განათლების ფსიქოლოგმა ნატა ასათიანმა გადაცემა "შუადღე"-ში ქორწინებაში მარტოობასა  და ურთიერთობაში თავისუფლებაზე ისაუბრა.

"ქორწინებაში ვიქნები თუ არა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს მარტოობის განცდასთან. მე შეიძლება ვიყო დაქორწინებული, წყვილში ვცხოვრობდე და საოცარ მარტოობას განვიცდიდე. ლეონარდ კოენს აქვს ერთი ასეთი სიმღერა, სადაც არის ასეთი ტექსტი: "მოდი დავქორწინდეთ და ვიყოთ მარტოსულები ერთად", ჩეტ ბეიკერს აქვს ასევე: "alone together", ელიფ შაფაქს აქვს წიგნი "მარტოობის 40 წესი", სადაც მთავარი გმირი დაქორწინებული ქალია, რომელიც ჩანს რომ ამ ქორწინებაში როგორი მარტოსულია. 

ასე რომ თუ მარტოობის წამალს ვეძებთ, ეს ქორწინებაში ცალსახად არ უნდა ვიპოვოთ. 

ვის რა გვესმის თავისუფლებაში როცა თანაცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე განსამარტია. თუ მე თავისუფლებას აღვიქვამ რომ დასაკარგი არაფერი მაქვს, მე ასეთი თავისუფლება ურთიერთობაში შეიძლება სულაც არ მინდოდეს. მე უნდა მინდოდეს ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა, რადგან ამ სიხანგრძლივეს შესაძლოა მოჰქონდეს სხვა შრეები, სხვა სიღრმეები, სხვა ინტიმურობაც, ერთ ადამიანთან შეიძლება მეტ მრავალფეროვნებას მივაღწიო, ვიდრე მრავალთან", - განაცხადა ნატა ასათიანმა.