ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 55 კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა დასრულდა.
ნუგზარ წურწუმია ოქროს მედლისთვის ყაზახ ხორლან ჟაკანშას შეხვდა და 57 წამის შემდეგ მსაჯებმა მისი აშკარა უპირატესობით გამარჯვება დააფიქსირეს. ნუგზარ წურწუმია დამოუკიდებელი საქრთველოს ისტორიაში მეხუთე მსოფლო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სულ 28 ქართველ კლასიკოსს 1953 წლიდან დღემდე გამართულ 49 მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მოპოვებული აქვს 23 ოქროს, 9 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. აქედან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამართულ 27 მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულია 18 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართულ 22 მსოფლიო ჩემპიონატზე კი 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი. მსოფლიო ჩემპიონატის 23 ოქროს მედალი 14 ქართველი კლასიკური სტილით მოჭიდავის მიერ არის მოპოვებული: 1966, 1967, 1969, 1970 – რომან რურუა 1953, 1955, 1958 – გურამ კარტოზია 1958, 1962, 1963 – როსტომ აბაშიძე 1978 1981 – გურამ ბლაგიძე 1982, 1983 – თეიმურაზ აფხაზავა 1982 – თემო ყაზარაშვილი 1961 – ავთანდილ ქორიძე 1981 – მიხეილ სალაძე 1987 – გურამ გედეხაური 2001 – მუხრან ვახტანგაძე 2003 – მანუჩარ კვირკველია 2007- დავით ბედინაძე 2007 – რამაზ ნოზაძე 2019 - ნუგზარ წურწუმია