კახა კალაძე-ბაგები ვაჟა ფშაველას დაუკავშირდება

დედაქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დღეს კახა კალაძემ მაშტაბური პროექტი დაანონსა, რომელიც ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის გაგრძელებას გულისხმობს.

კახა კალაძე-ბაგები ვაჟა ფშაველას დაუკავშირდება

“ვგეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას – ეს იქნება ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადმოსასვლელი ხიდის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც ქავთარაძესა და ვაჟას ქუჩებს დააკავშირებს ერთმანეთთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება”, – აცხადებს დედაქალაქის მერი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.