ალტამირას გამოქვაბულის საიდუმლოება


This slideshow requires JavaScript.

მე-19 საუკუნეში ესპანეთში ცხოვრობდა არქეოლოგიით გატაცბული კაცი მარსელინო საუტუოლა. მას მხარზე მუდამ წერექვი და ბარი ჰქონდა გადებული და უძველესი ადმიანის ნაკვალევს ეძებდა. ერთხელაც 1875 წლის ერთ სისხამ დილას, იგი მთაში წავიდა. მას სურდა ალტამირას გამოქვაბული, სადაც  ადრეც იყო ნამყოფი,კიდევ ერთხელ დაემთვალიერებინა. მარსელინოს მისი 12 წლის ქალიშვილი მარიაც წაჰყვა. გამოქვაბულში პირველი მარია შევიდა. მალე მარსელინოს შემოესმა გოგონას ძახილი:- მამა, ჩქარა ,ჩქარა აქ ხარებია დახატული მოდი ნახე რა ლამაზია, მარსელიო სასწარაფოდ იქით გაეშურა , ფარნით მიანათ-მოანათა და რა დაინახა ? გამოქვაბულის კედელები და ჭერი შავი, წითელი და ყვითელი საღებავებით შესრულებული ბიზონების , ტახების , ირმების ცხენებისა და სხვა ცხოველების გამოსახულებებით იყო მოხატული. ეს ამბავი მთელ მსოფლის სენსაციად მოედო, ძალიან ბევრი მნახველი, თვით ესპანეთის მეფეც კი მიბრძანდა გამოქვაბულის დასამთვალიერებლად. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, მარიამმა და მამამისმა უძველესი ხელოვნების ნიმუშებს მიგნეს. მაგრამ მალე ზოგიერთ  მეცნიერს ეჭვი შეეპარა- ასეთ ლამაზ ნახატებს უძველესი ადამიანი როგორ დახატავდაო და ალტამიარს გამოქვაბული კვალავ საიდუმლოებამ მოიცვა. გავიდა რამდენიმე წელი , არქეოლოგემბა ესპანეთსა და საფრანგეთშიც ღმოაჩინეს მრავალი გამოქვაბული სადაც ისეთივე ნახატები იყო გამოსახული, როგორსაც მამ-შვილამა მიაკვლია მაშინ კი საბოლოოდ აეხადა ფარდა ალტამიარას საიდუმლოებას. უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გამოქვაბულთა კედლებზე შესრულებული ნახატები ნამდვილად უძველესი ხელვნების ნიმუშები გახლდათ.

 

This entry was posted in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink.