Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები


საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებს შესაძლებლობას აძლევს, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინებისას, ასევე განქორწინებისას.

მიუხედავად ამისა, საქორწინო ხელშეკრულება  ნაკლებად გავრცელებულია ქართულ სამართლებრივ რეალობაში.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამასთანავე, ხელშეკრულება სავალდებულო გარიგებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აუცილებელია მისი დადება წერილობითი ფორმით, ასევე დადასტურება სანოტარო წესით.

ზოგადი რეგულირების მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მეუღლეებს შეუძლიათ, საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით.

მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გაითვალისწინონ ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. 

მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს : მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობა, დავის შემთხვევაში - სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა შეთანხმებით, თუმცა, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ზოგადი წესის მიხედვით კი, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები