ვენეროლოგია

ვენეროლოგია

ვენეროლოგია არის დარგი, რომელიც შეისწავლის ვენერულ დაავადებებს, მათ ეტიოლოგიას, კლინიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. 

თანამედროვე ვენეროლოგია, კლასიკური ვენერული დაავადებების გარდა (სიფილისი, გონორეა, შანკროიდი, საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი და სხვ.), მოიცავს სქესობრივი გზით გადამდებ 20-ზე მეტ ინფექციას: უროგენიტალური ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, უროგენიტალური კანდიდოზი, გენიტალური ჰერპესი, აივ-ინფექცია, B-ჰეპატიტი და სხვ. ამიტომ ტერმინი „ვენერული დაავადებების“ ნაცვლად უფრო ხშირად გამოიყენება სახელწოდება – „სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები - სგგდ“. 

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შესაძლოა ორგანიზმში ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს და დროთა განმავლობაში იწვევდეს სერიოზულ პრობლემებს, რომელთა ერთ-ერთი გართულება არის სქესობრივი ცხოვრების გაუარესება.

 

ვენეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა

სიფილისისა და HIV-ს ტესტირება ხდება სისხლის ანალიზის საფუძველზე, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კვლევა ტარდება სპეციალური წკირით, ფუნჯით ან/და ზონდით, რომლის საშუალებით შარდსადენი მილიდან (ურეთრა) ხდება ნაცხის აღება. პროცედურისას იზრდება ურეთრის დაზიანების რისკი, რიგი დისკომფორტის გარდა ანალიზის აღების შემდგომ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და ქავილის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება შარდვის დროს. 

 

კლინიკა ,,კანში“ სგგდ  დიაგნოსტირება და გამოკვლევა ხდება შარდით PCR -პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რაც ანალიზების ჩაბარების პროცესს ხდის სრულიად უმტკივნეულოს და კომფორტულს. დნმ მარკერებზე გამოვლენის მეთოდი საშუალებას იძლევა მოხდეს დაავადების უზუსტესი დადგენა, რაც თავის მხრივ აიოლებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 

გახსოვდეთ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვმართეთ და პერიოდულად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები: 

  • სიფილისი;
  • გონორეა (ტრიპერი);
  • ტრიქომონიაზი;
  • ქლამიდიოზი;
  • მიკოპლაზმა;
  • კანდიდოზი;
  • ურეაპლაზმა;
  • გენიტალური ჰერპესი;
  • სოკოვანი ინფექცია და სხვა ყველა სქესობრივი გზით გადამდები დაავადება.

კლინიკა ,,კანში“ ვენერულ სნეულებებზე კონსულტაცია უფასოა. მკურნალობა შესაძლებელია უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად! 

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!