როგორ გავიზარდოთ თმები სწრაფად? -ხალხური, ნაცადი მეთოდი!

გრძელი თმები ყოველთვის მოდური და ლამაზია. თუმცა, სანამ თმა გაიზრდება ლოდინი დიდხანს გვიწევს. არსებობს ხალხური მეთოდები, რაც თმის გაზრდას დააჩქარებს.
თმის გაზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მისი სიჯანსაღეა, ამიტომ პირველ რიგში თმის გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნით. სუფრის მარილი თმის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სუფრის მარილს, თუ თმაში შეიზელთ და მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვებთ, მაშინ თმები გამოცოცხლდება და გაზრდასაც სწრაფად დაიწყებს.

ამის გარდა, თმებისთვის დამატებით საკვებს მცენარეები წარმოადგენს. თმებს მცენარეული ნახარშებით, თუ დაიბათ, მაგალითად, ჭინჭრის ფოთლებით და გვირილა, მაშინ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

people.ge