"დღეს ფსიქოლოგი გაცილებით მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე მეგონა/წარმომედგინა. დასალაგებელი ზოგჯერ ძალიან ძალიან მარტივი საკითხებია. უბრალოდ ადამიანები ვერ ხვდებიან როგორ ლაგდება ეს სიტუაცია",- ამის შესახებ "მთავარ როლში" ფსიქოლოგმა, ზურა მხეიძემ განაცხადა. 

"ვადევნებ ხოლმე გარკვეულ ტენდენციებს, რაც ხდება. ვფიქრობ, ფსიქოლოგთან ვარ, ფსიქოლოგთან ვიყავი სალაპარაკო თემაც გახდა.  

ძველად მიწევდა ახსნა, რომ ფსიქოლოგები არ არიან გიჟების ექიმები. ახლა წამოვიდა რომ ფსიქოლოგი თუ ხარ, აუცილებლად ფსიქოთერაპევტი ხარ, ფსიქოლოგიას ძალიან ბევრი მიმართულებები აქვს და ამაზე ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ. შენ ფსიქოლოგი რომ ხარ, ჰგონიათ რომ ტესტი უნდა ჩაუტარო და უთხრა რა სჭირთ. ეს წარმოდგენები არის",- განაცხადა მხეიძემ.