IMPETIGO

IMPETIGO

იმპეტიგო არის უკიდურესად გადამდები კანის დაავადება. ჩვეულებისამებრ, იგი ვლინდება ბავშვებსა და ახალშობილებში კისერზე, სახესა და ხელებზე. ასევე, ბავშვებს, რომლებიც იყენებენ საფენებს, გამონაყარი უვითარდებათ საფენის გარშემო. მოზრდილ ასაკში იმპეტიგო იშვიათად იჩენს თავს.

 

არსებობს იმპეტიგოს გამომწვევი ორი ბაქტერია: streptococcus pyogenes და staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი). რეკომენდებული მკურნალობა მიმდინარეობს 2-3 კვირის განმავლობაში და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბაქტერია არის დაავადების გამომწვევი.

 

იმპეტიგოს გამომწვევი რისკ ფაქტორებია:

  • 2-6  წლის ასაკის ბავშვები;
  • კანის გაღიზიანება სხვა ფაქტორების გამო;
  • ცუდი ჰიგიენის ნორმები;
  • თბილი ამინდი;
  • ხალხმრავალი ადგილები, სადაც ბაქტერიები მარტივად ვრცელდება;
  • დერმატიტი (ქავილი,  კანის ანთება,  ალერგიული რეაქციები);
  • კანის კანთან კონტაქტი;
  • დიაბეტი;
  • სუსტი იმუნური სისტემა.

გამომწვევი მიზეზები:

  • იმპეტიგოთი დაავადებულ ადამიანთან კანით შეხებითი კონტაქტი;
  • იმ ნივთებთან შეხება, რომლებსაც ეხება დაავადებული (პირსახოცი,  სათამაშო,  საწოლი);
  • კანის დაზიანება;
  • მწერის ნაკბენი;
  • ცხოველის ნაკბენი.

სიმპტომები:

იმპეტიგოს სიმპტომები ძალიან არასასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახეზე არის წარმოდგენილი. ესენია:

  • წითელი წყლულები,  რომლებიც ადვილად სკდება და ტოვებს ყვითელ ქერქს;
  • სითხით სავსე ბუშტუკები;
  • გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს;
  • ლიმფური კვანძების გადიდება.

დიაგნოზი:

დიაგნოზის დასმა ხდება ექიმის მიერ წყლულების შესწავლით და ანამნეზით, ასევე კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ანალიზების ჩატარებით, რათა გაირკვეს, რომელი ბაქტერია არის იმპეტიგოს გამომწვევი.

 

მკურნალობა:

იმპეტიგოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებსა და მის გამომწვევ ბაქტერიაზე. თუ დაავადება საწყის ეტაპზეა, შესაძლებელია მხოლოდ ჰიგიენის ნორმების გაზრდით მოხდეს გამონაყარის მოშუშება.