ხშირად გვესმის - თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, უწყვეტი მშენებლობებით მწვანე საფარი ნადგურდება, სწორედ ამიტომ თბილისს „ბეტონის ქალაქს“ უწოდებენ.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

მაშინ, როდესაც ფანჯრიდან გაიხედავ და ქალაქის ხედის ნაცვლად, კედელს დაინახავ, თუნდაც ერთი ხის დარგვას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის. მითუმეტეს რამხელა მნიშვნელობა აქვს ისეთი მინიმალისტური სივრცის გაშენებას, სადაც შეგიძლია დაისვენო, განიტვითო, ერთი ჭიქა ყავა დალიო ბუნების წიაღში, უამრავ მცენარეს გაეცნო და თითოეული მათგანი შეიძინო კიდეც, თან შეიძლება შემთხვევით ქორწილის ცერემონიალის მომსწრეც გახდე და ყვავილების სურნელმა თავბრუ დაგახვიოს, გაგახსენდეს ჩვენი პატრიერქის სიტყვები:

„ხეები მგრძნობიარენი არიან, თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ. საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები. თუ მათ გულისყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან, როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა. მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა არც ისე კარგად ვართ. ჩვენს ეზოებში, ან თუნდაც კორპუსის ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით ვითრგუნებით. აღარც ხეებს ვრგავთ, აღარც ყვავილებს, რომელზეც დილის ნამი ისე ბრწყინავს, რომ მასთან ნადვილი მარგალიტი არაფრად გეჩვენება, სადაც ჩიტები გალობით გახსენებენ, რომ გახუნებული ყოფის გარდა არსებობს ფერადი, სიცოცხლით სავსე ბუნება, რომლის შვილიც ხარ. ამიტომაც ბუნებას უნდა მიაშურო მაშინაც, როცა ძალიან შეწუხებული ხარ, რადგან ის განუგეშებს, ანდა როცა ძალიან გიხარია, რადგანაც ის გაიზიარებს შენს დიდ სიხარულს“.

მცენარეებმა რომ სიხარული გაგიზიარონ, სწორედ ასეთი ადგილია „გარდენია შევარდნაძე“.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ასკანაში ოქროს მედალზე სკოლადამთავრებულმა და გერმანიაში განსწავლულმა ბიოლოგმა, ბოტანიკოსმა ზურაბ შევარდნაძემ გვაჩუქა საუკეთესო სივრცე ხუდადოვზე, სადაც შეხვალთ და გამოსვლა აღარ მოგინდებათ და რომელიც ჩვენს ქალაქს უდაოდ, ძალიან ამშვენებს.

მას თბილისის ზღვის მახლობლად, იქვე მოწყობილ ბაღში და სათბურში, უამრავი სახეობის მცენარე გაუხარებია.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე
გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ყველა ძველი ნივთი, რომელსაც ბევრი ჩვენთაგანი ალბათ გადაყრიდა, ისე აქვს გამოყენებული, რომ დანახვისას სინანულის გრძნობა გაგიჩნდება, თუ როგორ გაიმეტე, შენც ხომ გქონდა ესეთი ნივთი ერთ დროს…

გარდენიას ლანდშაფტურ დიზაინს, ხომ უამრავი ძველი ნივთი ამშვენებს.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ყვავილებისა და დეკორაციული ხეების გარდა, გარდენია თავს იწონებს ევროპული ყაიდის „პატარა კაფით”.

კაფე, რომელიც რეტროს სტილშია გადაწყვეტილი, ძველებური ავეჯით, ჭურჭელით სასიამოვნო გარემოს ქმნის მნახველთათვის და მუდმივად სტუმრებს მასპინძლობს. საოცრად ლამაზია ყველაფერი ძველი და არაფერი ახალი თურმე…

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე
გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე
გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

მთელი ბაღის ნამდვილი სიურპრიზი კი ვინტაჟური ნივთებია, რომლებიც საბჭოთა სახლებიდან არის მორჩენილი – ფერადი მომინანქრებული ჩაიდნები, მოხატული გობები, ფაიფურის ფინჯნები და ორიგინალური საყვავილეები, მაგიდები და სკამები, როიალი.

ბაღს რამდენიმე მცირე და დიდი ზომის შადრევანიც ამშვენებს. აქ პატარა გუბურა, სავსეა წითელი თევზებით.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ბაღი? აი ბაღზე რა პასუხი აქვს ბატონ ზურაბს – „ეს ბაღი მარტო ბაღი არ არის. ეს არის შენ ირგვლივ დაცული სამყარო. ჩემ ირგვლივ თუ მექნება დაცული სამყარო, აუცილებლად გადავრჩები. რაც უფრო ბევრი სამყარო მექნება ქვეყანაში, ამ ბევრი სამყაროდან გამოვა ერთი დიდი სამყარო და ასეთი შეკრული სამყარო აუცილებლად გადარჩება. ჩემი მიზანი კიდევ ის არის, რომ ძველი ძვირფასი ჯიშები არ დაიკარგოს. მე ვამბობ ამას მკაფიოდ და დასაბუთებულად: ჩვენი ძველი ჯიშები არანაკლები სიმდიდრეა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ოქროს ფონდი. ძველი ჯიშები იკარგება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან მათი ფასი და მნიშვნელობა. ვერ აცნობიერებენ, რომ ჯიში თუ დაიკარგება, მისი მოყვანის და მოყვანილით სარგებლობის ცოდნაც იკარგება. ცოდნა რომ იკარგება, ამაზე დიდი უბედურება, არ ვიცი, რა არის. ჩემი დიდი და მთავარი მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში ბევრი ბაღი იყოს. იმ ბაღებთან ერთად, ბაღის შემცნობი და დამფასებელი ადამიანები გვჭირდება“.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ბაღს ხშირად სტუმრობენ მოდელები, მსახიობები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ზურაბ შევარდნაძის აზრი კი ასეთია:

„მე გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი დროის ნაწილი, შეიძლება, ნახევარიც კი, ადამიანებს უნდა დაეთმოს. მარტო მცენარეს თუ გადაყვები, ადამიანი დაგრჩება უყურადღებოდ. მაშინ, რაღად მინდა ბაღი, თუ ეს ბედნიერება და სიამოვნება არ მექნება, რომ საინტერესო ადამიანებთან ერთად ვიჯდე და ვსაუბრობდე? თუ ამის ფუფუნება არ მექნება, ბაღი ხომ ფუნქციას კარგავს?“.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

აქვეა შენობები სტუმრების ღამის გასათევად. შენობაში ხუთი 2-საწოლიანი და ერთი 1-საწოლიანი აპარტამენტია. გარდენიაში სტუმრებს სასტუმროს სერვისებს არ სთავაზობენ, მათ საშუალება აქვთ ბაღის ჭიშკრის, სახლისა და აპარტამენტის გასაღები იქონიონ. საუზმეს ბაღში პატარა კაფეში მიირთმევენ. პირველ სართულზე არის სადღესასწაულო სივრცე, სადაც ერთ გრძელ მაგიდასთან 20 სტუმარი თავსდება, ვახშმები დაკვეთით კეთდება. გამორჩეული სტუმრიანობა ბაღს იმ თვეებში აქვს, როცა ბაღი ყვავის და განსაკუთრებით ლამაზია – ანუ გაზაფხულისა და შემოდგომის თვეებში.

აქ შეგიძლიათ თიხის სახელოსნოში მოსინჯოთ ძალები, რაც ყველას მოსწონს.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე
გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

აქვეა საუცხოო სარიტუალო სივრცე იმ ლამაზი დღეების აღსაბეჭდად, რომლებიც კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. წყვილები საკუთარი ქორწილის გადასაღებად სწორედაც, რომ „გარდენიას” მიმართავენ.

გარდენია შევარდნაძე – „ბეტონის ქალაქის“ მიღმა არსებული ფერადი სივრცე

ბაღს კონკურენტი არ ჰყავს, რადგან ცოტას თუ შეუძლია ამხელა ენერგია და ძალისხმევა ჩადოს ასეთ საქმეში, რასაც ზურაბ შევარდნაძე ახერხებს.