ამის შესახებ კლასის დამრიგებელი ნანა გოგორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მე-12 კლასელებს, ბავშვებმა სპეციალურად მათთვის დადგმული კონცერტი დაახვედრეს.
"12 ა კლასმა ბოლო ზარზე გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა ზესტაფონში არსებულ ბავშვთა დღის ცენტრ “ orion aips” ძალიან დიდი სიყვრული და სითბო წამოვიღეთ დღეს ამ ლამაზ ბავშვებთან სტუმრობით,მოგვიწყვეს არაჩვეულებრივი დახვედრა,სიმღერებითა და სხვადასხვა გასართობებით. ჩემებმა თავიანთი საჩუქრებით და სტუმრობით გაახარეს მათი გულები . ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო იმისათვის ,რომ ეს დღე ესეთი ლამაზი გამოგვივიდა“– წერს ნანა გოგორიშვილი. ფოტოები: fortuna.ge