ბათუმი - მიუხედავად ყველაფრისა, უსასრულოდ შეგიძლია ისეირნო მის ქუჩებში, რომლებიც ისე ჭკვიანურადაა დაგეგმილი, რომ ყველა ქუჩა და კვარტალი ზღვისკენ არის ორიენტირებული. ბაროკოს გოთიკური და რენესანსული სტილის შენობები ერთმანეთს ანაცვლებს და სწორედ ასე ხვდები წარსულში, გახსენება ძველი ბათუმის მოკრძალებული ზომის შენობები, რომლებიც ერთ დროს, სისადავით გამოირჩეოდა.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

უამრავი სახლის გარე ფასადიცა და სადარბაზოც ნაძერწი დეტალებით უხვადაა დატვირთული. უყურებ ამ შენობებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისის ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენენ და სიხარულით ივსები. მადლობა ღმერთს, რომ კიდევ შემორჩა ძველი არქიტექტურის ნიმუშები – დიახ, ნიმუშები, რადგან ახალი განაშენიანების ფონზე, თამამად შეგვიძლია მათ „ნიმუშები“ ვუწოდოთ, რადგან მსგავსი ხომ აღარასოდეს შეიქმნება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

მასშტაბური განაშენიანების ფონზე, ბათუმის იერსახე მნიშვნელოვნად იცვლება. ის დამახასიათებელი ნიშა, რაც ტურისტული ქალაქის ისტორიულ უბანს უნდა ჰქონდეს, აღარ აქვს. ამ ნაწილში, ბევრი ქუჩა და აქ არსებული ისტორიული შენობები, მოუვლელი ან დაზიანებულია. ეზოები და სახლების ფასადი – ამორტიზებული. მშენებლობები არც ცენტრშია ნაკლები, მაგრამ ცენტრიდან მანძილის ზრდასთან ერთად, მათი რაოდენობა კატასტროფული რაოდენობით მატულობს. დეველოპერები ძირითადად ზღვისპირა ზოლის ათვისებით არიან დაკავებულნი.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

ქალაქი, რომლის ფართობიც 6494,31 ჰექტარს შეადგენს, ვეღარ აუდის ახალი შენობების სიმრავლეს. მხოლოდ ბათუმში დღეს, მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსების რაოდენობა 90-ზე მეტია. ბევრი მათგანი აშენებულია ისეთ ადგილას, სადაც დაბალსართულიანი შენობა იდგა და დღეს ახალი შენობა 10-15 და ზოგ შემთხვევაში მეტ სართულიანია. საცხოვრებელი ფართების 1 კვადრატული მეტრის ფასი 650-დან 2600 დოლარამდე მერყეობს.

მოქალაქეთა რიგი თვლის, რომ ახალი განაშენიანება უხდება ქალაქს: „ჩვენი ქალაქი მანჰეტენს დაემსგავსა“ -ამბობს ერთერთი მათგანი. ზოგნი კი მისტირიან ძველ ბათუმს და ახალი ცათამბჯენების მშენებლობას კატეგორიულად აპროტესტებენ.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

როგორ ხდებოდა ერთ დროს ბათუმის ურბანული განვითარება და რა სახის შენობებით ცვლილებას განიცდის ზღვისპირა ქალაქი? ამას ფოტო კოლაჟით კარგად მიხვდებით:

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

Comfort House – ეს კომპლექსი ვახტანგ გორგასლის 104-ში, 6 მაისის პარკიდან და ნურიგელის ტბიდან სულ რაღაც, 350 მეტრში მდებარებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსი 10-სართულიანი ერთი შენობისგან შედგება. შენობის კედლები აგურისაა, ხოლო გარე მოპირკეთება მოიცავს თბოსაიზოლაციო ფენას, ასევე აგურის მოპირკეთებას და ესთეტიკურ დეკორატიულ ბათქაშს, რასაც მოხატვა მოჰყვება. ამასთან პროექტი ითვალისწინებს ფასადის განათებას, რაც ქმნის შენობის მიმზიდველ იერსახეს ღამით.

საცხოვრებელი მოიცავს: მიწისქვეშა პარკინგს, პირველ სართულზე გათავსებულია კომერციული ფართები, ეზოს მოწყობა იგეგმება სხვადასხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სათამაშო მოედნებით, დასასვენებელი სივრცეებით. ღია აივნებით წარმოდგენილი 60 აპარტამენტის ფართი 31-დან 100 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. თითოეული ბინის ჭერის სიმაღლე 3 მეტრია, 1 კვ.მ.-ის ფასი კი 1200 დოლარიდან იწყება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

26 მაისის 50-ში, ჭავჭავაძის ქუჩიდან 100 მეტრში საცხოვრებელი კომპლექსი „GBC” მდებარეობს. კომპლექსთან სიახლოვეშია ცირკი, სავაჭრო ცენტრი, საუცურაო აუზი, ზოობაღი და დელფინარიუმი. კომპლექსთანაა განლაგებული კონსერვატორია, ბათუმის დრამატული და საზაფხულო თეატრები.

1-სადარბაზოიან, 14-სართულიან შენობას გააჩნია მონოლითური ბეტონის კარკასი, ფასადი თბოიზოლირებულია. აღჭურვილია ორი სამგზავრო და სატვირთო ლიფტით. ბინების ფართები 40,4–196,5 კვადრატული მეტრია. 1 კვ.მ.-ის ფასი კი 1700 დოლარიდან იწყება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

ქალაქ ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში, სულაბერიძის ქუჩასა და პუშკინის ქუჩის კვეთაზე შენდება სავაჭრო გასართობი ცენტრი – Mardi City Center.

სავაჭრო – გასართობი ცენტრი იქნება აღჭურვილი თანამედროვე ლიფტებით, რომლებიც დაკავშირებულია, როგორც სავაჭრო ცენტრთან, ასევე საცხოვრებელ კორპუსთან. 20-სართულიანი სამი შენობა, ზღვიდან 600 მეტრში იქნება განთავსებული. კედლები პემზის ბლოკითაა ნაშენები, მონოლითური ჩარჩოთი მოპირკეთებული, 320 ბინის ჭერი 3-მეტრიანია და ბინის ფართები 22–124,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 1 კვ.მ.-ის ფასი კი 820 დოლარიდან იწყება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

Black Sea Towers – ახალი კომპლექსი ბათუმის ცენტრში, ჟ.შარტავას ქუჩაზე #16-ში მდებარეობს. კომპლექსიდან ზღვამდე მანძილი დაახლოებით 900 მეტრია. 40-სართულიანი კოშკები ერთმანეთთან გადაბმულია 4-სართულიანი შენობით, სადაც განთავსდება ავტოსადგომი, ხოლო მის სახურავზე განლაგდება საცურაო აუზი, დასვენების ზონა, სპორტული მოედნითა და ლანდშაფტური გამწვანების ელემენტებით. პროექტის შიდა ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს ფიტნეს ცენტრს, სპა-სალონს, ლაუნჯ-კაფეს. კომპლექსში წარმოდგენილი ბინების რაოდენობა 1200-ია, ფართები კი 31,1–97,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს. Black Sea Towers-ში 1 კვ.მ.-ის ფასი 1 400 დოლარიდან იწყება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი

Bagrationi Residence Batumi პეტრე ბაგრატიონის 131-ში, ზღვიდან 950 მეტრში მდებარეობს. 32-სართულიან შენობას აქვს მონოლითური რკინაბეტონის საძირკველი და ჩარჩო, ღია აივნები მინის მოაჯირებით. როგორც დეველოპერები ამბობენ, მაღლივი კორპუსის სახურავზე განთავსდება ფართო ტერასა გარე საცურაო აუზით, ბარითა და კომფორტული დასასვენებელი ადგილებით. კომპლექსში წარმოდგენილი ბინების რაოდენობა 722-ია. აპარტამენტების ფართი 34-დან 85 კვადრატულ მეტრამდეა. 1 კვ.მ.-ის ფასი კი 1300 დოლარიდან იწყება.

ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი
ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული სახე – როგორ იცვლება ბათუმი