რა იგეგმება ვაგზლის ტერიტორიაზე-სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება

სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება, ინფორმაცია დედაქააქის მერმა გაავრცელა.

რა იგეგმება ვაგზლის ტერიტორიაზე-სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება
რა იგეგმება ვაგზლის ტერიტორიაზე-სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება

მასშტაბური პროექტი სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას გულისხმობს, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

კახა კალაძის განმარტებით, დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო.

შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი სქემით სადგურის მოედნის ტერიტორიის მნიშვნელოვნად განახლებული დიზაინი, კეთილმოწყობა და რეაბილიტაციაა შემოთავაზებული/