა ბევრი რაღაც დადო",- განაცხადა პეტრიაშვილმა.