fbpx

ლამაზი ფერებით შექმნილი ნახატები

ავტორი ჟოლო
298 ნახვა

ახალგაზრდა მხატვრის ეკა ქოჩაკიძის გამოფენა, 8 დეკემბერს ქიაჩელზე “Tea Alrthaus” -ში, 4 საათზე მოეწყობა. ეს მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენაა. ამჯერად მხატვარი 2 წლის განმავლობაში შესრულებულ 16 ნამუშევარს წარადგენს. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ძირითადად საოცარი ფერებით შექმნილ პეიზაჟს იხილავს.  


 

 

ეკა ქოჩაკიძე: „ხატვის დროს ჩემთვის ფორმას იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, როგორც ფერს. რამდენიმე ნახატი არის შერეული ტექნიკით,  როდესაც ერთმანეთში ამ ფერებს ვურევ და ჩემთვის სასურველ ფერს ვსვამ  საოცარი განცდა მეუფლება. მწერლისთვის ეს განცდა ალბათ წარმატებული წიგნია, პოეტისთვის კარგი ლექსი, მე კი ფერზე მაქვს ამგვარი რეაქცია. ხალხის შეფასებას შეიძლება უფრო ნაკლებ ვაქცევდე ყურადღებას ვიდრე ფერის მიგნებას. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული, დადებითი მუხტი და ძალიან დიდი საზრდოა“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment