ხევსურები

Page 1

ხევსურები

ხევსურები

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 63


ხევსურეთი

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 65

ხევსურები

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ მებრძოლებს. მართალია, ხევსურები ასე მხოლოდ საზეიმო შემთხვევებისთვის იცვამდნენ, მაგრამ შუა საუკუნეები აქ მართლაც დიდხანს გაგრძელდა. სულ ცოტა ხნის წინ, ერთი მოხუცი მიყვებოდა, 1901 წელს ორ ხევსურულ სოფელს, შატილსა და გუროს შორის მომხდარი ომის ამბავს. ათენგენობის დღესასწაულზე საძოვრის გამო ჩამოვარდნილი დავა ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა, სადაც მრავალი დაიჭრა და შვიდი კაცი დაიღუპა. ამ ამბავს ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული შუღლი და სისხლის აღება მოჰყვა. იმ პირველ შეტაკებაში გუროელები უფრო დაზარალდნენო, – მითხრა მოხუცმა – შატილიონებს თოფებიც ჰქონდათ, გუროელებს კიდევ – მარტო ხმალ-ხანჯალიო. ხევსურეთი ძალიან თავისებური კუთხეა, მე მას კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეულ პოეტების ქვეყანას ვუწოდებ. ხევსურებს უყვართ და კარგადაც გამოსდით ლექსის თხზვა. აქაური სიმღერა არ გამოირჩევა მუსიკალობით და არც სჭირდება, რადგან მასში მთვარი პოეზიაა. ხევსური ფანდურს ან ბალალაიკას აიღებს, მეტი დამაჯერებლობისთვის ხმას დაიბოხებს, სიმებს ჩამოკრავს და იმღერებს სახელოვანი ან უსახელო ხევსური პოეტის, ანდაც სულაც საკუთარ ლექსს, რომელიც შეიძლება შედევრიც აღმოჩნდეს. სწორედ საუკუნეების მანძილზე ხალხური ლექსები და თაობიდან თაობას გადაცემული ზეპირი ამბები არის, თითქმის, ერთადერთი წყარო აქაური ისტორიისა, რადგან ხევსურეთში მატიანე არ იწერებოდა. ასე, ზეპირად ჩვენამდე მოვიდა მრავალი ბრძოლაში გამოჩენილი გმირის ან იღბლიანი მონადირის სახელი, მათ თავს ან მთელ ხევსურეთს გადამხდარი უამრავი ამბავი, რომელთაც ზუსტი გეოგრაფია აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ქრონოლოგია. დიდი ხნის წინ – გეტყვის ხევსური, და ეს დიდი ხანი შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამი საუკუნე. თარიღებს თითქოს დაკარგვია მნიშვნელობა და ეს თავისებური ხიბლია ამ უკვე მითად ქცეული ამბებისა. ხევსურები ზოგჯერ მაინც ხვდებოდნენ ნაწერ ისტორიაში და, როგორც წესი, ერთი და იმავე მიზეზით, როდესაც ძნელბედობის ჟამს საქართველოს ბარს ევლინებოდნენ მხსნელად.


ხევსურები

ასე მოხდა 1659 წელსაც, ხევსურების, თუშების და ფშავლების ლაშქარი მთიდან ჩამოშლილი ზვავივით დაატყდა თავს სპარსელებს და მათ მიერ ალაზნის ველზე ჩასახლებულ თურქმანებს. მათ ერთ დღეღამეში მთელი კახეთი გაწმინდეს დამპყრობხევსური ბალალაიკით ლებისგან. ისინი მართლაც საუკეთესო მებრძოლები იყვნენ – ხმლისა და ფარის ხმარებაში ბადალი არ ჰყავდათ. ყველაზე მეტად ხევსურები თავისუფლებას აფასებდნენ, არასოდეს ჰყოლიათ ფეოდალი და ბატონს თავიანთ სალოცავებს, ჯვარ-ხატებს უწოდებდნენ. ხევსურეთის უმნიშვნელოვანესი სალოცავი გუდანის ჯვარია, ხოლო ხევსურთა უმეტესობა – გუდანის ყმა. აქაურ თქმულებებში შემორჩენილია მთაში ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სტუმრობების ამბები. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ამ მეომარ მეფეს ლაშქრობებში მუდამ თან ახლდნენ ხევსური მებრძოლები. მისდამი ხევსურთა მოწიწებას და სიყვარულს, მეფის პირადი სიმამაცისა და სიქველის გარდა, სხვა ახსნაც აქვს – ერეკლე მეფე გუდანის ჯვარის ძმობილი ყოფილა. ის თურმე მარტო შედიოდა ხატში (სადაც შესვლის უფლება მხოლოდ ხუცესებს – რელიგიური კულტის მსახურებს ჰქონდათ) და იქიდან გუდანის ჯვრის დანაბარები გამოჰქონდა. ეტყობა, მეფე კარგად სარგებლობდა ხევსურთა რწმენით და მთიელებს საკუთარ ნება-სურვილს ხატის სახელით ახვევდა თავს. ხევსურეთში მითოსსაც ძალიან კონკრეტული გეოგრაფია აქვს. აქ და მეზობელ ფშავში მიგითითებენ ბოროტი არსებების – დევების და მათგან ადამიანთა გასათავისუფლებლად მიწაზე მოვლენილი ღვთაებების – ღვთისშვილების – ბრძოლის ველებს, მათ მიერ ბრძოლის დროს ნატყორცნ ლოდებს, მათი იარაღით ნაპობ კლდეებს. დედამიწაზე მძლეთამძლე მეომრების სახით მოვლენილი ღვთისშვილები ზეციური მნათობები, ვარსკვლავები არიან: იახსარი, კოპალა, პირქუში, ბერ-ბაადური, მათი უფროსი ძმა კვირია – ცისკრის ვარსკვლავი. მათი მიწიერი სამყოფელი ხევსურული და ფშაური ხატებია – მარტივი ფორმის სალოცავები, სადაც ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაულები, სრულდება რიტუალები, რომლებიც წარმართობის და ქრისტიანობის უცნაურ სინთეზს წარმოადგენს. იხარშება 66 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 67

ხევსურები

ლუდი, რომელიც ხევსურეთში ღვთიურ სასმელად მიიჩნევა და ღვთაებათა სადიდებლად დუღს, იკვლება უამრავი ცხვარ-ძროხა. ხევსურები თავიანთ ხატებს წყალობას შესთხოვენ. ეს კუთხე მართლაც სამოთხეა ეთნოგრაფებისა თუ ანთროპოლოგებისთვის. დღეს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად სრულდებოდეს რიტუალები, რომლებიც არქაულია და სათავეს წინაქრისტიანულ სამყაროდან იღებს. გარდაცვლილი მამაკაცის პატივსაცემად ხევსურები ყოველთვის აწყობენ დოღს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გულისშემძვრელი სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ქალების გოდება, ციცაბო გზებზე საგანგებოდ მოკაზმული უუნაგირო ცხენების ჭენება, ბევრი სასმელი, ლხინი და მიცვალებულისადმი მიძღვნილი ვაჟკაცური შეჯიბრი, რომლის მსგავსი პირველად „ილიადაში“ ჰომეროსს აქვს აღწერილი. გახსოვთ, პატროკლეს დასაფლავება, როდესაც აქილევსი დოღს მართავს და გამარჯვებულებს უხვად აჯილდოვებს. ხევსურულ დოღში გარდაცვლილის ცხენიც მონაწილეობს. მას სულის ცხენს უწოდებნ. მიცვალებულის სული სააქაოს სტოვებს, რომ უკეთეს სამყაროში გადაინაცვლოს. იქ მას პირველები ბიძები – დედის ძმები – ეგებებიან და გაშლილ სუფრასთან მასპინძლობენ. დღეს ხევსურეთი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი კუთხეა. ეს ტრაგიკული და თითქოს შეუქცევადი პროცესია. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საბჭოთა მთავრობამ ხევსურები იძულებით გადმოასახლა ბარში. უფრო გვიან მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მრავალი სოფელი უკვე მაშინ, სამუდამოდ იქცა ნასოფლარად. რაც მთავარია, ხევსურეთის სოფელი და იქაური მეურნეობა უკვე აღარ იყო თვითკმარი. აღარ დათესილა ხორბლეული – ხევსურთა დიდი ნაწილი სამუდამოდ დარჩა ბარში, ბევრმა კი სანახევროდ მომთაბარე ცხოვრების წესი აირჩია – საზაფხულოდ ოჯხებით და საქონლით მთაში ასვლა და საზამთროდ ბარში დაბრუნება. დღეს ხევსურეთში ხუთ-ექვსოჯახიანი დასახლება დიდ სოფლად ითვლება, ზოგიერთ სოფელში კი მხოლოდ თითო ოჯახი ან სულაც ერთი ჯიუტი ადამიანი ცხოვრობს, ათწლეულების მანძილზე რომ არ ტოვებს მამა-პაპისეულ ადგილს. ერთი ასეთი კაცი მიამბობდა: მთელი ზამთრის მანძილზე, საქონლის გარდა, ერთადერთ ცოცხალ არსებას მოვკარი თვალი – მელას, როსალოცავი უკანაფშავში


ხევსურები

მელმაც დაახლოებით ასიოდე ნაბიჯზე ჩემი სახლის თავზე გადაჭრა ფერდობი და იმის ნახვა ძალიან გამიხარდაო. ზამთარი ხევსურეთში ყველაზე დრამატული დროა – თეთრი მდუმარება, სიმარტოვე და გრძელი ღამეები გარე სამყაროდან მოწყვეტილ სოფლებში ან ნასოფლარებში. და თუკი ხდება რამე უბედურება, მშველელი არსაიდან ჩანს – ხევსურეთის უმეტეს ნაწილში მობილური ტელეფონიც კი არ იჭერს. ადრე გაზაფხულზე, სანამ მაღალი ბალახი ამოვა, კარგად მოჩანს ნასოფლარები, სახლების საძირკვლები. მაშინ ხვდები, რამხელა ყოფილა ის დასახლებები, სადაც ზამთარში მხოლოდ ერთი-ორი სახლიდან თუ გამოდის კვამლი. შემთხვევითი არ არის, რომ ხევსურები მკვიდრ მოსახლე ოჯახს კვალმს (სხვანაირად კომლს) უწოდებენ. ხევსურეთი ძალიან ლამაზია. ვიწრო, ციცაბო ხეობები, ალპური იალაღები, აქაურებისთვის ყველაზე სანატრელი ნანადირევის – ჯიხვის საბრძანებელი მიუვალი კლდეები და მწვერვალები, მუდამ ჩრდილოეთისკენ მომზირალი დეკით დაფარული ფერდობები და კავკასიონის უტყვი დარაჯებივით შემართული ხევსურული კოშკები და ციხე-სოფლები: კისტანი, ლებაისკარი, შატილი, მუცო... ამ მშრალი წყობით ნაშენ, ფიქლით გადახურულ ძეგლებს უნახავთ მრავალი ომი და უბედურება. ასეთივე კოშკები დგას უფრო ჩრდილოეთით – ხევსურთა ისტორიული მტრების, ჩეჩნების და ინგუშების მიწაზე. ამ ორ ხალხს ხევსურები კრებითი სახელით ქისტებად მოიხსენიებდნენ. ქისტების და ხევსურების ურთიერთობა დიდწილად სისხლით, ერთმანეთზე შურისძიებით და საქონლის დატაცებით იწერებოდა, მაგრამ ეს მთის მკაცრი კანონებით აღზრდილი, ერთნაირი ფასეულობათა

ხევსური ჯირითობისას

68 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


სისტემის მქონე ორი ტომის ურთიერთობაცაა, რომელშიც ერთმანეთის პატივისცემასაც იმდენივე ადგილი ეკავა, რამდენიც მტრობასა და შუღლს. ხევსურეთის მთავარი სიმდიდრე მაინც აქაური ხალხია, სტუმართმოყვარე, ამაყი ადამიანები, შვილებს სულ მცირე ასაკიდან როგორც დიდებს ისე ეპყრობიან და ბარში ჩასახლებულებიც საკუთარი მთის კანონების ერთგულნი რჩებიან. ამ საინტერესო ხალხის ბარში გადასახლების პროცესი დღესაც გრძელდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. ეს ეროვნული ტრაგედიაა. ხევსურების გარეშე ხევსურეთისგან მხოლოდ ლამაზი ადგილი დარჩება – მართალია, ძალიან ლამაზი, მაგრამ ცარიელი და უშინაარსო.

ხევსურების ისტორია ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული: „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის ერთ მტკაველიც, შეგიძულა და უკვდავგყო. სევდამც მაგხვდების, ზურაბო, დაგლევდამც სისხლის წყალია...“ ხევსურები უძველესი დროიდან ქართლის მეფეებისგან გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან და მათ ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა და სამეფო ლაშქარში გასვლა. მებრძოლი ბუნების ხევსურებს ქვეყნის მთიანი მხარე ეჭირათ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, იცავდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 69

ხევსურები

მუცოს კოშკი


ხევსურები

საზღვარს და ომიანობის ჟამს კარგად შეიარაღებული ჯარი გამოჰყავდათ. მათ მუდმივად სამამაცო საქმეებზე და ბრძოლაზე ეჭირათ თვალი, ოღონდ კი ომიანობის ხმისთვის ყური მოეკრათ, მიწას თავს მაბლოს უკანასკნელი ინებებდნენ და იარაღს სოფელ მაცხოვრებელი აიღებდნენ ხელში. შინაური თუ გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე ხევსურებს აიძულებდათ უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე ვიდრე მეურნეობაზე. მათთვის განუყრელი იყო ფარ-ხმალი, ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყვნენ სალაშქროდ. ხევსურისთვის მიუღებელი იყო ყველაფერი რაც იარაღს, ომს, ნადირობას არ ეხებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო ხევსური სიცოცხლეს სიცოცხლედ არ მიიჩნევდა. პირადი იარაღი, ვაჟკაცობა, მეგობრობა და თავისუფლების სიყვარული იყო ლაზათი მისი არსებობისა, მისი პოეზია, ლხინი და ვნება. თავად ხევსურთა საცხოვრებელიც ძველ დროს კარგად განლაგებულ ციხე-კოშკებს წარმოადგენდა. თვით ეთნონიმი-ხევსური და ტოპონიმი-ხევსურეთი წერილობით წყაროებში მხოლოდ მე-15 საუკუნიდან გვხვდება. ხევსურეთი ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ისტორიული ფხოვის შემადგენლობაში შედიოდა. ფხოვი წარმოადგენდა ქართველი (დღევანდელი ხევსურები, ფშავლები და თუშები), ვეინახური და დაღესტნური მთიელი ტომების გაერთიანებას. ამ გაერთიანებაში მთავარ ძალას, როგორც ჩანს ხევსურები წარმოადგენდნენ. თვით გაერთიანების სახელი – „ფხოვი“, ხევსურების ქისტური სახელწოდებიდან უნდა მომდინარეობდეს. ქისტები (ინგუშები) დღესაც, მხოლოდ, ხევსურებს უწოდებენ „ფხია“-ს ანდა „ფხიე“-ს. როდესაც რომაელმა სარდალმა პომპეუსი (ძვ.წ. I ს) მცხეთა გამოიარა და ჯარით არაგვის ხეობაში შევიდა, ფხოველების( ხევსურები და ფშავლები) მცირე რაზმმა მათ გზა შეუკრა. პომპეუსს გაუკვირდა მათი გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა, ვინ ხართ, მეფე გყავთ თუ არაო. ფხოველებმა უპასუხეს, რომ თვით მეფისგან არიან ისინი დაყენებული მეფის კარის მცველად. როგორ იომებდით რომ მომესია ჩემი ჯარი თქვენთვისო? – ჰკითხავდა პომპეუსი. მაშინ ფხოველებმა ამოიღეს მახვილები, იფარეს ფარები და აჩვენეს სანახაობა. პომპეუსი გაკვირვებული დარჩა მათი საომარი აღჭურვილობით, ოსტატობით, იარაღის ხმარებით. მან დაასაჩუქრა გაბედული 70 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 71

ხევსურები

მთიელები, თავისუფლება აღუთქვა და გაისტუმრა მშვიდობით. ფხოვის, ამ ისტორიულადმინისტრაციული ერთე­ უ­ლ­ის არსებობის შესახებ საუბარია „მოქცევაი ქა­რ­თ­ლი­საი-“ში. საქართვე­ლოს განმანათლებელმა წმ. ნინომ ქართლის სამეფო კახევსურები რის მოქცევის შემდეგ (337 წ.), მეფე მირიანის თხოვნით, ქრისტეს რჯული უქადაგა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიში მცხოვრებ მოსახლეობას. დასახელებულ ტომებს შორის მოხსენებულნი არიან ფხოველნი. ფხოვი ადრე შუა საუკუნეებში ემორჩილებოდა ქართლის სამეფო კარს და მის დომენს წარმოადგენდა. მე-11 საუკუნის დასაწყისიდან ის უკვე კახეთის საქორეპისკოპოსოს შემადგენლობაშია. ქართულ წერილობით წყაროებში ფხოვის ხსენება აღარ გვხვდება 1213 წლის შემდეგ. ამ დროს ფხოვი აუჯანყდა საქართველოს სამეფო კარს, რისთვისაც სათანადოდ დასაჯეს ამ კუთხის მოსახლეობა. სამწუხაროდ ქართული ისტორიოგრაფიისათვის დრემდე არაფერია ცნობილი ფხოველთა აჯანყების ნამდვილი მიზეზების შესახებ. ასევე გაუგებარია რატომ ქრება ისტორიიდან ფხოვის და ფხოველთა ხსენება. მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფხოვის ტერიტორიაზე ხევსურები და ფშავლები მოიხსენიებიან. ფშავ-ხევსურეთი გვიან შუა საუკუნეებშიც მხოლოდ კახეთის სამეფო კარს მორჩილებდა და მის სახასოს წარმოადგენდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხევსურეთის მოსახლეობისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობას, ვინაიდან ეს კუთხე მუდამ დარაჯობდა ჩრდილოეთის საზღვარს, საიდანაც კახეთის სამეფოსა და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს მუდმივად ემუქრებოდა მტრის საფრთხე. საქართველოს მეფეებს ჰყავდათ ხევსურებისაგან შემდგარი ამალა. ისინი მეფის ლაშქარში საკუთარი, გუდანის ჯვრის სალაშქრო დროშით გადიოდნენ, მეწინავე გვარდიას შეადგენდნენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ ხევსურებს ჰქონდათ ნება ნადავლიდან საუკეთესო იარაღი აერჩიათ. მათ ხელისუფლებისგან ბარში ბოძებული მამულები, სიგელები და სხვა რიგის ჯილდოები ნაკლებად იზიდავდა – იარაღი და მთაში თავისუფლად ცხოვრება ერჩივნათ. ხევსურეთი და ხევსურები მეფის გარდა არავის მორჩილებდნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში (1618-1629), არაგვის საერისთავოს გაძლიერებული ფეოდალური სახლი, მამა-შვილი ნუგზარ


და ზურაბ ერსთავები შეეცადნენ მთის სხვა კუთხეებთან ერთად ხევსურეთიც დაეპყროთ და თავის მოხარკედ ექციათ. ხევსურებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავგასულ ფეოდალებს და სასტიკი მარცხი აგემეს. სხვათა შორის, კახეთის მეფე თეიმურაზ I ზურაბ არაგვის ერისთავს, მის მოკვლამდე, ფშავ–ხევსურეთში ლაშქრობასაც ახსენებდა და სახასო საკუთრების მიტაცების მცდელობისათვის ადანაშაულებდა. საუკუნეების განმავლობაში ხევსურები მამაცურად ებრძოდნენ ირანელებს, ბიზანტიელებს, ხვარაზმელებს, მონღოლებს, ხაზარებს, არაბებს, ოსმალებს და სხვა დამპყრობლებს. საკმარისი იყო მტერი არაგვის ხეობაში გამოჩენილიყო, რომ თავისუფლების მოყვარე მთიელები თავს ესხმოდნენ და მუსრს ავლებდნენ. მტრის ბანაკში მყოფი გაღმა მხრისანი იხსენებენ: „ხევსურები ფეხზე მდგომები გვესროდნენ და თანაც გაუმცდარად, დაჭრილებს მეორედ აღარ ურტყამდნენ, პირიქით, ადგომაში ეხმარებოდნენ...“ ხევსურები განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს. მეფეს თავის ამალაში მუდმივად თან ახლდა ხევსურთა შვიდკაციანი რაზმი. ხევსურები მონაწილეობდნენ ერეკლე მეფის მიერ გადახდილ ყველა ბრძოლაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1795 წ-ს კრწანისის ომში ხევსურთა მონაწილეობა. 300-მა არაგველმა ფიცი დადო, რომ უკან არ დაიხევდნენ და სპარსელთა 35 000-იან ჯარს შეებრძოლნენ. მართლაც ბრძოლის ველიდან არც ერთი არ გასულა და ყველანი გმირულად დაიხოცნენ. 300 თავდადებული არაგველის სახელს ატარებს ქ. თბილისის ერთ-ერთი მეტროპოლიტენის სადგური. დედაქალაქში მათი ხსოვნის მემორიალია აშენებული, ხოლო ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. საქართველოში ცარისტული რუსეთის შემოსვლის შემდეგ ხევსურები არ შეეგუენ კოლონიზატორულ პოლიტიკას და ორი დიდი აჯანყება მოაწყვეს 1813 და 1923 წლებში. ამ აჯანყებებს ალექსანდრე ბატონიშვილი და ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდნენ. რუსეთის არმიამ ხევსურები დაამარცხა, დაანგრია და გადაწვა ციხე-კოშკები და სოფლები.

ხევსურები

ხევსურები

72 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


ხევსური ეროვნული გმირები

მუცო – თორღვას სოფელი კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 73

ხევსურები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა მთქმელებმა ის მითოლოგიურ გმირად და ღვთაებად წარმოსახეს. გადმოცემით მას დაბადებიდან ბეჭებზე მზე, მთვარე და ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რაც ძლიერებისა და ღვთიურობის ნიშანი იყო. XVII ს-ის პირველ ნახევარში აღზევებულმა არაგვის ერისთავებმა მოინდომეს თავისუფალი ხევსურეთის დამორჩილება. სისხლიანი ბრძოლები, რომელიც ათ წელზე მეტი გრძელდებოდა, ხევსურთა გამარჯვებით დამთავრდა. ამ ბრძოლებში თავი ისახელეს ხირჩლა ბაბურაულმა (არაბული), მარტია მისურაულმა (გოგოჭური), ბერდია მამუკაურმა (გიგაური), მამუკა ქალუნდაურმა (გოგოჭური)... არაგვის ერისთავების წინააღმდეგ მებრძოლ მამუკა ქალუნდაურს გადმოცემით ღვთიური ნიშანი, სინათლის სხივი დაჰყვებოდა და სასწაულმოქმედი მახვილი ჰქონდა, რომელიც ქარქაშიდან თავისით ამოიწევდა და პატრონს ბრძოლის ნიშანს აძ-


ხევსურები

ლევდა. ქალუნდაურმა დაამარცხა ერისთვი და ნიშნად სოფელ გუდანთან ახლოს, ბეგენგორზე ქვის ძეგლი-სიმბოლო ჩადგა, რომელიც დღემდე შემორჩა. მომხვდურების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ მანდილოსნებიც, რომელთაგან გამოირჩევიან ბუბა ბასილაური და თამარულ ჭინჭარაული. ხევსურეთის სოფლებს მოულოდნელად თავს დაესხა ლეკების მარბიელი ლაშქარი. მოსახლეობა ციხე-კოშკებში გამაგრდა, იქიდან უწევდა წინააღმდეგობას მტერს. თამარულმა კოშკში შესვლა ვერ მოასწრო და საცხოვრებელ სახლში გამაგრდა. უთანასწორო ბრძოლაში მან შუბით შვიდი მომხვდური მოკლა. ამ გმირობის აღსანიშნავად თამარულისადმი მიძღვნილი საგანგებო რიტუალი იმართებოდა გუდანის ჯვარში. ბუბა ბასილაურმა მამის ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა, იარაღი აისხა და ცხენზე ამხედრებული შეება მტერს. მტერმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ქალი ებრძოდა, როდესაც ცხენიდან ჩამოვარდნილ ბუბას მუზარადი თვიდან მოსძვრა და თმები ჩამოეშალა. ახვერდი მაჰმადის მრავალრცხოვანი ლაშქრის დამარცხების ნიშნად, შატილის ერთ-ერთ კოშკს ასეთი წარწერა ამშვენებს: „უმაღლესისა ბრძანებისაებრ ჯილდოს შატილელთად დამარცხებისათვის ახვერდი მაჰმედისა და მისთა შეყრილთა ჯართასა. 1843 წ.“ ამ ბრძოლის დროს მტრისგან ნასროლი ტყვია ციხის სარკმლის კედელმა აისხლიტა და აკვანში მწოლიარე ბავშვს მოხვდა. ბავშვის დედამ სისხლი შეამჩნია და აკვანს გადააფარა, თვითონ კი ქმრისთვის ტყვია-წამლის მიწოდება გააგრძელა. ბრძოლა დამთავრდა, ქმარმა იკითხა: რამდენ ხანს დაეძინა პატარას, რატომ არ იღვიძებსო და ცოლმა: ის ვერასოდეს ვეღარ გაიღვიძებსო... ცოლმა ქმარს შვილის სიკვდილი დაუმალა, რათა არ აღელვებულიყო და მტრისთვის ტყვია არ აეცდინა... ასეთი მომთმენი იყო ხევსურის ქალი.

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების ბრძოლა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა,

74 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 75

ხევსურები

შატილელები

ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, ასურული ტიპის ჯაჭვის პერანგები, ხეთური მცირე ზომის მრგვალი ხევსურული ფარები, რომელთაც შავად ღებავდნენ, რათა მთვარის შუქზე უხილავი ყოფილიყო. XII ს-ში ხევსურეთში მოღვაწეობდა თოფებისა და ხმლების ცნობილი მჭედელი სამნა ბურდული, რომელსაც არაგვის ფეოდალებმა თავი მოჰკვეთეს. პოპულარული იყო XIV-XVII სს. იტალიელი ოსტატების ანდრეა და პიერ ფერარების გაჭედილი ხმლის პირები. ხევსურები თავიანთ იარ­ აღს ლამაზად ამკობდნენ ვერცხლისა და თითბერის ფირფიტებით, არქმევდნენ სახელებს, თხზავდნენ მასზე ლეგენდებს და მემკვიდრეობით გადასცემდნენ შთამომავლობას. თოფების სახეობა: ისტახევსური მეთოფე მული (თურქული), ხირიმი (ყი-


ხევსურები

ხმალი, ფარი და ფანდური

რიმული), მაჟარი (უნგრული), სიათა (ფრანგული)... ტყვიასა და თოფის წამალს ხევსურეთში ამზადებდნენ. ხმლების სახეობა: (პოპულარული იყო ვადაჯვრიანი, სწორპირიანი ხმლები) ხევსურული „ფრანგულა“, დავითფერული, დედალ-ფრანგული, (გერმანული და ავსტრიული), მამალ-ფრანგული (იტალიური), დედალ-მისრული (დამასკო-

ური), ხოროსნული... ხანჯლების სახეობა: შამხალი, თარღო, ლეკური, ქისტური... საბრძოლო სათითეები: (ცე­რა თითზე სატარებელი და­საჩხვლეტი და დასაჭრელი საცერული.) ღაჯია, ლესულა, ხვეული. ხევსური ადამიანი გამორჩეულად პატივისცემით ეპყრობოდა ტყვეს: მაგას ტყვეობაც ეყოფა შეურაცხყოფადო... ერთ-ერთ ტყვედაყვანილ ქისტს, რომელსაც ფეხშიშველს მოუწევს დატყვევება, ახალგაზრდა ხევსური ლეკო თავის ბანდულებს სთავაზობს: „ჩაიცვიო!“ ჰასანი შორს დაიჭერს, როგორც დამიჭირეთ, ისე წამიყვანეთო, – შენ ამ გზას არ იცნობ, ფეხშიშველს ძალიან გაგიჭირდებაო... შენ არ გაგიჭირდებაო? – მე ობლობით გაზრდილი ვარ, ნახევარზე ფეხსაცმელი არც კი მცმია, ნუ გეშინია, მე არ გამიჭირდებაო... ჰასანი იცმევს ბანდულებს... ლეკო მთელი კვირა გარეთ არ გამოსულა სახლიდან. მას ცხელი დუმით უპოხავდნენ დაჭრილ-დაშაშრულ ფეხისგულებს...

დიპლომატია ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოჰქონდა შესაბამისი განაჩენი. ხელმძღვანელობდნენ ზეპირი, წერილობით გაუფორმებელი იურიდიული კოდექსით. ისჯებოდა ყველა, ვინც დად- მხედარი გენილ ნორმებს უპასუ- როშკადან 76 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 77

ხევსურები

ხისმგებლოდ მოეკიდებოდა და Eტიკისა თუ მორალის მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებდა... ვინაიდან ხევსურებს გამუდმებული სამტრო-სამეგობრო ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათ ბრძოლის თანამედროვე შორის ხშირად ჩნებოდა მწვავე წარმოდგენა კონფლიქტები. შურისძიებას საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და წლობით გრძელდებოდა ურთიერთდევნა და სისხლისღვრა. სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო გონიერი, წინდახედული, შორსმჭვრეტელი პირების აქტიურობა. რამდენიმე კაცისგან შემდგარი „დელეგაცია“, ე.წ. „კაც-შუაკაცი“ იღებდა პასუხისმგებლობას და სათათბიროდ მტრის სოფელ-ქვეყანაში ანდა სასაზღვრო ადგილზე მიდიოდა. მთიელები პატივს სცემდნენ სტუმარს, თუნდაც ის მათი მოსისხლე მტერი ყოფილიყო. იმართებოდა თათბირი, რაც ხანდახან რამდენიმე დღეს გასტანდა ხოლმე და, არცთუ იშვიათად, სასურველი შედეგით, შერიგებით და ზავით მთავრდებოდა. მტრობასა და უნდობლობაზე კეთილგონიერება იმარჯვებდა და კვლავ ახლდებოდა ერთურთის მიწაწყალზე მიმოსვლა. თავმომწონე ხევსური ახალგაზრდა სისხლის ასაღებად მიდის ქისტეთში. გადაივლის მთას, გაივლის ხევ-ხუვებსა და მიუახლოვდება მტრის აულს. ხელისგულივით უჩ­ანს მოსისხლეთა სამო­სახლო... მაგრამ ეს რა ხდება?! მთელ აულს ხიზრის ბანზე მოუყრია თავი. გაბმული მიდ-მოდენა და გნიასია. უცებ შეუდარებელი ქისტური საცეკვაო მელოდია აჟღერდება გარმონზე... ხიზირის უმცროსი დის ქორწილი აქვს... საცეკვაოში ელვასავით შეიჭრება ხიზირი, ცერებზე დგება და ირიბად მკლავგაშლილი არწივგოგოელი ქისტი არწივივით დამზერს ზემოდან წრეზე წასულ ტანწერწეტ ასულს. მატულობს ტაში. „ჰაი, ჰატ, მარჯაჰ!“ ისმის მოწონების შეძახილები... ხევსურ მეფელეს (მკვლელს) ნიშანში ჰყავს ამოღებული ხიზირი. სასხლეტზე ერთი თითის გამოკვრა და ჟამკარი აირევა... გახელებით ცეკვავს ნიშანში ამოღებული ქისტი... ხევსური თოფს დაბლა დაუშვებს და პირს სამშობლოსკენ იბრუნებს. სოფელში მისულს მთელი სოფელი მიეგებება და ამბავს ჰკითხავენ. ისიც უამბობს... – რად არ მახვალ? რისხვას ვერ მალავენ ბერ-ახალნი.


– რო მამეკალ, ისეთ ქისტურს ვინაღ ითამაშებდა! (იცეკვებდა) გაუბზარავ პასუხს უბრუნებს თვისტომი ხევსური. ხევსურეთში ერთ-ერთი უძველესი წეს-ჩვეულება იყო სისხლის აღება, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში წესი არ აღსრულდებოდა. მაგალითად: „მოსისხლეებმა მას თავი მიანებეს არა გველის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი მოკვლით იხურებოდა ჩვენი, ჯალაბაურთ, მთაში განთქმული შთამომავლობა...“ მოსისხლეების სულგრძელობა! „ხევსურის ბუნება ვერავითარ შემთხვევაში სილაჩრეს ვერ ეგუება. მაგრამ ამასთანავე ერთად, მას ზედმიწევნით კარგად აქვს შეთვისებული პიროვნების ღირსება და ამიტომ იგი მუდამ დაჯაბნებულის, დამცირებულის, თავმოყვარეობაშელახული ადამიანის მხარეზე დგას, თუნდაც ის მოსისხლე მტერი იყოს მისი“. გიორგი თედორაძე

ხევსურები

მეომრები

ამღიონმა გამიხარდიმ წინხადულ მიხეილს დაუბარა: „სუდარა უბით ატარეო“. ეს ხატოვნად შეთვლაა მტრობისა („მტრობის ბარება“), ჩვეულებრივ კი ასე უთვლიდნენ: „მზას იყავ, მე მზას ორ იარაღნ თან იქონიენი!“-ო. რაც შეეხება სისხლ-მესისხლეობას. უნდა შევნიშნოთ, რომ მთის სისხლ-მესისხლეობის ამბავი არასწორად, არაობიექტურად აისახა როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრულ ლიტერატურაშიც. შესაძლოა, ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ეს ადათი ეგზოტიკური და კოლორიტულია. ფაქტობრივად, თავის დროზე ეს ადათი ხელს უწყობდა მთაში სიკვდილიანობის შემცირებას. ადამიანებს აჩვევდა ერთმანეთის მიმართ ზომიერებას სიტყვასა თუ საქმეში, აჩვევდა იარაღის ხმარებას – მძიმე ჭრილობების მიმყენებელი მხდალი იყო და მოუქნელი... ამიტომ, რაც უნდა პარადოქსულად ეჩვენოს მკითხველს ეს აზრი, შურისძიების ადათს თავის დროზე დადებითი როლი აქვს შესრულებული. ალექსი ჭინჭარაული „როცა ხევსურებს უცქერ, ნაჭდევებით სახეზე და ტანზე, მუდამ იარაღასხმულთ და მზადმყოფთ შეტევისათვის, გგონია, სისხლი სწყურიათ მათ მხოლოდ. მაგრამ ეს ასე არ არის, არავის ეშინია სისხლის დაღვრისა ისე, როგორც ხევსურს: არც ერთ 78 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


ხალხს, არც ერთ ტომს. მკვლელს ხევსურეთში „ლაჩარის“ სახელით სდაღავენ, გმირი მათთვის ის მორკინალი კი არაა, ვინც სახიფათოდ დასჭრის მოპირდაპირეს. ჭრილობა კანის გაკაწვრა უნდა იყოს მხოლოდ, თვით გაავებულ შებმაშიაც კი – აი, უტყუარი ნიშანი ხევსურეთის ნამდვილი ვაჟკაცობისა“. გრიგოლ რობაქიძე

მიგრაცია

ციხე-კოშკები

ლებაისკარი

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ საცხოვრებელ ნაგებობებში

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 79

ხევსურები

ისტორიის განმავლობაში ხევსურებს არაერთხელ მოუწიათ გადასახლება. ჯერ კიდევ IV საუკუნეში, როდესაც წმ. ნინომ ქართლის სამეფოს წარმომადგენლები გაგზავნა იმისთვის, რომ წარმართული მოსახლეობა მოექციათ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ჟამთააღმწერლის ცნობით, „ფხოველებმა დატოვეს სამშობლო და გადავიდნენ თუშეთში“. ეს იყო ხევსურების იძულებითი ნაბიჯი, რათა თავიდან აეცილებინათ საკუთარი რწმენის უარყოფა. XVII-XVIII საუკენეებში ხევსურები იძულებით გადასახლდნენ ერწო-თიანეთში, დუშეთში, ხევში, ქსნის ხეობასა და მთიულეთგუდამაყარში. XX საუკუნის დასაწყისში მათი გადასახალება ბარში, შირაქის (ამჟამად დედოფლისწყაროს რაიონი) ახალ დასახლებებში განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. ასევე 1950 წელს ბევრი მაღალმთიანი სოფელი დაიცალა სამგორის ხეობის უწყლო, უნაყოფო მიწებზე სავადებულო გადასახლების შედეგად, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით მოხდა ყოველგვერი ახსნა-განმარტების გარეშე. ასევე სოფლების დატოვების მიზეზები უნდა ყოფილიყო სახნავი მიწის ნაკლებობა და მკაცრი ბუნებრივი პირობები. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ხევსურისთვის კიდევ უფრო გაართულა ოჯახის შენახვა და ამიტომაც კახეთის ნაყოფიერი დაბლობი იქცა მათ ერთადერთ ნუგეშად.


ხევსურები

პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს... ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით ერთურთს მიყრდნობილი ქვითკირების ხილვა ღრმა, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანში. ანონიმი დამგეგმარებლების, ძველი ტერმინოლოგიით „ქვითხუროთა მოძღუართა“ მიერ ხორცშესხმულ ციხე-სოფლის ჟანგიან კედლებს ის შრეული ეპოქებიც ცხადად ახსოვთ, როცა თოფისა და ტყვია-წამლის ნაცვლად, ადგილზე ნაჭედი ხმალი და პრიმიტიული მშვილდ-ისარი იყო თავმოყვარე მთიელების უმთავრესი საომარი იარაღი. ძველო დრო მაშინ ყოფილა, მშვილდნი რო სჭექდეს რქისანი, ეყარა ციხის კარებში ნალეწნი ფრანგულისანი... ციხე-სიმაგრეების ასაშენებლად, სტრატეგიული თვალსაზრისით გამართლებულ, ვარგის, ხელსაყრელ ადგილებს არჩევდნენ. უბზარო, მტკიცე ბალავარი იყო გარანტი იმისა, რომ თავდაცვითი ფუნქციის მატარებელი ობიექტის ამტანობაზე, გამძლეობაზე, დიდ სამომავლო პერსპექტივასა და დღეგრძელობაზე ეფიქრათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ციხე-კოშკებს ადგილობრივ ოსტატებთან ერთად, ჩრდილოკავკასიელი ქვითაუღებელი შატილი

80 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


არდოტი – ციხე-სოფელი მიღმახევი კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 81

ხევსურები

ხუროებიც აშენებდნენ. მათ ჯალამბარის გამოყენებით ქვების მაღლა აზიდვისა და ტანსწორი კედლების აგების დიდი გამოცდილება ჰქონდათ და თავიანთ პრაქტიკულ ცოდნას მეზობელი ტომების ტერიტორიებზეც იყენებდნენ. ქვითხუროთა ინდივიდუალობა, ხელწერა, შემოქმედებითი ნიჭი და თავისთავადობა დასრულებული ნაგებობის გარეგან სახეზე აღიბეჭდებოდა. „ისეთა ხელოსან აგებდა, რო ერთ დღესაც დილაღამიანად გასულივ შებინდებისას ჩამახდავ ციხეზეითავ, ფეხონს მიუახლოვდავ, მფარგვერდზე შამაწვავ და თქვაევ ამაქშენითავ: „უუჰავ, დღესავ ციხეივ სამ ქვეით მეტ იქნავ“... ე.ი. მთელი დღის განმავლობაში სამ ქვას დებდა თურმე... ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მთიან კუთხეებში, ციხე-კოშკების რაოდენობა მათი პრაგმატული საჭიროებით განისაზღვრებოდა. ნაგებობის სტრატეგიული დატვირთვა სასაზღვრო ტერიტორიების დაცვასა და გამაგრებაშიც მდგომარეობდა. რაც უფრო ხშირი იყო მოლოდინი მტრის შემოსევისა, მით მეტი თავშესაფრის აგება უწევდა ამა თუ იმ ხეობას, თემს, სოფელს. ხევსურეთში ამ მხრივ აღსანიშნავია, „მიღმახევის“ სახელწოდებით ცნობილი ადგილი, სადაც რამდენიმე სოფელი (დღეს უკვე ნასოფლარები) ირიცხებოდა. მთის კლდოვან ფერდობებზე გაშენებული საცხოვრისები შორიდან ისე მოჩანდა, როგორც შუა საუკუნეთა კოშკების მკაცრი კომპლექსი. განსაკუთრებული არქიტეტურული წყობით, სამშენებლო ხელოვნებით და შეუვალობით გამოირჩევა მუცო. ეს გახლავთ საომარი კოშკების, საცხოვრებელი ქვითკირების, საკულტო ძეგლებისა და სამკვდრო აკლდამების განსაცვიფრებელი ერ-


ხევსურები

თიანობა, ჟამთა სიავეში გალავანმოშლილი ხელთუქმნელი ჰარმონია, რომლის სიდიადე მისი გაცნობის ყოველმა მსურველმა უშუალოდ უნდა ნახოს და განიცადოს (სიტყვა სუსტი და უძლურია ამ სწორუპოვარი ისტორიული ნამოსახლარის დასახასიათებლად!). შატილისკენ მიმავალი მგზავრის მზერას უსათუოდ დაამახსოვრდება ლებაისკარის, კისტანისა და ქაჩუს ციხე-სიმაგრეები. თითოეულ მათგანთან დაკავშირებულია ჰეროიკული სულისკვეთების ამბები, ხალხური ლექსები და ფანტასტიკური დეტალებით გამდიდრებული გადმოცემები.… ორიოდე ნიშანდობლივი ფრაგმენტი ხევსურული ხალხური პოეზიიდან: ნისლ ძესა ლებაისკარსა სუ მუდამ აუყრელადა, აბაშას ტანზე ჯაჭვ სცვავა სუ მუდამ წაუყრელადა. კისტანს მოვიდა ლაშქარი ლეკისა ახვაისაო, აბულეთაურთ ციხესა, კარი არ შახსნან ხისაო... ციხე-სიმაგრე, სიმბოლური გააზრებით ცისა და მიწის დამაკავშირებელია. მითოსური გაგებით ის სამყაროს კოსმიური საყრდენია. ციხის შუამავლური მისიის მითოლოგიური კონცეფციის თვალსაჩინო გამოხატულებაა პოეტური თქმულების შესანიშნავი ნიმუში „შურის ციხე“. ლექსი ასე იწყება: კვირაე დაღამებადა მთას გადავიდეს მზენია, გაწირეს შურის ციხეი, საცა სიმაგრე ძველია, ხმალას რო მდგარან ციხენი, ცას მიზდენია წვერია, ციხე ყოფილა ცხრათვალი, დახედულ მშვენიერია...

კისტანის კოშკი

82 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


მეურნეობა ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომაც ხევსურეთის სოფლებში მუდამ მწვავედ იდგა ბართან ეკონომიკური კავშირის აუცილებლობის საკითხი. პურის მომარაგების პრობლემის კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 83

ხევსურები

ალვისხის წვერზე მიბმული ცხრაკეცი შიბით ხმალას ციხე ზეცასთან ამყარებდა უხილავ კავშირს. ამ შიბზე ანგელოზები სხდებოდნენ და წვრილ ხმაზე გალობდნენ. და როცა შინაურმა მოღალატემ შემოსეულ მტერს ციხის გვერდზე მდგარი მირონმდინარი ალვის ხის მოჭრის საიდუმლო გაანდო და მუხანათურმა ცდამ შედეგი გამოიღო: შუბ გაწყდა, ცისკე წავიდა, წიოდა, როგორც გველია... ლექსში, „შურის ციხე“ მთის თეოკრატიული მმართველობის თანდათანობის მოშლის აპოკალიფსური პროცესია აღბეჭდილი. საბრძოლო კოშკები – მთის მოსახლეობის ყოფითი სინამდვილის ორგანული ატრიბუტები – დროის დინების კვალდაკვალ კარგავდნენ თავიანთ რეალურ ფუნქციას და მნახველის მიერ რელიეფის არქიტექტურულ „სამკაულებად“, სამშენებლო ხელოვნების საკვირველ ნიმუშებად აღიქმებოდნენ. ხოლო იმ დროს, როცა მიუვალ კლდეებსა თუ მთა-გორებზე, სულწუხი ხეობების შესასვლელებსა თუ მზისგან დამწვარ ზეგნებზე სათვალთვალო კოშკები შენდებოდა, ხუროთმოძღვრების ამ ძვალმაგარ ძეგლებს სრულიად, ყოფითი, არაესთეტიკური, საჭიროებითი დანიშნულება ჰქონდათ... ხევსურეთის მიწა-წყალზე დღემდე მდგარ თუ გაბზარულ, ანდა უკვე ჩამოშლილ სიმაგრეებს შორის თავიანთი საკრალური ისტორიებით და უჩვეულო თავგადასავლებით იქცევენ ყურადღებას ფერაულთა ციხე ხახმატში, შუქიაურის ციხე ახიელაში („ახიელ თეთრსა ციხესა ჩარდახი ჩამასდისაო...“) და თინიბექაის ციხე ბაცალიგოში („თინიბექ, შენსა ციხესა მარჯვენა კუთხე ჰსქდებაო...“). საისტორიო თემატიკის ხევსურულ პოეზიასა თუ ეთნგრაფიულ წყაროებში ციხე-კოშკი სიუჟეტის ისეთივე სრულფასოვანი პერსონაჟია, როგორც კაი ყმა, მისი მცველი და პატრონი, ვინც იმისთვის გაუჩენია უფალს, რომ ხალხს ემსახუროს და მტერსაც წარბშეუხრელად შეაკვდეს, თუკი სამშობლომ დაისაჭიროვა.


ხევსურები

გადაწყვეტა დედაქალაქისა თუ ბარის რაიონების გარეშე შეუძლებელი იყო. ხევსურული ოჯახის დოვლათის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენდა. რძის პროდუქტების რეალიძროხები ჯუთას საძოვრებზე ზაციის გზით იძენდნენ მარცვლეულს, მარილს, ღვინოს, ჭურჭელს, სამუშაო იარაღებს. და ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია ხევსურული ძროხის ადგილი და მნიშვნელობა ისტორიული ფხოვის ყოფა-ცხოვრებაში. ხევსურული ძროხა ტანად პატარაა, ამტანია და ზამთარში ადვილად გამოსაკვები. არის კარგი მეწველი. ხასიათდება რძის მაღალცხიმიანობით. იოლად ეგუება მთის ურთულეს რელიეფსა და მკაცრ კლიმატურ პირობებს. მსხვილფეხა პირუტყვთან შედარებით, ხევსურეთში ყოველთვის ნაკლები იყო ცხვრის რაოდენობა. ეს აიხსნება იმ მიზეზით, რომ სიშორისა და სახიფათო გზების გამო ვერ ხერხდებოდა საზამთრო საძოვრებზე თეთრი „ქარავნების“ გადარეკვა. ჰყავდათ იმდენი სული ცხვარი, რამდენის შენახვა და გამოკვებაც ბაგაზე თუ სოფლის საძოვრებზე შეიძლებოდა. ცხვრის სადგომი, ანუ ფარეხი მსხვილფეხა საქონლის გომურის გამმიჯნავად იყო მოწყობილი. საერთოდ, ტიპიური ხევსურული სახლის არიქტექტურა ისე იყო გადაწყვეტილი, რომ ადამიანსაც მყუდროდ ეგრძნო თავი და პირუტყვსაც. მიწური, ბანიანი სახლის პირველ „თვალში“ , ანუ სართულზე ყვერფ-კერა, ჯალაბი და საქონელი იყო განთავსებული მეორე თვალი ე.წ. „ჭერხო“ მამაკაცების საცხოვრისად იყო განკუთვნილი, ხოლო მესამე სართული ეთმობოდა კალოს, სადაც მარცვლეული თევზაობა ანდაკის მდინარეში ილეწებოდა და ინახებოდა. გაზაფხულზე, ყანები რომ მოიხვნებოდა და დაითესებოდა, პირუტყვი მთაში, საზაფხულო იალაღებზე მიუდიოდათ, სადაც ბოსლები ჰქონდათ აშენებული. მეწველს შედარებით დაბლობ ადგილებში არეკავდნენ, ხოლო მშრალსა და ბერწ საქონელს – მაღლა, მთათა კუდებში. 84 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


დამთავრდებოდა სთვლის სამუშაოები, ალაგდებოდა ყანები, სათიბები, დაბინავდებოდა ჭირნახული და მაღლობებიდან კვლავ სოფლებს მიაშურებდნენ „მემთე“, მომთაბარე ოჯახები.

ტალავარი (ტანსაცმელი)

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 85

ხევსურები

ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს ინახება. ქალის სამოსიდან მთავარია „სადიაცო“, ანუ კაბა, რომელიც ლურჯი ან შავი შალისგან მზადდება. კაბის გულისპირი, იგივე „ფარაგი“, ნაირფერი ძაფებითაა ნაქარგი და დამშვენებულია მძივებითა და ღილებით. „სადიაცოსთან“ ერთად, ქალები ატარებენ „ქოქომოს“ და „ქოქოლოს“. ეს უკანასკნელი მსგავსია ქათიბისა, ოღონდ უფრო მოკლეა და წელში გამოყვანილი. ქალის სამოსში შედის ასევე ზამთარში ჩასაცმელი „ტყავი“ (ჯუბა), წინდა, პაჭიჭი, ქალამანი, ე.წ. „ამოკერებული თათი“, მანდილი და „სათურა“. ამათგან დიდ პატივშია მანდილი. მოშუღართა შორის ქალ-დედროვნის მიერ მანდილის ჩაგდება ეფექტური წინაპირობაა იმისათვის, რომ მამაკაცებმა ერთურთის დაჭრა და სისხლისღვრა შეწყვიტონ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი სამოსია მძივებითა და მრავალგვარი ორნამენტებით, ე.წ. „ნაჭრელათი“ მოქარგული პერანგი. მამაკაცის პერანგს ყელი ამოღებული აქვს, კალთის გვერდები ჩაღილული. ლამაზია სიმეტრიული დეტალებით ხელმარჯვედ მოქარგული პერანგის „საბეჭური“. პერანგის უმთავრესი ღირსებაა მისი, ასე ვთქვათ, მხატვრული გაფორმება. უაღრესად შრომატევადი ნახელსაქმარის მთელი შნო და მშვენება მისი „ნაჭრელას“ დახვეწილობასა და მრავალფეროვნებაშია. მამაკაცები პერანგზე შავი ან ლურჯი „ტოლისგან“ შეკერილ ჩოხას იცვამენ. ჩოხა წელში გამოყვანილია და ბეჭებზე ჯვარსახოვანი ტალავარი დეტალებია გამოყვანილი.


ხევსურები

ფეხსამოსში შედის წინდა, პაჭიჭი და ხარის ტყავის ხელიანი ქალამანი. თავზე იხურავენ ნაბდის ქუდს, მსგავსს თუშური ქუდისა, რომელსაც გარშემო შავი გრეხილი და თეთრი მძივების მწკრივი მიუყვება. ხელსაქმით გამორჩეული ხევსური ქალი, სწორუპოვარი ფანტაზიისა და ფერთა შეხამებაში, შეუდარებელი სამოსის შემქმნელი და ამაში ღრმად დარწმუნებული ნიშნისმოგებით ამაყად ამბობს: დაკვეხნებაზე ნუ იყვას: ლამფა არ მინდა ქალსაო, თოლ-პირის სინათეზედა დავხკერავ ნაჭრელასაო... დღემდე განცვიფრებაში მოჰყავს ხევსური ქალის ხელსაქმეს მნახველი. ტრადიცია, საბედნიეროდ, გრძელდება.

ხალხური მედიცინა ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს... A man from Juta with the გაუტკივარებისთვის („ანესთეharvest of herbs ზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. Aარყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ არის აღსანიშნავი ხევსური დასტაქრების მიერ ჩატარებული თავის ქალის ტრეპანაციები. ურთულესი ოპერაციები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, წარმატებით ტარდებოდა და პაციენტი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იბრუნებდა დაკარგულ ჯანმრთელობას. 86 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


ტრეპანაცია კეთდებოდა სახლში დამზადებული პრიმიტიული იარაღის გამოყენებით. ხევსურეთის ახლო წარსულიდან ცნობილია რამდენიმე დიდად წარმატებული და ავტორიტეტული დასტაქრის ვინაობა: მგელიკა ლიქოკელი, ალეკა ოჩიაური, გუგუა ჭინჭარაული, ბეწინა არაბული, ბაძია ჭინჭარაული.

ყოფითი კულტურა სწორფრობა

ხევსურელი ახალგაზრდები

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 87

ხევსურები

ხევსურეთის გაუკუღმართებულმა ყოფამ გასული საუკუნის შუახანებამდე შემოინახა ქალ-ვაჟის ურთიერთობის ის უჩვეულო ფორმა, რომელიც „სწორფრობის“ სახელწოდებითაა ცნობილი. „სწორფერი“ ნიშნავს გულსა და მსგავსს. დაუოჯახებელ ხევსურ ქალ-ვაჟს (სხვა კუთხის ვაჟთან ქალი არ დაწვებოდა) ჰქონდათ უფლება მთელი ღამის განმავლობაში ერთად წოლისა და ალერსისა. წელსზემოთ ეხებოდნენ ერთმანეთს, წელსქვემოთ – არა. მათ შუა იდო ალესილი მახვილი. ეს იყო სიმბოლური და, ამასთან, საბედისწერო ზღვარი, მკაცრად დაცული მიჯნა თუ საგანი, რომლის გადალახვა არ შეიძლებოდა. ვისაც ნებისყოფა ღალატობდა, თავგზა ეკარგებოდა და აკრძალული ხილის ხილვას მოისურვებდა, ხალხში სახელი უტყდებოდა და ცხოვრების დასასრულამდე სამარცხვინო დამღად გაჰყვებოდა თავისი უსაფერო საქციელი.


ხევსურები

სწორფრობის ჩაშლაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხევსურეთში. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ქალისა თუ ვაჟის ზნეობრივი სიწმინდე ეჭვქვეშ დადგებოდა. სწორფრობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა პიროვნული ღირსების, სინდის-ნამუსისა და ავტორიტეტის გამოცდის ძალზე საგულისხმო საშუალებას წარმოადგენდა. სწორფერთა ურთიერთობას აგვარებდა ელჩი ახალგაზრდა წყვილი ანუ შუამავალი, რომელიც უმეტესად ერთ-ერთი მასპინძელთაგანი იყო. იგი, თავისი გარჯის სანაცვლოდ, საიქიოში ცხონდებოდა. ასე სწამდათ და თავს არ ზოგავდნენ, რათა საფერი სწორფერნი ერთურთისთვის შეეხვედრებინათ. „დღიანი“ სწორფერნი ხალხის პატივისცემით სარგებლობდნენ. ახლობლებს ჰქონდათ მათი იმედი და ყველაფერში ენდობოდნენ. სწორფერებს (ნანდაურებს) არ ჰქონდათ შეუღლების, ოჯახის შექმნის, ერთურთისთვის ბედის დაკავშირების უფლება. საუკუნოვანი ადათის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თემი თუ სოფელი მათ შეაჩვენებდა, შერისხავდა და სიკვდილი თუ არა, მოკვეთით, სხვაგან გაძევებით და ამანათად ქცევით მაინც დასჯიდა. სწორფრობის („წოლა-დგომის“, „დობილ-ძმობილობის“) ინსტიტუტის წარმოშობის ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული. ეს ჯერაც ამოუცნობი ფენომენია. არის საინტერესო მეცნიერული ცდები ამ ლოკალური მოვლენის არსში ჩაღრმავებისა და გარკვევისა. მის არსებით თავისებურებებს სწავლობენ ეთნოგრაფები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, მედიცინის მუშაკები და მაინც ვერ ხერხდება სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი ცალსახა პასუხის გაცემა კითხვაზე: რა არის სწორფრობა? „არასრულად რეალიზებული სასიყვარულო ენერგიის სუბლიმაციის შედეგად“ (ლ. გაბური) ხევსურეთში იქმნებოდა სწორფრული პერიპეტიების ამსახველი უმშვენიერესი სატრფიალო პოეზია. სწორფერთან თავის გამოჩენის ფარული წადილი ვაჟებს საგმირო საქმეების ჩადენისკენ მოუწოდებდა, რაც, თავის მხრივ, შესაფერისად აირეკლებოდა მაღალმხატვრულ ხალხურ ლექსებში. საყურადღებოა თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ხევსურებმა სწორფრობა შემოიღეს უიმედოდ შეყვარებულ წყვილთა 88 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


ქორწილი ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს კუთხეებში: ხევში, რაჭაში, აჭარაში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში.

ქორწილი კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 89

ხევსურები

(რომელთაც ჯვრისწერის უფლებას რჯული არ აძლევდა) ტანჯვის შესამსუბუქებლად და არა მათი ნებისყოფის აღსაზრდელად“ (ლ. გაბური). ლაკონიური ფორმულის სახით ჩამოქნილი ხალხური შეხედულება – „სწორფრობა ხთის გაჩენილ ას“ – ნათლად მიანიშნებს, რომ საქმე საღვთო, ამაღლებულ, სპეტაკ ზნეობრივ იმპერატივებზე დაფუძნებულ საზეო სიყვარულთან გვაქვს. სწორფრობის საფუძველზე აიხსნება ხევსურული სამოსის („ტალავერის“) უნიკალურობა, უმთავრესი ფაქტორი, რამაც ხევსურ ქალთა ხელსაქმის (ქსოვა, ქარგვა) ხელოვნების რანგში აყვანა განაპირობა, სწორფერი ვაჟებისთვის თავის მოწონების მიზნით. ხორციელ ჟინზე ამაღლება, ვნებების დაოკება, მოთმინება და თავშეკავება ხელთუქმნელი სამკაულებივით შვენოდა როგორც ქალს, ისე მის სწორფერ ვაჟს. სწორფრობა ხევსურეთში ხალხის სულიერი წრთობის, კეთილშობილებისა და შემოქმედებითი შთაგონების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა. ტრადიციული საზოგადოების ზნეობრივი სიჯანსაღე დიდად იყო დამოკიდებული მისი ცალკეული წევრების ღირსეულ საქციელზე.


ხევსურები

ახალგაზრდა წყვილი

ჯიშიანი, ავტორიტეტული ოჯახი სამოყვროდ და სამოკეთეოდ თავისნაირ ოჯახს ეძებდა. და როცა არჩევანს კონკრეტულ ოჯახზე შეაჩერებდა, იწყებდა მასთან ნათესაური კავშირის დამყარებას: აკვანში მწოლიარე ვაჟის ბიძა „ნიშანს“ – სიმბოლურ საჩუქარს (ვერცხლის ფული, ძეწკვი...) წაიღებდა, მივიდოდა სარძლოს მშობლებთან და „ძვირფასეულობას“ აკვანზე დაკიდებდა. გარდა ამისა, მიიტანდა არაყს, პურს, მიიყვანდა საკლავს და უფროსები ახალდანიშნულთა ბედობაზე დაილოცებოდნენ. ვაჟის მხარე ვალდებული იყო ყოველ ახალ წელს (ხევს „წელწადი“) ბედისკვერით (რიტუალური ქადა-პურით) მოეკითხა სარძლო და როცა აკვანში ერთურთზე დანიშნული ქალ-ვაჟი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოიწიფებოდა, იწყებოდა მათი ქორწილის სამზადისი: ვაჟის მამა „ენაპირიან“ (მცოდნე, გამოცდილ, კარგად მოუბარ) კაცებს გააგზავნიდა მომავალ მძახლებთან და „ხელმხარის სანათლავ“ საკლავს გაატანდა... დათქვამდნენ ქორწილის დღეს. სარძლო თვითონ „აწევდა“ (დაპატიჟებდა) თავის მაყრევს (ხევს – „მყოლნი“). ნეფის ოჯახში კარებთან პატარძალს იღბლიანი ქალები დახვდებოდნენ და, როცა სტუმარ-მასპინძელი ტაბლებთან დასხდებოდა, კალათში უწლოვან ვაჟს ჩაუგორებდნენ. აღსანიშნავია ერთი რამ: ძველ ხევსურეთში ნეფე და პატარძალი, მთელი ქორწილის განმავლობაში, ცალ-ცალკე უნდა ყოფილიყვნენ. მათ ერთმანეთისთვის შეხედვისა და გასაუბრების უფლება არ ეძლეოდათ... ქორწილი სამ დღეს გრძელდებოდა. 90 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


ქისტებმა ქვრივ ქალთან დაახლოება შეატყვეს თანასოფლელს. ასეთი რამ მათ სოფელში ჯერ არავის ჩაედინა. ქისტები ჭკუის საკითხავად შატილში წასულან. შატილში მხოლოდ პატარა ბავშვები დახვედრიან, უფროსები სათიბ-სამკალებში ყოფილან მაღალ მთებში. ქისტებმა უკან გაბრუნება გადაწყვიტეს, ბავშვენი გადაუდგნენ. რამ შეგაწუხათ, იქნებ ჩვენ დაგეხმაროთო. ქისტებს გასცინებიათ, თან კმაყოფილები დარჩენილან, შველა რომ შესთავაზეს ყმაწვილებმა. – ჩვენს თანასოფლელს ღმერთი გაუწყრა და ჩვენივე სოფლელ ქვრივ ქალთან დაიჭირა საქმე, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთო... – მაგას რა ცოდნა უნდა, შუადღისას „ღმერთგამწყრალი“ თანასოფლელის ჩრდილს თოფი დაჰკარით და ჭკუაზე მოვაო; სწორ გზაზე თუ არ დადგება, მაშინ თოფი ჩრდილის პატრონს მოხვდებაო. პატარა შატილიონებისთვის მადლობა გადაუხდიათ ქისტებს და სოფელი დაუტოვებიათ მათი სიბრძნით გაოგნებულებს. კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 91

ხევსურები

„ახალუხალი“ (სოფლის ახალგაზრდობა) პატარაძალს ართობდა და ამხიარულებდა. იმართებოდა ლხინი, სიმღერა, ლექსობა და ცეკვა-თამაში. კვირის თავზე პატარძალი ისევ მამისახლში ბრუნდებოდა და ერთ წელიწადს იქ რჩებოდა. ესეც ურთიერთგაცნობისა თუ გამოცდის თავისებური საშუალება იყო: დარწმუნდებოდნენ ერთურთის პატიოსნებაში, წესიერებაში, ერთგულებაში და მხოლოდღა ამის მერე ებმებავშვი ხმლით ბოდნენ დამოუკიდებელი ცხოვრების მძიმე უღელში. „ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს. მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არ სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდ კაცს, მოისმენს მისგან პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელი გამოცდილი კაცისგან. როდესაც ბალღი სახლში შადის, იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან – მოხვედ მშვიდობითო! – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო! – (პასუხობს ბალღი)“ ვაჟა-ფშაველა


ხევსურები

სამგლოვიარო რიტუალი ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო გმირებისა თუ მშვიდობიან თანამემამულეთა დამსახურების ხშირი ხსენება მოზარდთა არსებაში იმ სათუთ სიმებს ათრთოლებდა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ გადანასკვულნი პატრიოტულ აღმაფრენასთან, სამშობლოს წინაშე პიროვნული მოვალეობის პირნათლად შესრულების შეგნებასთან, მისი დაცვისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლასთან. ხევსურეთში, ისევე როგორც მის მეზობელ კუთხეებში, სამგლოვიარო რიტუალის მსვლელობას თან ახლდა ერთგვარი შემოქმედებითი პროცესი: ზეპირად იქმნებოდა მწუხარე ლექსები, რომელთა ავტორები, ხშირ შემთხვევაში, უძირო და უსწავლელი გლოვის მგოსნები იყვნენ. „წამი უმწვერვალესი მწუხარებისა, წამი საუკუნოდ გაყრისა“ (ნ. დადიანი) გამოცდილ, პროფესიონალ მოტირლებში საგრძნობელ სულიერ გრადაციებს იწვევდა. და იბადებოდა უაღრესად სადა, წრფელი, უმწვავესი ადამიანური დარდით და ტკივილით გაჯერებული არაჩვეულებრივი პოეზია.

მუცოს სასაფლაო

92 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


შენ გინდან შენვერნ მტირალნიო, შენის კაცობის დამფასავნიო, წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო, მასკვლავთოდენნი სათვალავნიო... მიცვალებულის გაპატიოსნება და სულეთში ღირსეული გაცილება, მისთვის აზათის დადევნება და საკუთვნოს მიგება წარმოადგენდა ჭირისუფალთა უმთავრეს საფიქრალს, საწუხარს, საზრუნავს. მთაში, ზოგადად, მიცვალებულის დაფასების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება მისი მხურვალე დატირება იყო; დატირება, რომელიც სიტყვიერად გამოითქმოდა, ურითმო ლექსად ფორმირდებოდა და მგლოვიარე ხალხის გულს მალამოდ ედებოდა, ეფინებოდა. ვიქტორ ნოზაძის ნათქვამი რომ გავიხსენოთ, „მოთქმა არის არა უბრალოდ ტირილი და ხმა მაღლად გამოთქმა თავისი მწუხარებისა, არამედ მკვდრის თუ დაკარგულის შექება, ლამაზად მოხსენებაა და მისი მჭევრმეტყველურად დახასიათება, – ეს არის გლოვის პოეზია“. ხმით დატირება – იმპროვიზაციის სპეციფიკური აქტი – თავისთავად გულისხმობს შთაგონების მომენტს. ჭეშმარიტი პოეზიის უშრეტი სათავე ხომ, უმეტესწილად, ღრმაადამიანური დარდი და ტკივილია. სულისშემძვრელი სევდაა ის საფანელი, რომელზეც ფხიანი ფრანგულივით მჭრელი პოეტური სტრიქონები იჭედება... და ყოველი სახელოვანი კაცისა თუ ქალის სიკვდილი ტრადიციაზე დამყარებული ახალი ნატირლის შექმნის იმპულსად, სათავედ და მიზეზად იქცეოდა ხოლმე ხევსურეთში. კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 93

ხევსურები

სულის ცხენი


ხევსურები

მიღმახევის სასაფლაო

ვეფხვო, დახყარე იარაღიო, არწივო, დაიჭუჭხენ მხარნიო, ჯიხვო, საწოლთით გადმაღვარდიო, ირემო, დაინაყენ რქანიო... ხევსურეთში აუგად, სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება. ჭირისუფალს თავშეკავება, ცრემლის მალვა, „ჭირსა შიგან გამაგრება“ მართებდა. Aმას ყველა როდი ახერხებდა. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდებოდა დაუწერელი წეს-ჩვეულებითი ნორმების დარღვევა. მოტირალი ხვდებოდა თავისი ქმედების უხერხულობისა და „თვითდაზღვევის“ მიზნით თავადვე აღნიშნავდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის ნებით თუ უნებლიე გადაცდომას ადათების საუკუნოვანი გზიდან: გამიცინებენ ლაღნი კაცნი, ყმაწვილ-ყმოწვილნი უმეცარნი, ქმარს ტირის ტოლათ შუქიაი, შვედის კვირაის ახალძალი... ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი!) ხალხის მკვიდრი რწმენა-წარმოდგენით, მიცვალებული მზით, მზის ჩასვლამდე უნდა მიებაროს მიწას. მზეთუკან მკვდრის დაკრძალვა, გარდა გამოუვალი სიტუაციებისა, არ შეიძლება, არ ვარგა, ვინაიდან „ხთისად უკლოობის, უბედურების თხოვნაა“. სწორედ ამგვარი ხალხური წარმოდგენის წიაღში უდგას ძირი ხევსური ქალის ნატირალს შვილზე, რომელმაც სამუდამოდ უნდა დატოვოს სამზეო, ახლობლები, ტოლ-სწორები და უსიხარულო სულეთში გადასახლდეს. 94 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 95

ხევსურები

Mმზეო, დადევ და დაგვიანდიო, Mზე სდგეხარ უკენობისაო, გამშვიდობებენ ბერდიასაო, ვიყრებით დედაშვილობითაო... ხევსურეთში წლისთავამდე გრძელდებოდა გარდაცვლილის „ტალავართ გაშლა“ და გულითადი გლოვა. წლისთავზე „ჭირი გატყდებოდა“, „ჭერი აიხდებოდა“ და თემი თუ სოფელი, მორიგ უბედურებამდე, ცხოვრების ჩვეულ, სადაგ რიტმს დაუბრუნდებოდა. გამომდინარე იმ რწმენა-წარმოდგენებიდან, რომ იმქვეყნადაც ისეთივე ცხოვრებისეული მოთხოვნილებები არსებობს, როგორიც სააქაოს, განსვენებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდა-ხელთათმანს, პურ-წყალს და თამბაქოს. ასევე, სოფლის შორიახლოს მის სახელზე მოეწყობოდა და დაილოცებოდა წყარო, იკურთხებოდა ძუა-ფაფარ დაწნული და ლამაზად შეკაზმული სულის ცხენი და დაკრძალვის დღესვე ანდა წლისთავზე გაიმართებოდა დოღი. Gგარდა ამისა, დგამდნენ „ლაბახს“ – თოფს ისროდნენ მიზანში და ეს შეჯიბრი გრძელდებოდა მანამ, სანამ ვინმე „სამიზნეს“ არ „მოხსნიდა“. ხევსურეთის ნებისმიერი ხეობის მგზავრი უეჭველად გადააწყდებოდა ე.წ. „სულის წყაროებს“, კონკრეტულ მიცვალებულთა სახელობით ბინულებს, აავსებს სასმისს, გულს გაიგრილებს, წყურვილს მოიკლავს და შენდობას შეუთვლის უცნობ ადამიანს, ვინც გულსაკლავად ადრე დატოვა აქაურობა და მარადისობას შეუერთდა. ხევსური ქალი უებრო ხმით მოტირალია. მის ნატირლებში ცხადად ჩანს სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიური ხედვა: სიკვდილო, თვალითამც აგაჩინაო, კლდეში ჯიხვადამც შაგაყენაო, მემრ მენადირენ შაგიყარნაო, შენ თავიმც ანადირებივაო. სოფელ ანატორში შავი ჭირი გაჩენილა. ჭირმორეული ავადმყოფები თავისი ფეხით შედიოდნენ აკლდამებში და სასიკვდილო სარეცლებზე წვებოდნენ. სოფელმა გადაწყვეტილება მიიღო: შავი ჭირი ანატორიდან არცერთ სხვა სოფელში არ უნდა გავრცელებულიყო. სამ მეთოფეს დაავალეს სოფლის სამივე გასასვლელის კონტროლი, რომ არავინ გაპარულიყო. თუ მაინც ეცდებოდნენ, მეთოფეებს სროლის უფლება ჰქონდათ. ერთ დღეს ოცამდე ახალგაზრდა გამოსულა სოფელ ანატორიდან აკლდამებისკენ. ფანდურით ხელში სიმღერით მიმავალ ახალგაზრდას უკან მიყვებოდნენ ჟიპიტაურითა და ყანწით თავიანთი შესანდობრების მთქმელი ვაჟკაცები.


ხევსურები

პოეზია ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი მხატვრული მატიანე, რომლის შემეცნებითესთეტიკურ ღირებულებას მის შემქმნელთა ბუნებითი, თანდაყოლილი ნიჭიერება განაპირობებს. ლექსით აღინიშნება ხევსურის დაბადება და ლექსითვე მიაცილებენ მას საუკუნო განსასვენებელში. ულექსოდ ხევსური კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია. შინ თუ გარეთ, გზაში, სამკალ-სათიბში, სახნავსა თუ სანადიროში თანმდევი უკვდავი სულივით დაჰყვებოდა ხევსურს პოეტური სიტყვა, პოეტური პწკარი და ცხოვრების სიმძიმეს უმსუბუქებდა, კაეშანს უქარვებდა, დაჭრილ გულს უმთელებდა. ნიშანდობლივია, ერთი ხნიერი ხევსური დიაცის ნათქვამი: „ვითაი ნათქმებ! როსაც მიოლ-მაოლ, სრუ ლექსნ მეხვევიან. იმეებს რა მაიგონებს, იმეებს რა მასთვლის!“ „სიმღერე“, „ლექსი“ და „შაირი“. პირობითად, ამ სამი სახელწოდების ქვეშ ჯგუფდება უძირო ხევსურული პოეზია, რომელსაც „მათქვამი“, „მელექსე“ და „მეშაირე“ ქმნიან. ლექსს არა მხოლოდ სინამდვილის დახატვისა და მსმენელთა თუ მკითხველთა იდეური აღზრდის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული, მას სიმართლის კოდექსის დანიშნულებაც გააჩნდა.

კაი ყმა

96 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 97

ხევსურები

მართლის თქმის პრინციპის ერთგული მელექსეები მოსაწონს აქებდნენ, ადიდებდნენ, ხოლო საგმობსა და სამარცხვინოს სენავდნენ და ამათრახებდნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს ხევსურ მელექსეთა ქმედების აღმნიშვნელი ორი ტერმინი: „ქება“ და „სენვა“. ხევსურული პოეზიის დედაძარღვსა თუ „პრიორიტეტულ“ მიმართულებას საგმირო თემატიკის ათეულობით ბრწყინვახევსურულ ხელოვნებაში ლე ლექსი შეადგენს. სიყვარული ერთ-ერთი მთავარი ხევსურ მელექსეთა რეპე­რ­ თემაა ტუარში გაერთიანებულია ზუ­რაბ არაგვის ერისთავის ციკლი და ბახტრიონის საბრძოლო ეპოპეისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, გორსა თუ აწყურში ხევსურთა გმირობის ამბები და ჩრდილოკავკასიელ ტომებთან პერმანენტული ბრძოლები, თორღვა ძაგანის, მამუკა ქალუნდაურის, ზეზვა გაფრინდაულის, ხირჩლა ბაბურაულის, მთრეხელისა და შიოლა ღუდუშაურის, გაგა ბერდიშვილისა და სხვათა საომარი თავგადასავლები. საერთოდ, კაი ყმის ხალხური იდეალის მხატვრული ხორცშესხმის უამრავი შესანიშნავი ნიმუში. ხევსურეთში ადამიანური ღირსების საზომად ოდითგან ითვლებოდა სტუმარ-მასპინძლობა. სტუმრისთვის დახვედრა, რიგიანი გამასპინძლება და პატივით გასტუმრება დამხვდურის დიდბუნებოვნებას მოწმობდა. საპატიო სტუმარს მასპინძელიც შესაფერისი ჰყავდა. მათ შორის გაბმული ნათესაური სიახლოვის ჯაჭვი თაობებს გადაეცემოდა. პურად კაცს, ღირებულებათა იერარქიაში, გულადზე მაღლა აყენებდნენ. ამის უტყუარი დასტურია თუნდაც ეს პოეტური სენტენცია: არშის თავს ვეფხვი დავკოდე, სამჯერ საომრად მეტია, პურადი კაცი მამაცზე, სამის გაფრენით მეტია... პოლითემატური ხევსურული პოეზია ადამიანურ განცდათა გადმოცემის დიდოსტატური ხერხებით ხასიათდება. ეს, უწინარეს ყოვლისა, სატრფიალო ლექსებზე ითქმის. „სიყვარულის“ შესატყვისი დიალექტური ტერმინები „ნდობა“ და „სურვილი“ ნათლად მიუთითებენ იმ გრძნობის სიმძაფრეზე, რომელიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს. ხევსურები სატრფიალო


ხევსურები

პოეზიის ნიმუშებს „საქალვაჟო“ და „ახლუბლურ“ ლექსებადაც მოიხსენიებენ. მათში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აქცენტი დასმულია ქალ-ვაჟის სუფთა, ამაღლებულ ურთიერთობაზე. უღირსად ითვლება ვაჟი, ვისაც თვალი ფარაგის ღილზე უჭირავს და სავაჟკაცო ქმედების ნაცვლად, არშიყობისკენ მიუწევს გული. კიდევ ერთი „ავტონომიური“ სფერო, ხევსურული პოეზიის ნაკადში რომ იკვეთება, გახლავთ ნადირობა. სამონადირეო ჟანრის ლექსებში იმ მკაცრ, უდაბურ, მწერალი შოთა არაბული უკაცრიელ გარემოს ვეცნობით, სადაც უმთავრესად ჯიხვები ბინადრობენ და მრავლდებიან. ხოლო ამ რკალის პოეტური ფოლკლორის დიდ ქვეყანაში ძვირფას თვალივით ბრწყინავს ბალადა „ვეფხვი და მოყმე“, რომლის მეორე, შედარებით ახალი ნაწილის ავტორია არხოტიონი ხევსური გიორგა ჯაბუშანური. ხევსურულ პოეზიაში სინამდვილის მკვეთრ კონტურებს ბუნებრივად ერწყმის წარმოსახვისმიერი რეალობა. ლექსითი თქმულებების სიუჟეტურ ქარგაში ჩაწნულია ეს არქაული რწმენა-წარმოდგენები, ქართველ ხალხს რომ შეუმუშავებია. „ციხის ნაშალი“, „იახსარი“, „კოპალა“, „გაბურთ ეშმა“ თუ „დევების ქორწილი“ ზეპირსიტყვიერების ის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია, ადამიანის ფანტაზიის უნაპირობას რომ მოწმობენ. თავის დროზე აკაკი შანიძემ მიაქცია ყურადღება ხევსურეთში „მთიბლურებად“ სახელდებულ პოეტურ ტექსტებს, რომლებსაც მთიბლები შრომის პროცესში, თიბვისას ასრულებდნენ. მთიბლურები, ხმით ნატირლებთან, ნაქადაგრებთან, ფერხულებთან და ჯვარ-ხატთა სადიდებლებთან ერთად ქართული პოეზიის ძირხატს, მის უძველეს სახეობებს წარმოადგენენ. მათი რიტმი და მუსიკალური ხმოვანება იმ ეპოქისაკენ მიმართავენ ჩვენს მზერას, როცა ფიზიკური ძალისხმევა განუყოფლად იყო დაკავშირებული შემოქმედებით შთაგონებასთან, მხატვრული ქმნილებების ზეპირ, იმპრივიზირებულ თხზვასთან. აი, მთიბლურის ტიპური ნიმუში: ცელ-ცუდაო და ცოლ-ცუდაო, მთიბელო ვეღარაისაო. ცელ-ლამაზო და ცოლ-ლამაზო, მთიბელჩი ნამხრევმშვენიერო... 98 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 99

ხევსურები

ზოგიერთი მთიბლური სამგლოვიარო მოტივზეა „მორგებული“ და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტ მსგავსებას ხმით ნატირლებთან ამჟღავნებს, ვიდრე შრომის პოეზიის ნიმუშებთან. ასეთ მთიბლურებს „გვრინიც“ ეწოდება. მთიბლები მათ „გვრინავენ“, ე. ი. წამღერებით ასრულებენ გლო­ვის ხმოვანების შემცველ ურ­ ითმო ლექსებს სიკვდილი, საერთოდ, ხევსურული პოეზიის მარად ძველი და მარად ახალი თემაა. სიკვდილის მომღერალი გელა დააური ცელით „ჩათიბული“ ახალგაზრხევსურულ საღამოზე დობის ხსოვნის უკვდავყოფა მელექსეების საპატიო ვალია. „მოსაგონარში“, ანუ სხვაგავარად „მკვდრის ანდერძში“ პიროვნების დამთრგუნველ უიმედობას თავისებური პათეტიკა სჭარბობს, პათეტიკა, რაც, თავის მხრივ, ტრაგიკული ტონალობითაა გამსჭვალული. ციხე სტირს შუქიაურთა, უხმობს ქვითკირის ფარია, სიკვდილსა მარტიაისას იწყენს წყალშუის ჯვარია: ორივ დამეცა ბედელი, დროშას შამიწყდა ზარია, პატრონ მარტია მამიკვდა, მტერმ შამამართვა თვალია... მიუხედავად იმისა, რომ შეუზღუდავია ხალხური ლექსის „ამოთქმის“ დრო და ადგილი, მელექსე შემოქმედებითი „წვისთვის“ არ ეძებს შესაფერის პირობებს, სიმარტოვეს და საგანგებო სიმყუდროვეს, მაინც სახელდება ხოლმე დრო, როცა ყველაზე ხვავრიელი პოეტური „მოსავლის“ მოწევაა შესაძლებელი: დაბლა დაყინა ქვიშანი, მაღლა დატოვნა მთანია, დაგვიდგა გიორგობისთვე, ლექსის საუბრის ხანია... ზოგიერთი „მათქვამი“ ლექსის ბოლოს საკუთარ ვინაობასაც გვიმხელს (მოკრძალებული სურვილი თავისი ნაამგარის არდავიწყებისა: ლექსო, არ დაიკარგები, ნათქვამო ომაისაო. ხშირია მიმართვა მუსიკალური საკრავისადმი. ეს, როგორც წესი, ლექსის დასაწყისში ხდება ხოლმე. უძველესი ტრადიციის კვალი და ნახმევი (პრელუდიის ადრესატად, ღვთაებათა დასახელება ძველ საბერძნეთში) ხევსურულმა პოეზია ფანდურისა თუ გარმონის ქებაში გამოხატა: დაუკარ, ჩემო ფანდურო, ანგელოზივით ხმიანო...


ხევსურები

ასეთ ნიმუშებში ინსტრუმენტი შემოქმედებითი აღგზნების წყაროდ გვევლინება. ხევსური მელექსეები, კაი ყმათა ხოტბისა თუ მოსაგონართა ავტორები, თავიანთი გარჯის საზღაურად, სიმბოლურ საჩუქარსაც ითხოვენ ხოლმე, მეტწილად, ჭურჭელს ანდა სასმისს. და ამას აკეთებენ არა მატერიალური ფასეულობის შეძენის სურვილით, არამედ იმისთვის, რომ ლექსის ადრესატისთვის შენდობის შეთვლის შესაძლებლობა მიეცეთ: სალექსო გამამიგზავნე, ჭრელი ჭურჭელი ქვისაო, გამომიყოლე ჭიქაი, სასმელი არაყისაო... ხევსურეთში დღესაც ცოცხლობს მელექსების ძირძველი ტრადიცია, ცხოვრებისეული გამოცდილების მხატვრულ სიტყვად გარდასახვის ოდინდელი ხელოვნება. და ეს მყარი წინაპირობაა საიმისოდ, რომ მთებში გამოკეგტილი ეს კუთხე კვლავაც რჩება მკვლევართA თუ მოგზაურთა მზარდი ინტერესის უნიკალურ ობიექტად. ცნობილ ხალხურ მელექსესა და ზეპირსიტყვიერების შემკრებზე ბესარიონ გაბურზე მისი ქალიშვილი ამბობს: „თავისად ლექსების საუბარ იცოდის საქმის კეთებაში. რო გულ გეძლივ, სრუ ლექსთ ჩიფჩიფებდის... ფვნაში, ფარნ რო დავასვენნიდთა თივა მიუყარიდით... ჩადგის გუთნის კვალში, ქვან აიღნისად მჯიღზე იკაწრნის ლექსნ. მტყელ მჯიღ ხქონდის, მაფსონს... მემრ შინ მისულმ ქაღალდზე გადასწერის. ზამთრის, ქაღალდ რო გაუთავდის, კედლებზე სწერდის ლექსებს, ცალია ალაგს ვერ ღნახევდ ჩვენ დედა-ბოძზე, სრუ ლექსებით იყვის გავსილ...“

ლექსი ვეფხვისა და მოყმისა მოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი, ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა, ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა, დრონ იყვნეს შუაღამისანი, ვეფხვი რომ წამამიფრინდა, თვლანი მარისხნა ხთისანი. შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი, მაშინ დაიძრნეს მიწანი, 100 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი, ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია გაჯავრეული, ტიალი, ჩემს შვილს – ხმლით, იმას – ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი. არც ვეფხვი იყო ჯაბანი, არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი, მათ დაუხოცავ ერთურთი, არ დარჩენ სირცხვილიანნი. ტირლით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა, შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ, დაქანცული ხარ ჯაფითა, ეგ შენი კაბის კალთები ტიალმა როგორ დაფლითა? შენც იმის საფერ ჰყოფილხარ, ხმალი ქნვაში გაგიცვდა. არც იმან მოგცა მეტი დრო, აღარც შენ დააცალია, კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 101

ხევსურები

კლდეები ჩამაინგრივნეს, შტონ დაილეწნეს ტყისანი, დრო არარ დარჩა მოყმესა, ხანი რო ჰქონდეს ცდისანი. ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს, ვეფხვი ჩქარია კლდისანი, გაზით გაართვნა კალთანი, ჯაჭვისა ჯავშანისანი. მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი. მაშინ გაუჭრა ფრანგულმა, დრონ იყვნეს წაქცევისანი. ვეფხვი კლდით გადმაეკიდა, ჩამააწითნა ქვიშანი. თაოდ კლდის თავზე შამაწვა მოყმე სულამამდინარი, ქვიშას მაჰღებავს წითლადა, სისხლი ზედ ჩამამდინარი. ვინ ეტყვის მაგის დედასა, კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი. უერთოდ კი არ იხარჯნეს ჩვენ მონადირის ისარნი.


ხევსურები

ვეღარც შენ დაიფარიე შენ ხელთ ნაჭერი ფარია, ვეღარცა ვეფხვმა ტოტები, ხმალმა დაკუწა ძვალია. მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია. ლაშქარში, მეგობარშია არ იყავ საწუნარია. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ეგეც სამარის კარია, ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია. ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი ელანდებოდა მძინარსა, ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აყრის რკინასა, ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლევს ყირასა. აი, ამ სიზმრებს ხედავდის, გამაეღვიძის მტირალსა. ხან იფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა, იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა, მეც უთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

*** „მგლოვიარე დედა შვილის მზნევლის (ამ შემთხვევაში, ვეფხვის) დედასთან მიდიოდეს, მიიჩქაროდეს და მზად იყოს მისი მწუხარების გასაზიარებლად. ასეთი რამ მსოფლიოს ხალხთა სიტყვიერებაში არ მოიძებნება. შვილის მკვლელის მშობლებთან თანაგრძნობის გამძლე ძაფის გაბმის ცდა და სურვილი ჩვენი ფოლკლორული შემოქმედების კუთვნილებაა! აი, ხევსური მელექსის მხატვრული აზროვნების თვალსაჩინო მაგალითი“. ამირან არაბული 102 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


სარწმუნოება

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 103

ხევსურები

ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს, მიჰქონდათ მათთვის შესაწირი წლის გარკვეულ დროს. ჯიხვისა და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო ნაგებობებს. თემი ჯვარ-ხატის საყმოდ, ხოლო თვითოეული მეთემე მამაკაცი მის ყმად იწოდებოდა. თემის მმართველობის უზენაეს ორგანოს წარმოადგენდა „დარბაზი“, რომელიც როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებს არჩევდა და გამოჰქონდა განაჩენი. არათანაბარი ძალა და გავლენა ჰქონდათ იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე განმწესებულ ზებუნებრივ ძალებს. მათ, თავის მხრივ, ჰყავდათ თანაშემწეები მწევრების, იასულების, დობილების სახით. ჯვარ-ხატების საბრძანებელი წმინდა ადგილად ითვლებოდა. ე.წ. „კვრივთან“, საკულტო ობიექტის შუაგულურ ნაწილთან მისვლის უფლება მხოლოდ ხუცეს-ხევისბერებს ჰქონდათ. დადგენილი იყო მიჯნა, რომლის გადალახვა და სამლოცველოსთან მიახლოება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ. ჯვარ-ხატის მსახურთა ერთობლიობა „დასტურ-ხელოსნების“ სახელწოდებით აღინიშნებოდა. მათი პრეროგატივა იყო სადღესასწაულო რიტუალების გაძღოლა. ხელოსნის – საუფლო საქმეთა ხელმძღვანელის – არჩევა ჯვარ-ხატების ნებით ხდებოდა. ესა თუ ის ღვთაება ხალხის სიმრავლიდან ამორჩეულ კონკრეტულ პირს „დაამიზეზებდა“ (დააავადებდა) და ამ გზით აიძულებდა, მის სამსახურში ჩამდგარიყო. ხუცესის ხელქვეითობას ასრულებდა დეკანოზი. იყვნენ უფლებრივად მათზე დაბლა მდგომნიც: ჩანჩხი (ვინც ხატის მამულებს ამუშავებდა და ჭირნახულს მეთვალყურეობდა), მედხელოვნება და ყოვედღიური ცხოვრება როშე, მეგანძური, ხატის არაა ერთმანეთისგან შორს დიასახლისი და ა.შ.


ხევსურები

ხატი უკანაფშავში

ხუცესი, იგივე ხევისბერი, წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ფუნქციონალურად ერთმანეთს უტოლდებოდა ხუცეს-ხელოსანთა ინსტიტუტი ხევსურეთში და ხევისბერის ინსტიტუტი ფშავში. კულტის მსახურთა შორის თვალსაჩინო პერსონა იყო ქადაგი, ერთ-ერთი მთავარი ქურუმი, რომელიც მრევლსა და ღვთისშვილებს შორის შუამავლის ფუნქციასაც ასრულებდა. მას ავი თუ მშვიდობიანი მომავლის წინასწარმეტყველების უნარიც მიეწერებოდა. რელიგიური თუ საზოგადოებრივი საქმეების მოწესრიგების განზრახვით ქადაგს ჯვარ-ხატის პრიმიტიულ ნაგებობაში დასვამდნენ. ის უხილავ ციურ ძალებთან „ამყარებდა“ კონტრაქტს და მათ ნება-სურვილს ხალხს ატყობინებდა (აქ შეიძლება გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის“ დასაწყისი, სადაც „განაცრებული“ ქადაგი ლაშარის ჯვარს ელაპარაკება და მის გადაწყვეტილებას მეომრებს ამცნობს). სახელდება ცოტათი განსხვავებული კატეგორიის კიდევ ერთი სასულიერო პირი – „მკადრე“. ის ხატის მიერ იყო „დაჭერილი“. ღვთისშვილი მას ფრინველის, ცეცხლის ანდა ჯვრის სახით ეცხადებოდა და ხილულად ესაუბრებოდა. ხევსურეთის საკრალური გარემო იცნობს რამდენიმე გამორჩეულ, სახელგანთქმულ მკადრეს. ესენია: მინანი, გაიდაური, ბასხაჯაური, გახუა მეგრელაური, მგელა ჯაბუშანური, საღირა ჭინჭარაული. ხევსურეთში ყველაზე მასშტაბური და ხალხმრავალი დღეობაა „ათენგენობა“. იმართება ივლისის მეორე ნახევარში. ამ 104 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


დროს მთის სამლოცველოებში მიდიან არა მხოლოდ მათი „უნჯი“ (მკვიდრი) ყმები, არამედ დიდი ხნის წინათ ბარში გადასახლებული მლოცველებიც. როგორც ბოლო დროის კვლელებმა აჩვენა, „ხევსურები მართლმადიდებლები ქრისტეშობამდე იყვნენ! ანუ მაშინ, როცა ისინი „ძველი აღთქმის“ რჯულით ცხოვრობდნენ. მესიის განკაცების შემდეგ ხევსურთა დიდი უმრავლესობა ე.წ. „თვითრჯულის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საღმრთო მადლის კლებაც ნელ-ნელა დაეტყო ამ კუთხეს“ (ლელა გაბური).

მითოლოგია

კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 105

ხევსურები

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის გამგრიგეა. „ფშაველები და ხევსურები, – წერს ივ. ჯავა­ხიშსალოცავი მუქოში ვილი, – უზენაეს ღვთა­ებას „მორიგეს“ უწოდებენ“... უხსოვარ დროში ფშავხევსურეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავსულებს, ბოროტ ძალებს, ე.წ. დევკერპებს სჭერიათ. მათ ადგილობრივი მოსახლეობა უვიწროებიათ და უჟლეტიათ. აზეზეურებელი ავსულების მომრევი არავინ ყოფილა. საამქვეყნო წესწყობას მოშლის საფრთხე დამუქრებია. სწორედ ამ დროს, სხვა ღვთაებებთან ერთად, „და­სახა“ მორიგე ღმერთმა იახსარი და კოპალა


ხევსურები

და მათ დევ-კერპებისგან ადამიანთა სამკვიდრო ადგილების გაწმენდა და გათავისუფლება დაავალა. „ნახორცივლარმა“ (ე.ი. თა­ვ­დაპირველად, ადამიანის ხარის შეწირვა სა­ხით არსებულმა) ღვთისშვი­ ათენგენობის დღესასწაულზე ლებმა მუსრი გაავლეს ხალხის მტანჯველ უკეთურ ძალებს და დასაბამი მისცეს საამსოფლო სიმშვიდესა და სილამაზეს. შემზარავი გარეგნობის დევებთან ერთად, კაცთა მოდგმის დაუძინებელ მტრებად მიიჩნეოდნენ მჭედლობის საიდუმლოს მფლობელი ქაჯები. მათ სამყოფელს „ქაჯეთი“ ერქვა. გიორგი ნაღვარმშვენიერის სახელით ცნობილმა ხახმატის ხატმა ქაჯთა ქვეყანაში გალაშქრება განიზრახა. თან იახლა ხევსურეთის სხვა ღვთისშვილები და გუდანის ჯვრის მკადრე (მსახური) გახუა მეგრელაური. ზეციურმა მოლაშქრეებმა ქაჯავეთური სამჭედლო დაარბიეს, დახოცეს ქაჯები, მოაცამტვერეს მათი საბუდარი და დიდძალი განძით დაბრუნდნენ სამზეოზე. თან წამოიღეს: თასი, ოქროს ფანდური, ფურის რქა, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, საცერი და ქურთემული ანუ გრდემლი. ეს იყო სოციუმის არსებობისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საგნობრივი ატრიბუტები. გარდა ამისა, ქაჯავეთიდან წამოიყვანეს ქაჯის ქალები: სამძიმარი, მზექალი, აშEქალი და სიმენქალი. ამათგან გამორჩეულია სამძიმარი, ერთადერთი პოპულარული მდედრი ღვთაება ხევსურეთში, ვისთვისაც უცხო არაა სასიყვარულო ურთიერთობანი მოკვდავ აბულეთაურთ ხოლიგასთან და მაქციობის – სხვა სახედ გარდაქმნის, მეტამორფოზის – ზებუნებრივი უნარი. მისი ეპითეტებია „ხელი“ და „ყელღელიანი“, რაც ამ არსების სითამამეზე, სიკოხტავესა და მხიარულ ხასიათზე მიანიშნებს. ხევსურული პანთეონის თვალსაჩინო წევრებია: მოლაშქრე გუდანის ჯვარი („ბერი ბუქნაი ბაადური“), „თეთრი მთის ქორი თერგვაული“ და მჭედელი პირქუში („ცეცხლის ალიანი“, „გვეთეი ყაწიმისა“). უდიდესია თითოეული მათგანის ღვაწლი და დამსხურება, მადლი და სიკეთე ხევსურეთის საკრალურ ისტორიაში. რომ არა სხვადასხვა მისიით დედამიწაზე მოვლენილი დარგობრივი ღვთაებების თანადგომა, მფარველობა და წინამძღოლობა, შესაძლოა, ხევსურეთის მიწა-წყალზე დღესაც ისეთივე ქაოსი და შიშიანობა ყოფილიყო, როგორიც უხსოვარ, პრესიტორიულ, დევ-კერპების ბატონობის ხანაში სუფევდა. 106 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით | 107

ხევსურები

ხევსურებს სწამდათ ადგილის დედის – კონკრეტული გეოგრაფიული გარემოს მეთვალყურე ანგელოზისა და – ოჩოპინტეს – ნადირთმფარველი ღვთაების არსებობა. ადგილის დედას ქალად წარმოსახავდნენ, ხოლო ოჩოპინტეს – მამრად, რომელიც ერთგულად პატრონობდა თავის სამწყსოს და უმკაცრესად სჯიდა დადგენილი წესების დამრღვევ ურჩ მონადირეებს. ადამიანის დაბადებას, ხევსურთა რწმენით, თან სდევდა ცაზე მისი ბედის ვარსკვლავის გაჩენა. კვდებოდა ადამიანი და ციდან მისი კუთვნილი ვარსკვლავიც წყდებოდა. ბედის ვარსკვლავის რეალურობაში დაუეჭვებლობა ჩანს ხევსურული ლექსის შემდეგ ფრაგმენტში: ა, ის მასკვლავა ჩემია, მარტო რო დაკა ცაზედა... ასტრალური სიმბოლიკა, საერთოდ, ინტენსიურად ფიგურირებს ხალხურ აზროვნებაში. საინტერესოა, ხევსურების წარმოდგენა სამი მზის შესახებ. ხალხური მელექსე მიჰნატრის ქურაზიშვილების ძლიერ გვარს, რომელთათვისაც, განსხვავებით სხვა გვარებისაგან, სამი – პურადობის, მამაცობისა და თოფოსნობის – მზე ამოდის ცაზე. „მინდი რო დაბადებულ, ცაზე სამ მზე მდგარ“ – ასე გამოხატავს განღმრთობის გზაზე შემდგარი მითოსური გმირის დაბადების უჩვეულობას ხალხური ამბის ხევსური მთხრობელი. ხოგაის მინდი ქართული მითოლოგიის ის ღირსშესანიშნავი პერსონაა, ვინც ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელის“ მთავარი გმირის პროტოტიპად იქცა. ამავე პერსონის არაორდინალური ცხოვრების მხატვრული გააზრების საინტერესო ნიმუშია კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოები „ხოგაის მინდია.“ ხევსურული წარმომავლობის მითოსური გმირებია თორღვა ძაგანი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი და მამუკა ქალენდაური. რიგითი სახელხმიანი გმირებისაგან მათ „ნაწილიანობა“ გამოარჩევთ. „ნაწილიანობა“ (ღვთისნასახაობა) უიშვიათესი მოვლენაა და განიმარტება, როგორც ღვთის წილის ფლობა, ღვთიურ საწყისთან წილდებულობა, მოკვდავის არსებაში ზებუნებრივი სუბტანციის არსებობა. ხალხური პოეზია ორივე მათგანის განსა­კუთრებულობას ას­ ტრალური ნიშნების მსხვერპლშეწირვა სიჭარბეში ხედავს:


ხევსურები

როშკას ქვები – მითიური იახსარისა და დევების ბრძოლის ადგილი

დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო, მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე – მთვარის ნალიო. ალერდის წყალში გავარდა, ირემმ გაიღნა რქანია, შამაუბრუნდა, ფარავდა პირზე მზე, ბეჭებს – ფარია. ხევსურულ მითოსში სრულქმნილია საიქიოს უაღრესად შთამბეჭდავი ხატი: გაღმა სოფლის შესასვლელში ასაკოვანი ბიჭები დგანან და ყოველი ახალსულის მომავალ ბედს (სამოთხეში მოხვდება Yთუ ჯოჯოხეთში) მისი ამქვეყნიური საქმიანობის მიხედვით წყვეტენ. საიქიოში (სულეთი, შავეთთი) არის მდუღარე კუპრის ტბა. ზედ გადადებულია ბეწვის ხიდი. Uცოდვილები უვნებლად გადადიან ხიდზე, ხოლო ცოდვიანები ტბაში ვარდებიან და უკვალოდ იკარგებიან. საიქიოს შუაგულში ცხრათვალა ციხე დგას და ახალგარდაცვლილებს იღებს. უბრალონი და უდანაშაულონი ზედა სართულებზე თავსებიან. სიცოცხლეში სიავის ჩამდენთათვის ციხის ქვედა სართულებია განკუთვნილი.

108 | კავკასიის ბილიკები: ხევსურეთი | სამხრეთ საქართველოს მოკლე მიმოხილვით


Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.