რა ხდება მურატ ილდირიმსა და მერიემ უზერლის შორის (5 ფოტო)

არაბულ ტელეარხის "MBC4"-ის გადაცემის "Turki Ekstra" სტუმრები ცნობილი თურქი მსახიობები მერიემ უზერლი და მურატ ილდირმი იყვნენ.
გადაცემაში მერიემ უზერლიმ მისი და მურატ ილდირიმის ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ილდირიმი მას ჯერ კიდევ სხვა სერიალებიდან მოსწონდა, მათ შორის კი უზერლიმ "მდუმარენში" ილდირიმის მიერ განსახიერებული პერსონაჟი გამოყო:

„მე 24 საათის განმავლობაში ვევედრებოდი პროდიუსერებს, რომ რომელიმე სერიალში ჩემი პარტნიოდი ყოფილიყო მურატი, თუ არა და მე არ ვითამაშებდი. საბოლოდ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა, სხვა რომ ყოფილიყო მის მაგივრად ალბათ მოვკვდებოდი“- განაცხადა მერიემ უზერლიმ.

მსახიობი გამოტყდა, რომ მას „დიდებულ საუკუნემდე“ ჰიურემ სულთანის შესახებ გაგებულიც კი არ ქონდა, ამასთანავე მსახიობმა აღნიშნა, რომ მის ძარრვებში გერმანული, თურქული და ამერიკული სისხლია.

„მე არ ვნანობ არაფერს, რაც აქამდე იყო. იმიტომ რომ, რაც გამოვიარე, კარგიც და ცუდიც, ყველაფერმა გამოცდილება დამიგროვა. ლარას დაბადების შემდეგ კი უკვე არაფრის არ მეშინია.“- აღნიშნავს უზერლი.

მერიემ უზერლის და მურატ ილდირიმის მონაწილეობით ახალი სერიალი 2015 წლის სექტემბერში გამოვა.



ნინო ზედგენიძე
მომზადებულია თურქული მედიის მიხედვით


















წყარო