ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ "ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"სიმართლე გითხრათ ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ჩვენთაგანი, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა. რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა არის აუცილებელი, შეთანხმების შემდგომ. ეს ორჯერ ორი ოთხია. მაგრამ აქ აუცილებელია, რომ ის ბეწვის ხიდი რომელზეც დღეს საქართველო იმყოფება, ამის გათვალისწინებით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. დასავლეთი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ შეთანხმებებს არ განახორციელებთ ნატოზე და ევროკავშირზე ამბობთ უარს. ეს არის ყველაძე მძიმე რაც შეიძლება მოვისმინოთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.