Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ვის შეუძლება გახდეს უპატრონო მოძრავი ნივთის მესაკუთრე?

ვის შეუძლება გახდეს უპატრონო მოძრავი ნივთის მესაკუთრე?


ნივთი, რომელსაც მესაკუთრე მიატოვებს საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით, უპატრონო ნივთად ითვლება. უპატრონო მოძრავ ნივთს შეიძლება დაეუფლოს ყოველი პირი და გახდეს მესაკუთრე, მაგრამ კანონი ითვალისწინებს ამ წესიდან გამონაკლისებს. მოძრავ უპატრონო ნივთზე ნებისმიერი პირი ვერ შეიძენს საკუთრების უფლებას, თუ ნივთის მითვისება კანონითაა აკრძალული (მაგალითად, მიტოვებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა) და ვერც მაშინ, თუ უპატრონო ნივთის მითვისებით ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. დაკარგული ნივთის მპოვნელი ვალდებულია, ამის შესახებ განუცხადოს ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ანდა, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს გადასცეს ეს ნივთი. 

თუ დაკარგული ნივთის მისაღებად უფლებამოსილი პირი არ გამოჩნდა განცხადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვნზე. ეს წესი არ გამოიყენება, ანუ მპოვნელი ვერ გახდება მესაკუთრე თუნდაც ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მპოვნელისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის გასვლამდე გახდა ცნობილი მესაკუთრე, ან პოლიციაში უკვე განცხადებული იყო მესაკუთრის უფლება ნივთზე.

ნივთის მპოვნელს აქვს უფლება, უფლებამოსილი პირის მიერ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მოსთხოვოს მას ჯილდო  ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე ოდენობით და ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება (თუ ნივთი მპოვნელთან ინახებოდა). თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ. 

თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები