გონორეა (ტრიპერი)

გონორეა (ტრიპერი)

გონორეა არის სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადება), რომლითაც ავადდება ორივე სქესის წარმომადგენელი. ავადმყოფობა იწვევს სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავისა და საყლაპავი მილის ინფექციებს. 

გონორეა ძალზედ გავრცელებული ინფექციაა, რომლის ინკუბაციის პერიოდი მამაკაცებში 1 დღიდან 2-3 კვირამდე, საშუალოდ 3-4 დღე, ხოლო ქალებში 2-3 კვირა გრძელდება.
დაავადება გადაეცემა ინფექციის მატარებელ პირთან ვაგინალური, ანალური, ორალური კონტაქტის გზით. იშვიათად, მაგრამ გვხვდება არასქესობრივი გზით გადადების ფორმებიც (ბავშვებში).


დაუცველი სექსის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი რისკ ჯგუფს განეკუთვნება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზიტი დერმატო-ვენეროლოგთან, რათა მოხდეს მისი დროული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის შერჩევა. მკურნალობის გარეშე გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა ორივე სქესში, ართრიტი, სახსრების ინფექცია და სხვა.

 

ქალებში გავრცელებული სიმპტომებია:

  • ვაგინალური ქავილი;
  • პათოლოგიური ვაგინალური გამონადენი;
  • შარდვის დროს წვის ან ტკივილის შეგრძნება;
  • გამონადენი უკანა ტანიდან ან შეკრულობა;
  • ნაწლავების მტკივნეული მოქმედება.

კაცებში გავრცელებული სიმპტომებია:

  • ტკივილი შარდვის დროს;
  • რძისებრი გამონადენი პენისიდან;
  • ერთ-ერთი სათესლეს ტკივილი ან/და შეშუპება.

დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობისას, მწვავე სტადიაში არსებული ჩივილები მინიმალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს მკურნალობის უგულებელყოფას.

 

გონორეას შემთხვევაში ანალიზები ტარდება სპეციალური წკირით, ფუნჯით ან/და ზონდით, რომლის საშუალებითაც შარდსადენი მილიდან (ურეთრა) ხდება ნაცხის აღება. პროცედურისას იზრდება ურეთრის დაზიანების რისკი, რიგი დისკომფორტის გარდა ანალიზის აღების შემდგომ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ წვისა და ქავილის შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებით მწვავდება შარდვის დროს. 

 

კლინიკა „კანში“გონორეაზე დიაგნოსტირება და გამოკვლევა ხდება შარდით PCR -პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, რაც ანალიზების ჩაბარების პროცესს სრულიად უმტკივნეულოს და კომფორტულს ხდის. დნმ მარკერებზე გამოკვლევის მეთოდი საშუალებას იძლევა100%-იანი სიზუსტით მოხდეს გამოვლენა, რაც თავის მხრივ აიოლებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 

გონორეას მკურნალობა შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში, უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად! 

კონსულტაცია უფასოა.

 

კონფიდენციალურობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება!