„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა

Kalaki.ge-ს კორესპონდენტი, მეტროპოლიტენის ხაზებს შორის, საცალფეხო გვირაბებში საცობის მომსწრე გახდა. მგზავრთა ნაკადმა შესაძლებლობებს გადააჭარბა.

„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა
„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა

მოქალაქეების განმარტებით, მსგავსი სიტუაცია საღამოს პიკის საათებში ძალიან ხშირია: მეორე ხაზის მატარებლიდან გამოსული ადამიანები, გვირაბის შესასვლელთან ხვდებიან საპირისპირო ნაკადს. დიდი ხანია, მედროს ადმინისტრაციამ რიგის მომწესრიგებლის, იგივე ცოცხალი ჯაჭვის პრაქტიკა დანერგა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მიდგომა დიდად არ შველის.

„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა

ამავდროულად, ჩამოსული მატარებლის მგზავრებს არ აქვთ დრო, რომ გადავიდნენ პირველ ხაზზე, შემდეგი მატარებლის მოსვლამდე რაც ხალხის ნაკადს კიდევ უფრო ზრდის:

„ვაგზლის მოედანზე“ მეტროში, საბურთალოზე გადასასვლელ ხაზზე ხალხის დიდმა ნაკადმა საცობი შექმნა

თბილისის მეტრო დღეში ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება და ეს რიცხვი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. მერია ახალი სადგურებისა და ხაზების გახსნას არ გეგმავს.