სად შეიძლება ხარისხიანად სწავლა. რას ფიქრობენ სტუდენტები ჯავახეთიდან

სად შეიძლება ხარისხიანად სწავლა. რას ფიქრობენ სტუდენტები ჯავახეთიდან

სამცხე-ჯავახეთში ბევრი სტუდენტი ცხოვრობს რომელთა აზრი იმის შესახებ, თუ სად ისწავლონ განსხვავებულია.

სტუდენტები, რომლებიც ქალაქ, ახალქალაქში სწავლობენ ამბობენ,, აქ სწავლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს ყოფილიყვნენ. მათი თქმით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტი მათ  საერთო საცხოვრებელს სთავაზობს რომელიც უზრუნველყოფილია კომფორტული საცხოვრებელი პირობებით. ადგილობრივი სტუდენტები კმაყოფილი არიან სწავლის მაღალი ხარისხით. ახალგაზრდების აზრი განსხვავდება და თბილისში სწავლის მსურველიც ბევრია.იმ სტუდენტებმა კი რომლებმაც თბილისში სწავლა გადაწყვიტეს, თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი დედაქალაქში უმაღლესი განათლების მიღება  და არც უფიქრიათ, თბილისის გარდა სადმე სხვაგან ესწავლათ.  თავიდანვე იცოდნენ, რომ მოუწევდათ ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის ამაღლების ცენტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტს,  ავტორიზებული უნივერსტიტეტის სტატუსი 2020 წელს მიანიჭა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სტუდენტებს  საშუალება აქვთ უფასოდ ისწავლონ როგორც ქალაქ.ახალციხეში ასევე უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში. 2023 წელს უნივერსიტეტმა მიიღო აკრედიტაცია, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების გადამზადების პროგრამაზე.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში

Radio NOR · სად შეიძლება ხარისხიანად სწავლა. რას ფიქრობენ სტუდენტები ჯავახეთიდან