ქართული მეცხვარე ნაგაზებს შორის მსოფლიოში პირველ ნომრად აღიარეს.

ძაღლები საკუთარი ერთგულებით და უპირობო სიყვარულით, ადამიანის საუკეთესო თანმხლები კომპანიონია.

ისინი შესაძლოა საუკეთესო მცველები იყვნენ არა მხოლოდ სახლში, არამედ ბიზნესშიც. ამერიკულმა ელექტრო უსაფრთხოების კომპანიამ Protection 1-მა ჩაატარა კვლევა, რომელიც ბიზნესისთვის და სახლისთვის საუკეთესო მოდარაჯე ძაღლს გამოავლენდა. საუკეთესო მოდარაჯე ძაღლების ათეულს კავკასიური ნაგაზი ლიდერობს.

ნაგაზი საკმაოდ მეგობრულია ჯიშია, მაგრამ რადგან ის სპეციალურად შინაური პირუტყვის დასაცავად არის გამოყვანილი, ის საკუთარი პატრონის საუკეთესო დამცველადაც იქცა.

"ამ ჯიშის ძაღლები ბუნებრივად იცავენ ყველაფერს საკუთარ სახლში. ნაგაზის ჯიშის ძაღლს გამოცდილი პატრონი სჭირდება, რომელიც მას სპეციალურად გაწვრთნის, რადგან სათანადო გაწვრთნის გარეშე, ის შესაძლოა საკმაოდ საშიშად იქცეს" – ნათქვამია ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

საუკეთესო მოდარაჯე ძაღლების სიაში შევიდა გერმანული ნაგაზი, დობერმანი, როტვეილერი და ტიბეტური მასტიფი.

 

წყარო: CBW.ge

Guard-dog-infographic-final