ხეებზე გაკრული ლექსები

Page 1

ტიტები ( მორის ფოცხიშვილი) დღე დგება უტყვი და უჩვევი, მეწამულ ბილიკზე ვდგები, ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე, გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები. თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით... ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი. ყველას სიყვარულში გიტყდებით, გლოცავთ და მიშრება ყელი, ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი! გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, ავუვსოთ ერთმანეთს გულები, სიყრმის და სიცოცხლის რწმენით! ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით. სიტყვა გამოვნახოთ თბილი, ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს! ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,


შევუწყოთ ერთმანეთს ხმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები. ო, სისხლო, რა უცებ წყალდები, ო, გულო, რა უცებ თვრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები. ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ, ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: - ამინ! დავუთმოთ ერთმანეთს დილა და დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!


ანათემა

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული, მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, – მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა.

დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა, წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, – მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა, ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.

ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული, ნატვრა აუსრულეს ბატონებს, დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური, მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

ლოცვა და გალობა არ გვაცალეს, ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს, ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს, კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.


ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი, მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს, ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით, სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.

შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი, ავად გაგვითენეს შავი დღე, თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით, ”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.

ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის, რომელი მსაჯული და რა ციხე, ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი, ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.

მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს, ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან, მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს, ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!

მიდის მიმავალი. მოდის მომავალი. ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,


ღმერთო, სამართალი რომ არ არი, სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.

ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა, მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა, დარჩა თბილისი და ატირდა.

დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს, ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, – ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე, ბორგავს გონიო და სამშვილდე…

”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო… გარსა ეხვეოდაო… მარადის მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…” გულს მფხანს ქართველების ღაღადი.

ჩანგო, იბერიის პანაშვიდო, როგორ შეგეხები თითებით, მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო, ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!


ალბათ ღამე უნდა გავათენოთ, მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, – ისე არ მოკვდება საქართველო, დედა არ უტიროს ჯალათებს!

მორის ფოცხიშვილი 24 აპრილი 1989წ.


არ გჯეროდეს ( ზურაბ სამადაშვილი) აპრილი მოსულა..თვეა მატყუარა, ნათი, არ გჯეროდეს აპრილის... არც ის იფიქრო, რომ ვინმეს მიავიწყდეს სისხლი სამშობლოსთვის დაღვრილი. ლაჩარ ბარბაროსთა რემა გადარიე შენი უშიშარი ღიმილით, აპრილი მოსულა...თვეა მატყუარა, ნათი, არ გჯეროდეს ტკივილის. ერთი თითისტოლა, ციცქნა ქალიშვილი თურმე მტერს აოცებ სიდიდით... აპრილი მოსულა... თვეა მატყუარა, ნათი, არ გჯეროდეს სიკვდილის!..


აპრილის მესსა (ოთარ რურუა აპრილის მესსა... აპრილის მესსა, წინაღობები... ბარიკადები! დაუნდობლობა... განწირულთ კვნესა, ცივსისხლიანი ჯარისკაცები! ვდგავარ გამზირზე... თვალწინ ცოცხლდება იმ გაზაფხულის მძიმე სურათი, უფალო-ღმერთო! რა ჰქნან ცოცხლებმა თუკი არა ჰყავთ ჰაჯი მურატი. შამილის მსგავსი მხედართმთავარი ხალხს კვლავ ბრძოლისკენ რომ მოუწოდოს, საქართველოა ჩვენთვის მთავარი, არ შემიძლია მკვდარი ვუწოდო იმ ხალხს, რომელიც ჩვენთვის დაეცა, იმ გაზაფხულზე-აპრილის ცხრაში... ჩემს ალალ გულში ცოცხლობენ დღესაც გარდაცვლილები ოთხმოცდაცხრაში!!!


რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს გადაიტანა. ბევრს ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს ხეებზე გაკრული ლექსები, დენთის სუნი, უსინათლო მომღერლების ნამღერი: "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს ", პატრიარქის მიწოდება და დაჩოქილი ხალხი, რომელიც "მამაო ჩვენოს" ამბობდა და ღვთის განაჩენს ელოდა.

იმ დღის შთაბეჭდილება თითოეულ მათგანს მთელი ცხოვრება გაჰყვება და არასოდეს დაავიწყდება.

რაც იყო, ყველამ კარგად იცის. საინტერესოა, რას გრძნობდნენ ჩვენი თანამემამულეები იმ დღეებსა და იმ წუთებში, როდესაც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები ქაშუეთის ეკლესიას მიუახლოვდნენ.

მხატვარი ნატო შენგელია, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, იხსენებს: "ბიძაჩემი მიტინგზე წაყვანას დამპირდა. იქ ხალხი ყოველ დღე იკრიბებოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს ამბობდა; საშიში არაფერი იყო. 8 აპრილს, დილის 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ტანკებმა ჩაიარეს.

ასფალტზე ნაკვალევი დარჩა. ბიძაჩემი მეზობელთან ერთად ტანკებს დაედევნა . ბებიამ, გული რომ არ დამწყვეტოდა, ხელი ჩამკიდა და მიტინგზე წამიყვანა.

ხალხში მღელვარებამ იმატა. როგორც მერე გაირკვა, ტანკები მომიტინგეთა დასაშინებლად ჩაატარეს; სასტუმრო “ივერიასთან” მოუხვიეს და უკან დაბრუნდნენ. უნივერსიტეტსა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ახალგაზრდობა გარეთ გამოეფინა, მოძრაობა შეჩერდა. მიტინგზე მოხუცმა ქალმა შემამჩნია და მითხრა: შვილო, პატრონი არ გყავს? აქ რა გინდა, წადიო. მე და ბებიამ ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან.


დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან, ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ: “გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით!”

სახლში ყველას ეძინა, ჩემსა და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო; სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა _ ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო.

შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები.”

მთავრობის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ნატოს ბიძა, თავად შოთა ჟვანიაც იხსენებს: “რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”

კონსტანტინე შენგელია შემდეგს იხსენებს: “როდესაც კარი გავაღე და ფეხშიშველი, ნაცემი შოთა დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რუსი ჯარისკაცების ჩადენილი იქნებოდა. ვიფიქრე, ვიღაცამ “ნასკებიანად” “აახია” ფეხსაცმელიბი-მეთქი. ძლივს ამოიღო ხმა, ხალხი დახოცესო.

გარეთ გავვარდი. ვხედავ, მოდის გოგო, რომელსაც ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი ფეხშიშველაა. მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ; რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო!@ვინ დახურავდა. ზოგი ნემსისა და ძაფის ჩამოგდებას ითხოვდა პირდაპირ აივნიდან, რომ დახეული ტანსაცმელი ამოეკერათ.


ქვემოთ ვნახე ნაცნობები. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი – კოკა მუხლუხოებში ჩასწოლია “ბე ტე ერ”-ს და გაუჩერებია. გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო; ჯარისკაცები ყვიროდნენ: “ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!” თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მიღებული ჰქონიათ გაზის მოწამლვისაგან თავდასაცავი პრეპარატი _ ანტიგაზი. რბევისას გამოყენებულ გაზებს ეწოდებოდათ “სი ე სი| და “ჩერიომუხა.” ისინი ავღანეთშიც გამოიყენებოდა.”

გელა არაბული, რბევისას დაზარალებული, იხსენებს: “როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა.

მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები. მოშიმშილეები ისე იყვნენ დასუსტებულები, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ერთი ქალიშვილი დაეცა. წამოვაყენე. ამ დროს ერთმა დამიძახა: “ნიჩევო სებე, სვოლოჩ!” და დამარტყა.

ბუშლატის ქვეშ ჯავშანჟილეტი მეცვა. კვლავ მომაძახა იგივე სიტყვები და მითხრა: “ა, უ ტებია ბრონეჟილეტ?!” და ნიჩაბი ჩამარტყა. დავეცი, ისევ ავდექი. შევეცადე ის ქალიშვილი, როგორმე იქაურობას მომეშორებინა. ის მეხვეწებოდა, წყალი დამალევინეო. მოვახერხე, სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმეყვანა . არ ვიცი მისი ბედი, გვარიც არ მიკითხავს.”


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.