ახალი ამბები
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა – ცნობა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა. უწყების განმარტებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა.

ნავალნის სიკვდილს უკვე გამოეხმაურა დასავლეთის არაერთი ლიდერი:

შარლ მიშელი – ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობებისთვის. ის თავის იდეალებს შეეწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკული სიკვდილისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.”

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი:

” ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. ის რუსეთში დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდასაჭერად იბრძოდა – და, როგორც ჩანს, თავისი სიმამაცე სიცოცხლით გადაიხადა. ეს საშინელი ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი და როგორი რეჟიმია მოსკოვში”.

ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

“ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს” .

ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.ნავალნი მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება.”

ლექსეი ნავალნის სახელს არაერთი დოკუმენტური ფილმი უკავშირდება, მათ შორის არის: “პუტინი სამუდამოდ?” “ჩაიკა, “ვადა”, “ის დიმონი არ არის”, “ბორის ნემცოვი”.

ალექსეი ნავალნის, თაღლითობის ბრალდებით 9 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.