ЭКЗЕМА

ЭКЗЕМА

ეგზემა – კანის ანთებითი ქრონიკული დაავადებაა, იგი არ არის გადამდები, ახასიათებს ქავილი, გამონაყარი და სისველე, მდგომარეობის პერიოდული გამწვავება და გაუმჯობესება (შეღავათები).

დასახელება “ეგზემა” გამომდინარეობს სიტყვა ekzeo-დან, რაც ნიშნავს “დუღილს”. ეს ასახავს ბუშტუკების გასკდომის თავისებურებას ეგზემის დროს ანალოგიურად ბუშტუკებისა წყლის დუღილისას.

ეგზემა – ეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ჩვეულებრივ ეგზემა ჩნდება სახეზე, ხელებზე ასევე ფეხებზე, მაგრამ ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს კანის სხვა მონაკვეთებში. არის ასევე ეგზემის რთული ფორმა – ერითროდერმია, რომლის დროსაც ზიანდება მთელი კანი.

ეგზემის სახეობები:

არსებობს ეგზემის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული.

გამოყოფენ ეგზემის ისეთ სახეობებს, როგორიცაა:

იდიოპათიური (ჭეშმარიტი) ფორმა. მას ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი. დაზიანება გამოირჩევა სიმეტრიით ( უმეტეს შემთხვევაში ზიანდება ხელები, მაგრამ პრინციპში ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ), შეიმჩნევა კანის სიწითლე, რომლის ფონზე ჩნდება ბუშტუკები(ვეზიკულები), კვანძები (პაპულები), კანის შეშუპება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და მის ადგილას წარმოიქმნება კანის დეფექტი – ეროზია და ხდება სეროზული შიგთავსის გამოყოფა, რის შემდეგ ხდება არსებულის გახმობა და ჩნდება ქერქი.

მიკრობული ეგზემა ჩნდება ქრონიკული ინფექციური კერის ადგილას, სხვა ინფექციის შეჭრის დროს. გამოიყოფა შემდეგი ქვესახეობები:

მიკოტიური ფორმა ჩნდება სოკოვანი კომპონენტების მიერთების დროს, როცა ადგილი აქვს კანის სიმშრალეს.

პარატრავმატული ფორმა: გამონაყარი ჩნდება ტრავმის ადგილას.

ვარიკოზული ფორმა: ჩნდება ტროფიული დარღვევების დროს. უმეტეს შემთხვევაში გავრცელებული კერები გვხდება მუხლებზე, გამონაყარი არის ასიმეტრიული, ფერი – მოლურჯო-იისფერი.

ნუმულარული ფორმა: წარმოიქმნება გამონაყარი მოლურჯო-მოვარდისფრო ფერის, პაპულებით, ვეზიკულებით, გამონაყარის დიამეტრი შეადგენს 0,5 – 3 სმ.

დისჰიდროზული ეგზემა: ლოკალიზაცია – ფეხის გულები, ხელის გულები. ეს სახეობა ხასიათდება სისველით, შეშუპებით, ბუშტუკებით და კვანძებით.

სებორიული ეგზემა – უჩნდებათ სებორიით დაავადებულებს კანის იმ ადგილებზე, სადაც ხდება ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფა (ყურის ნიჟარები, თავის თმიანი ადგილები, გულმკერდის არე, ჭიპი), ამის დროს კანის საფარის გაწითლების ფონზე ჩნდება აქერცლილი ლაქები.

პროფესიული ეგზემა – უმეტეს წილად ჩნდება კანის ღია ადგილებზე, როგორც რეაქცია მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე , ავადმყოფის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.

ბავშთა ეგზემა – ხასიათდება გამოკვეთილი ექსუდატიური კომპონენტებით, მრავლობითი გამონაყარით, ზიანდება მხოლოდ სახის კანი. არსებობს ინფექციით გამოწვეული გართულების საფრთხე

ეგზემის სიმპტომები და მახასიათებლები.

ყველა ტიპის ეგზემას ახასიათებს მთელი რიგი საერთო მახასიატებლები, როგორიცა:

კანზე ჩნდება განსაზღვრული ანთებითი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით.

ანთებით მონაკვეთზე ჩნდება გამონაყარი, ეგზემის სახეობიდან გამომდინარე გამონაყარი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.

ახასიათებს კანის ქავილი, რომელიც ატარებს მიუდმივ ხასიათს და რომელიც მოქმედებს ადამიანის ყოველდრიურ ცხოვრებაზე და ძილზე.

ბუშტუკების გასკდომის ადგილას ჩნდება მტკივნეული იარები და ნახეთქები.

ეგზემის გამწვავების პერიოდში აღინიშნება ტემპერატურის მატება.

ანთებითი პროცესის ჩაცხრომის შემდეგ კანი ხდება მშრალი და კარგავს თავის ელასტიურობას და იწყებს სკდომას.

ეგზემის მაპროვოცირებელი ფაქტორები

პროცესის საწყისი გამომდინარეობს იმუნური დარღვევებიდან, რომელიც იწვევს შენელებული ტიპის ალერგიულ ანთებით პროცესს. დიაგნოსტიკა.

ეგზემის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ ჩატარებული დათვარიელების შედეგად. თუ კი ექიმს უჩნდება მცირე ოდენი ეჭვიც კი, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა დაავადება მსგავსი მახასიათებლებით (მაგ. კანის სოკოვანი დაავადება, ფსორიაზი, მუნი და სხვა), მაშინ შიეძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი გამოკვლევის მეთოდები.ეგზემა – კანის ანთებითი ქრონიკული დაავადებაა, იგი არ არის გადამდები, ახასიათებს ქავილი, გამონაყარი და სისველე, მდგომარეობის პერიოდული გამწვავება და გაუმჯობესება (შეღავათები).

დასახელება “ეგზემა” გამომდინარეობს სიტყვა ekzeo-დან, რაც ნიშნავს “დუღილს”. ეს ასახავს ბუშტუკების გასკდომის თავისებურებას ეგზემის დროს ანალოგიურად ბუშტუკებისა წყლის დუღილისას.

ეგზემა – ეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ჩვეულებრივ ეგზემა ჩნდება სახეზე, ხელებზე ასევე ფეხებზე, მაგრამ ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს კანის სხვა მონაკვეთებში. არის ასევე ეგზემის რთული ფორმა – ერითროდერმია, რომლის დროსაც ზიანდება მთელი კანი.

ეგზემის სახეობები:

არსებობს ეგზემის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული.

გამოყოფენ ეგზემის ისეთ სახეობებს, როგორიცაა:

იდიოპათიური (ჭეშმარიტი) ფორმა. მას ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი. დაზიანება გამოირჩევა სიმეტრიით ( უმეტეს შემთხვევაში ზიანდება ხელები, მაგრამ პრინციპში ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ), შეიმჩნევა კანის სიწითლე, რომლის ფონზე ჩნდება ბუშტუკები(ვეზიკულები), კვანძები (პაპულები), კანის შეშუპება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და მის ადგილას წარმოიქმნება კანის დეფექტი – ეროზია და ხდება სეროზული შიგთავსის გამოყოფა, რის შემდეგ ხდება არსებულის გახმობა და ჩნდება ქერქი.

მიკრობული ეგზემა ჩნდება ქრონიკული ინფექციური კერის ადგილას, სხვა ინფექციის შეჭრის დროს. გამოიყოფა შემდეგი ქვესახეობები:

მიკოტიური ფორმა ჩნდება სოკოვანი კომპონენტების მიერთების დროს, როცა ადგილი აქვს კანის სიმშრალეს.

პარატრავმატული ფორმა: გამონაყარი ჩნდება ტრავმის ადგილას.

ვარიკოზული ფორმა: ჩნდება ტროფიული დარღვევების დროს. უმეტეს შემთხვევაში გავრცელებული კერები გვხდება მუხლებზე, გამონაყარი არის ასიმეტრიული, ფერი – მოლურჯო-იისფერი.

ნუმულარული ფორმა: წარმოიქმნება გამონაყარი მოლურჯო-მოვარდისფრო ფერის, პაპულებით, ვეზიკულებით, გამონაყარის დიამეტრი შეადგენს 0,5 – 3 სმ.

დისჰიდროზული ეგზემა: ლოკალიზაცია – ფეხის გულები, ხელის გულები. ეს სახეობა ხასიათდება სისველით, შეშუპებით, ბუშტუკებით და კვანძებით.

სებორიული ეგზემა – უჩნდებათ სებორიით დაავადებულებს კანის იმ ადგილებზე, სადაც ხდება ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფა (ყურის ნიჟარები, თავის თმიანი ადგილები, გულმკერდის არე, ჭიპი), ამის დროს კანის საფარის გაწითლების ფონზე ჩნდება აქერცლილი ლაქები.

პროფესიული ეგზემა – უმეტეს წილად ჩნდება კანის ღია ადგილებზე, როგორც რეაქცია მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე , ავადმყოფის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.

ბავშთა ეგზემა – ხასიათდება გამოკვეთილი ექსუდატიური კომპონენტებით, მრავლობითი გამონაყარით, ზიანდება მხოლოდ სახის კანი. არსებობს ინფექციით გამოწვეული გართულების საფრთხე

ეგზემის სიმპტომები და მახასიათებლები.

ყველა ტიპის ეგზემას ახასიათებს მთელი რიგი საერთო მახასიატებლები, როგორიცა:

კანზე ჩნდება განსაზღვრული ანთებითი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით.

ანთებით მონაკვეთზე ჩნდება გამონაყარი, ეგზემის სახეობიდან გამომდინარე გამონაყარი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.

ახასიათებს კანის ქავილი, რომელიც ატარებს მიუდმივ ხასიათს და რომელიც მოქმედებს ადამიანის ყოველდრიურ ცხოვრებაზე და ძილზე.

ბუშტუკების გასკდომის ადგილას ჩნდება მტკივნეული იარები და ნახეთქები.

ეგზემის გამწვავების პერიოდში აღინიშნება ტემპერატურის მატება.

ანთებითი პროცესის ჩაცხრომის შემდეგ კანი ხდება მშრალი და კარგავს თავის ელასტიურობას და იწყებს სკდომას.

ეგზემის მაპროვოცირებელი ფაქტორები

პროცესის საწყისი გამომდინარეობს იმუნური დარღვევებიდან, რომელიც იწვევს შენელებული ტიპის ალერგიულ ანთებით პროცესს. დიაგნოსტიკა.

ეგზემის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ ჩატარებული დათვარიელების შედეგად. თუ კი ექიმს უჩნდება მცირე ოდენი ეჭვიც კი, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა დაავადება მსგავსი მახასიათებლებით (მაგ. კანის სოკოვანი დაავადება, ფსორიაზი, მუნი და სხვა), მაშინ შიეძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი გამოკვლევის მეთოდები.