ფილდ-სპანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილდ-სპანიელი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 19-23 კგ.
მდედრი 16-19 კგ.
სიმაღლე მამრი 55-58 სმ.
მდედრი 51-55 სმ.
ბეწვი ღვიძლისფერი,შავი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ფილდ-სპანიელი (ინგლ. Field Spaniel) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ფილდ-სპანიელი თავდაპირველად კოკერ-სპანიელის ერთ-ერთ სახეობად ითვლებოდა, დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს 1892 წელს. ფილდ-სპანიელის მოშენებამ მხოლოდ საგამოფენო მიზნით, გამოიწვია მისი მუშა თვისებების გაუარესება. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ჯიში თითქმის განადგურდა, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოს შესაძლებელი გახდა ამ ჯიშის ძაღლების რაოდენობის გაზრდა. მას შემდეგ რაც ფილდ-სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარეს, მისი გარეგნობა ძალიან შეიცვალა. ამას მოჰყვა ძალიან სამწუხარო შედეგები. XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს მიზანმიმართულად გრძელზურგიანი და მოკლე, მძიმეძვლიანი ძაღლების გამოყვანა. შედეგად ფილდ-სპანიელებმა სრულებით დაკარგეს მუშა თვისებები. დღესდღეობით პოპულარული, ფილდ-სპანიელი ჩამოყალიბდა 1960 წელს, როდესაც ჯიშის აღსადგენად ისინი შეაჯვარეს ინგლისურ კოკერ და სპრინგერ-სპანიელებთან. ფილდ-სპანიელს აქვს საშუალო ზომის, სერიოზული, ოდნავ ნაღვლიანი თვალები, გრძელი ყურები, წინა ფეხები სწორია, მბზინავი აბრეშუმისებრი ბალანი იცავს ძაღლს უამინდობისგან. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ღვიძლისფერი, ღვიძლისფერი-თეთრით, შავი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადვილად იტანს სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრება, ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: