იტალიური ბატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იტალიური ბატი

იტალიური ბატიბატის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს იტალიაში, ადგილობრივი ბატების გაუმჯობესების გზით. საშუალო ზომის ფრინველია, მამლის ცოცხალი მასაა 6,0–6,5 კგ, დედლისა — 5,0–5,5 კგ; ტანი კომპაქტური და ჰორიზონტალურად დაყენებული აქვს; შეფერილია თეთრად, ნისკარტი და ტერფები ნარინჯისფერა. კვერცხის მასა 155–165 გრამს შეადგენს, მისი ნაჭუჭი თეთრია. კვლავწარმოების ხარისხი კარგია (მეკვერცხულობა — 48–50 კვერცხი, კვერცხის განაყოფიერება — 85–90%, ჭუჭულის გამოყვანის მაჩვენებელი — 65–70%), 9 კვირის მოზარდეულის ცოცხალი მასა 3,8–4,0 კგ-ია. იტალიურ ბატს იყენებენ ხორცის, ღინღლის, ბუმბულის მისაღებად, სადედე ფორმად ჯიშთაშორის შეჯვარებებში, ასუქებენ ცხიმოვანი ღვიძლის მისაღებად (სპეციალურად გასუქებული ბატის ღვიძლის მასა 600 გრამამდეა). მის მოშენებას მისდევენ იტალიაში და სხვა ქვეყნებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ройтер Я. С. ИТАЛЬЯНСКИЕ ГУСИ // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 220.