ასე მიმართა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერს კახა კალაძეს, საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით ის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. ხაბეიშვილი კახა კალაძეს დერეფანში ელოდა. მათ შორის კი დიალოგი ასე წარიმართა: ლევან ხაბეიშვილი: ბატონო კახი კითხვების რატომ გეშინიათ? მთავრიბის სხდომაზე რომ შემოვსულიყავი და კითხვები დამესვა. კახა კალაძე: წამოდი ახლა და აგიხსნი ყველაფერს. ლევან ხაბეიშვილი: 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გოროგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ? კახა კალაძე: შენი როგორ უნდა შეგვეშინდეს. მარტივად გეტყვით, როცა იქცევით არასწორად და შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს თქვენ ვერ შემოხვალთ სანამ ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს. ლევან ხაბეიშვილი: თქვენ მოუხადეთ ბოდიში დედაქალაქის მოსახელობას რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი. კახა კალაძე: სანამ არ მოუხდით ბოდიშს მთავრობის თითოეულ წევრს ვერ შემოხვალთ მთავრობის სხდომაზე და იქნებით ასთი გაფარჩაკებული. ლევან ხაბეიშვილი: ეს გაფარჩაკებული რამე ახალი ფორმაა? ზრდილობიანად არ შეგიძლია კახა კალაძე: არ იმსახურებ მეტს. ლევან ხაბეიშვილი: კორუმპირებული და ბიუჯეტის წურბელა ხარ. გეშინია და გარბიხარ.    
შეგახსენებთ, იმის გამო რომ, თბილისის მერიაში, სადაც სხდომე ტარდება სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისის საკრებულოში უკვე მეორედ ჩატარდა.