პერსონალური კომპიუტერი

პერსონალური კომპიუტერი (Personal Computer-PC)

პერსონალური  კომპიუტერი არის პროგრამულად მართვადი რთული ელექტრონული სისტემა. მისი დანიშნულებაა ინფორმაციის მიღება, დამუშავება, შენახვა და გაცემა.  პერსონალური  კომპიუტერი  შედგება ხუთი ძირითადი კვანძისაგან: სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა , UPS და მაუსი.

maxresdefault

     პერსონალური  კომპიუტერის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სამი სახის უზუნველყოფა: ტექნიკური უზრუნველყოფა(Hardware), პროგრამული უზრუნველყოფა(Software) და ინფორმაციული უზრუნველყოფა(Dataware).

ტექნიკური უზრუნველყოფა ტექნიკური მოწყობილობების (საშუალებების) ერთობრიობაა და ის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1.სისტემური დედაპლატა (Motherboard)  2. ცენტრალური მიკრო პროცესორი(CPU),  3.სისტემური მეხსიერება (RAM), 4.კომპიუტერული სალტე (Bus),  5. მიკროსქემების ანაკრები (Chipsets),   6. შეტანა გამოტანის ბაზური სისტემა (BIOS),   7.გაფართოების პლატები (Expansion cards),  8.გასართები, ინტერფეისები და პორტები (Connectors),  9.სისტემური ბლოკის კორპუსი (Case), 10.ელექტრო კვების ელემენტები და ბლოკები (PSU,UPS).

        სისტემური დედაპლატა რთული მრავალფენიანი ნაბეჭდი ფირფიტაა, რომელზეც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონეტები:  2.ცენტრალური მიკრო პროცესორი, 3.სისტემური მეხსიერება, 4. კომპიუტერული სალტე, 5. მიკროსქემების ანაკრები, 6. შეტანა-გამოტანის ბაზური სისტემა, 7. გაფართოების პლატები, 8. გასართები, ინტერფეისები და პორტები,)[იხ.სურ.01] .  სისტემური დედაპლატა და  ელექტრო კვების ბლოკი(სურ.10) განთავსებულია სისტემური ბლოკის კორპუსში.

1. სისტემური დედაპლატის   დანიშნულებაა  პერსონალური  კომპიუტერის  კომპონენტების ერთმანეთთან ელექტრული შეერთება.

2. ცენტრალური მიკრო პროცესორის  დანიშნულბაა მონაცემების მათემატიკური და ლოგიკული დამუშავება   აგრეთვე მმართველი სიგნალების გამომუშავება.

3.სისტემური ანუ ოპერატიული მეხსიერება რეალიზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მისი დანიშნულებაა მონაცემების წაკითხვა ან ჩაწერა

4.მონაცემები გადაადგილდებიან ერთი კვანძიდან მეორე კვანძში ინფორმაციური მაგისტრალების საშუალებით( ელექტრული სადენები და სალტეები,  ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხები,  რადიოტალღები. Electric wire and  bus, opto-fiber channel, radiowaves). უფრო ზუსტად რომ ვთქვათ კომპიუტერის მაგისტრალებით გადაადგილდებიან:  მონაცემები, მართვის სიგნალები და მისამართები

დატოვე კომენტარი