top of page

რა უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს ნიჟარის შეძენამდე

Updated: Mar 31, 2023



ახალი სამზარეულოს ნიჟარის არჩევა არის ინვესტიცია, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენი სამზარეულოს იერსახეს და ფუნქციონალურობას. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, მიიღებთ თუ არა თქვენი ოცნების სამზარეულოს, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ნიჟარის შეძენამდე:

1. შეუხამეთ ნიჟარა სამზარეულოს ზედაპირს - სანამ დახარჯავთ დროსა და ძალისხმევას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდეს ნიჟარა და სამზარეულოს დახლი (ზედაპირი) თქვენი სამზარეულოს დაბალანსებული იერისათვის. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამზარეულოს ნიჟარა დახლს (ზედაპირს) ეყრდნობა და ჩანს მისი კიდე. თქვენს მიერ არჩეული ნიჟარა არა მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს ფუნქციურ საჭიროებებს, ის ასევე უნდა ავსებდეს თქვენს ზედაპირს.

სამწუხაროდ, ბევრი უგულებელყოფს ნიჟარის დიზაინს, როგორც სამზარეულოს დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს და მას შემდეგ, რაც უკვე შეიძენს ნიჟარას ცდილობს შეუხამოს ზედაპირი ყველა დეტალს ერთდროულად (სამზარეულოს კარადებს, კედელს, ნიჟარას და ა.შ), რაც უფრო რთული პროცესია და კომპრომისებს მოითხოვს.

გაცილებით ეფექტურია, როდესაც თქვენი სამზარეულოს ნიჟარა შეესაბამება თქვენს სამუშაო ზედაპირს, რადგან ისინი ერთი და იმავე სივრცეშია განლაგებული და აქვთ ერთნაირი დანიშნულება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიჟარას უნდა ჰქონდეს იდენტური ფერი, რაც ზედაპირს. ისინი უბრალოდ უნდა იყვნენ შეთანხმებული სტილში. აღნიშნული განისაზღვრება სახლის მთლიანი ინტერიერის დიზაინით და ბინის/სახლის დანიშნულებითა თუ ფართის ზომით, მაგალითად, აკეთებთ თქვენ სამზარეულოს კომერციული ბინის მიზნებისათვის (გასაქირავებელი ბინა), სტუდიოს ტიპის ბინა, სააგარაკე სახლისთვის . ..... და ა.შ.

შესაძლებელია ფერებში შეირჩეს ზედაპირთან მიმართებით კონტრასტული გამოკვეთილი ან პირიქით თითქმის იგივე, შეთანხმებული ფერის, რაც ფაქტიურად „უხილავს“ გახდის ნიჟარას და არ გამოიკვეთავს მას.

მაგალითად, თუ თქვენს სამუშაო ზედაპირს აქვს ბუნებრივი ქვის ეფექტი, შეიძლება მას არ მოუხდეს უჟანგავი ფოლადის გლუვი, თანამედროვე ნიჟარა და სჯობდეს შეურჩიოთ კომპოზიტური ქვის ნიჟარა ან პირიქით ბეტონის ეფექტის მქონე, სადა ნაცრისფერ ზედაპირს კარგად შეეხამოს მინიმალისტური სტილის „ნერჟავეიკა“.


2. მასალა - (გრანიტი თუ უჟანგავი ფოლადი) - ეს არის დღეისათვის ყველაზე გავრცელებული სახეობები: თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, უმეტეს შემთვევებში, სამზარეულოს ნიჟარად ირჩევენ ორი კატეგორიის მასალას: უჟანგავი ფოლადის ნიჟარების მოდელებს ან კომპოზიტური ქვის (გრანიტის) ნიჟარების მოდელებს, რადგან ისინი ადვილად გასაწმენდია, თანამედროვე და ვიზუალურად მიმზიდველია. ორივე ტიპის მასალას აქვს როგორც თავისი უპირატესობები ასევე ნაკლოვანი მხარეებიც, იქნება ეს მდგრადობა, წონა თუ კაწრვისაკენ მიდრეკილება...


3. მასალის ხარისხი/ფასის შესაბამისობა - რა მასალის ნიჟარაც არ უნდა შეარჩიოთ არსებობს განსხვავებული ხარისხი ერთიდაიმავე სახეობის პროდუქტებს შორის, რაც განაპირობებს ფასთა სხვაობას. მაგალითად,


· გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის BLANCO-ს ყველა უჟანგავი ფოლადის ნიჟარა დამზადებულია პრემიუმ ხარისხის 304 სერიის ფოლადით, 18/10 ქრომ-ნიკელის შემცველობით. ქრომ-ნიკელის შემცველობა გულისხმობს ქრომისა და ნიკელის პროცენტს ნიჟარის უჟანგავ ფოლადში. ქრომი ანიჭებს უჟანგავი ფოლადს ბზინვარებას და გამძლეობას, ხოლო ნიკელი უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს. 18/10 უჟანგავი ფოლადი ნიშნავს, რომ ნიჟარა შეიცავს 18% ქრომს და 10% ნიკელს. BLANCO-ს უჟანგავი ფოლადის ყველა კოლექციას აქვს 18/10 ქრომ-ნიკელის შემცველობა, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს გამძლეობას და კოროზიის წინააღმდეგობას ათწლეულების განმავლობაში. ჟანგბადთან ერთად ქრომი ქმნის თხელ, მაგრამ ძალიან მყარ და მკვრივ ფენას. ამ უხილავ დამცავ ფენას პასიური საფარი ეწოდება და მუდმივად განახლდებადია, ჩვენი კანის მსგავსად. ეს ფენა ასევე უზრუნველყოფს დაცვას გარემოს გავლენისგან. ნიკელის დახმარებით მჟავე ნაერთები ვერ აზიანებენ მასალას. ფოლადის, ქრომის და ნიკელის ეს სამმაგი ნაერთი უჟანგავ ფოლადს უკიდურესად გამძლეს ხდის. BLANCO-ს უჟანგავი ფოლადს აქვს არაფოროვანი ზედაპირი, რომელიც ხელს უშლის ჭუჭყის, ბაქტერიების და მიკროორგანიზმების დაგროვებას. აღწერილი თვისებების გამო, მას აქვს გამძლეობა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მჟავებისა და ლაქების მიმართ, როგორიცაა ყავის ან გარკვეული სახის ხილისა და ბოსტნეულის სითხის ლაქები. მზის სხივების ხანგრძლივი პერიოდით ზემოქმედებაც კი არ ცვლის მისი ელეგანტური მასალის ტექსტურის ფერს. მინიმალური მოვლით, BLANCO-ს უჟანგავი ფოლადის ნიჟარა ხანგრძლივად ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას და ღირებულებას.

BLANCO-ს გრანიტის ნიჟარები შედგება Silgranit-ისგან, კომპოზიტური მასალისგან, რომელიც დამზადებულია 80%-მდე კვარცის ქვიშისგან. მასალა ძალიან მდგრადია. შეგიძლიათ თავისუფალად მოიხმაროთ ნიჟარა, მიუხედავად იმისა, ამზადებთ პომიდორს, მარწყვს, ლიმონის წვენს თუ ჭარხალს, რადგანაც ლაქები საერთოდ არ რჩება. ეს იძლევა Silgranit-ის ნიჟარის ფუნქციონალურობისა და ვიზუალური მიმზიდველობის ოპტიმალურ სინთეზს. გარდა ამისა, Silgranit-ის ნიჟარები დამზადებულია დაპატენტებული დამცავი ფორმულით Hygiene+Plus ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მის ზედაპირს ხდის არაფორიანს და, შესაბამისად, ადვილად გასაწმენდს. Silgranit-ის მასალის ჰიგიენურმა ტესტმა აჩვენა, რომ მასალა აფერხებს მიკრობების წარმოქმნას და მიკროორგანიზმების ზრდას. ტესტები ჩატარდა DHZ-ის მიერ (German Hygiene Certificate GmbH) 2022 წლის აპრილში. მეტი დეტალები ტესტების შესახებ ხელმისაწვდომია აქ: PDF in english


სამზარეულო ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ამიტომ ხშირად არ ვუკვირდებით რამდენ ცვეთას და გამოყენებას უძლებს ნიჟარა დროთა განმავლობაში. იმისათვის რომ ნიჟარის შეცვლა მალე არ მოგვიწიოს მიზანშეწონილი იქნება გავაკეთოთ ინვესტიცია კარგ ხარისხში რათა თავიდან ავიცილოთ მომავალში ზედმეტი ფულისა და დროის დახარჯვა.

4. სამზარეულოს შესაფერისი ზომები, - ნიჟარის ზომის არჩევისას რამოდენიმე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი: 1. ბიუჯეტი - ზოგადად, რაც უფრო დიდია ნიჟარა, მით უფრო მაღალია მისი ფასი. 2. თქვენ ასევე უნდა იყოთ რეალისტური იმის შესახებ, თუ რამდენად იყენებთ ნიჟარას. თუ არ ხართ აქტიური მზარეული, ალბათ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ დიდი ზომის ორჯამიან ნიჟარას. მაგრამ ყოველთვის ჯობია უფრო დიდი იყიდოთ ვიდრე პატარა, თუ თქვენ გაქვთ საკმარისი სივრცე მის მოსათავსებლად. პატარა სამზარეულოს შემთხვევაში, დიდმა ნიჟარამ შეიძლება მთელი ოთახის სივრცე დაიკავოს.

5. კონფიგურაცია - ერთჯამიანი კვადრატული თუ განიერი მართკუთხა ფორმით/ორჯამიანი თანაბარი ან დიდი და პატარა ჯამებით/ - თუ გყავთ დიდი ოჯახი ან ხშირად მართავთ წვეულებებს/იღებთ სტუმრებს და დღის განმავლობაში უამრავ კერძს ამზადებთ, მაშინ განიხილეთ ნიჟარა ორმაგი ჯამით, რადგან შეგიძლიათ ჭუჭყიანი ჭურჭლის გამოყოფა გამოსაყენებელი ნიჟარის ადგილიდან, რაც აადვილებს დასუფთავების მთელ პროცესს. ალტერნატიულად, აირჩიეთ დიდი ერთი თასის ნიჟარა, თუ გსურთ ერთი დიდი გამოსაყენებელი ადგილი, შუაში გამყოფის გარეშე. ეს იდეალურია, თუ ხშირად ხმარობთ ღუმელს და გიწევთ თუნუქის ფირფიტების ან დიდი ტაფის რეცხვა. ერთი აუზის ნიჟარები ყველაზე გავრცელებულია, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ თავისუფლად გარეცხოთ დიდი ზომის ჭურჭელი. ამ ტიპის სამზარეულოს ნიჟარა უხდება თითქმის ნებისმიერ სამზარეულოს.

6. ფორმა - მრგვალი თუ ოთხკუთხედი. მისი ფორმა მაინც მნიშვნელოვანია. ბევრი დიასახლისი მიიჩნევს, რომ მომრგვალებული კიდეებით ნიჟარები უფრო ადვილია გასაწმენდათ, რადგან ჭუჭყი და საკვები კუთხეებში არ ჩერდება. ასევე პლიუსია თუ გავითვალისწინებთ სამზარეულოს ინტერიერის დიზაინის დეტალებსაც. მაგალითად: როგორი ფორმის ოთახია ან რომელი ტიპის დეტალებს ვხვდებით უფრო ხშირად მომრგვალებულ თუ კუთხეებს, კვადრატებს თუ წრეებს. ეს ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული ნიჟარის ფუნქციონალურობასთან ერთად.


265 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page