fbpx

როგორია ძლიერი ქალი?

ავტორი ჟოლო
735 ნახვა

ვიცი, რომ ზოგიერთ მამაკაცში ცნება „ძლიერი ქალი“ იწვევს გაღიზიანებას. ხშირად ეს იმის ბრალია, რომ სიტყვა „ძლიერს“ ისინი აიგივებენ „დამოუკიდებელთან“, რაც მათ კიდევ უფრო აშფოთებთ. ვფიქრობ, რომ ამის უკან იმალება შიში. შიში იმისა, რომ ისინი ნაკლებად ეყვარებათ, რადგან ამ სიტყვებიდან დაახლოებით ისე ჩანს, თითქოს დამოუკიდებელ ქალს საერთოდ არ სჭირდება მამაკაცი, მაგრამ ეს ასე არ არის.

ძლიერი ქალი ეს არის ქალი, რომელსაც აქვს შინაგანი ბირთვი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მტკიცე ხასიათი. არა მკაცრი ან ბრაზიანი, არამედ სწორედ მტკიცე. ეს არის პრინციპებისა და საკუთარი შეხედულებების მქონე ადამიანი, რომელიც ისეთი ნებისყოფის პატრონია, რომ შეძლებს გაუმკალვდეს თითქმის ყველანაირ ცხოვრებისეულ სირთულეს.

სიტყვა ძლიერი- ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ მამაკაცებსაც, თანაც ისე, რომ არ ვიგულისხმოთ ფიზიკური ძალა. ძლიერი ადამიანი არის ის, ვინც წაქცევის შემდეგ ახერხებს წამოდგომას, რაც არ უნდა მოხდეს. მსგავს ცხოვრებისეულ მომენტებში მამაკაცისთვის ძალიან კარგია, თუ მის გვერდით ძლიერი ქალია, იმიტომ რომ ქალი არ ატირდება თქვენს ცუდად ყოფნაზე, არამედ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ თქვენ თავი უკეთ იგრძნოთ. ის არ მოგაწყენთ თავს უფულობაზე წუწუნით, თუ თქვენ დაკარგავთ სამსახურს, მას შეუძლია თავად დაიწყოს მუშაობა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მუდმივად ახლოს ხართ თუ ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებით, ის ყველა შემთხვევაში განაგრძობს შვილების ღირსეულად აღზრდას.

ძლიერმა ქალებმა, რომლებიც ქარხნებსა და სოფლად დღე-ღამეში 12-14 საათს მუშაობდნენ, შეძლეს ომის გადატანა და მის მძიმე შედეგებთან გამკლავება. ამიტომ ცხადია, რომ სიძლიერეს არ გააჩნია სქესი, ეს არის ზოგადი ადამიანური თვისება. დამოუკიდებელი ქალი ეს არის ყველაზე მტკივნეული სიტყვათშეთანხმება მამაკაცებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ კაცების უმრავლესობისთვის არც ისე სახარბიელოა ქალის დამოუკიდებლობა მამაკაცისგან, მათ ხომ სწორედ ასე ესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა.

თუმცა სინამდვილეში დამოუკიდებელი ქალი ხომ კიდევ ერთი პლიუსია მამაკაცისთვის. ის თქვენს გარეშეც მტკიცედ დგას ფეხზე და არ ჩამოგეკიდებათ კისერზე მისი თან წაყვანის მოთხოვნით, რადგან დამოუკიდებელ ქალს თავისი საქმეებიც ბლომად აქვს. ის არ მოგთხოვს ფულს, რადგან საკუთარი შემოსავალი ექნება და მხოლოდ მაშინ მიიღებს თქვენგან საჩუქრებს, როცა თქვენ მისთვის სიხარულის მინიჭება გენდომებათ. ის არ გაყიდის თქვენს ურთიერთობას საჩუქრებზე.

თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ სიყვარულისთვისაა თქვენთან და არა ბინის, ფულის ან სამსახურის გამო. მას ნამდვილად უყვარხართ. მისი არჩევანის თავისუფლება თქვენ გაშინებთ , მაგრამ ზუსტად ეს უნდა განიჭებდეთ თვითდაჯერებულობას, რადგან ამ ქალისთვის საუკეთესო ხართ. ადამიანი, რომელსაც ბედნიერებისთვის აუცილებლად სულაც არ სჭირდება გვერდით მეორე ადამიანი. სხვა ადამიანის გვერდით ყოფნას შეუძლია გაამრავალფეროვნოს და უფრო მძაფრი გახადოს ესა თუ ის მომენტი, მაგრამ არ შეუძლია განსაზღვროს იქნებით თუ არა ბედნიერი ან უბედური. თვითმყოფადი ქალებიც და მამაკაცებიც საკუთარი კეთილი ნებით იწყებენ ურთიერთობებს. ისინი ისწრაფვიან რათა ერთად შეიგრძნონ სიყვარული, გამოავლინონ ახალი მხარეები საკუთარ თავში, მიიღონ და გასცენ.

თვითმყოფადი ქალი არ გახდება მიჯაჭვული და დამოკიდებული საყვარელ კაცზე, არ მოუწყობს მას ისტერიკებს, მას ეს უბრალოდ არ სჭირდება. თუ მან სწორედ თქვენ ამოგირჩიათ, ეს იმას ნიშნავს რომ ის იმედოვნებს, რომ თქვენ კარგად ხართ, ერთად და კიდევ უფრო უკეთ იქნებით. არავინ არავის არ გადაარჩენს და განკურნავს, დაეწევა ან გამოეკიდება. მხოლოდ თვითმყოფად თვდაჯერებულ ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს ნამდვილი უანგარო სიყვარული.

 

ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment