სასარგებლო რჩევები

გულამოსკვნილი ტირილი აახალგაზრდავებს

გულამოსკვნილი ტირილიკანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტირილი ხსნის სტრესს და ორგანიზმს აახალგაზრდავებს.

გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ 15 წუთის განმავლობაში გულამოსკვნილ ტირილს შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული დაძაბულობის მოხსნა – ეს ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ეხებათ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ცრემლის ქიმიური შემადგენლობაც, მასში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ კანზე. ცრემლში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ კანის გასუფთავებას, ამასთან, ანტიალერგიული და ანთებსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვთ.

იქნებ, ამიტომაცაა, რომ ქალბატონები, რადგან მამაკაცებზე ხშირად ტირიან, უფრო გვიან ბერდებიან და ზოგჯერ თანატოლ მამაკაცებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებიან.