Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?
როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

ხელშეკრულების ფორმა - საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.

საქორწინო ხელშეკრულების დადება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ - შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი
1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.
3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

საქორწინო ხელშეკრულების დადება 
1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.
2. საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

საოჯახო ხარჯების გაწევის წესი - მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას.

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა შეზღუდვა - საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია
1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება.
2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
2. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.
3. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლა სასამართლოს მიერ
- დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები