კასპის მუნიციპალიტეტის მერია
Kaspi Municipality City Hall
0 371 22 24 48
ცხელი ხაზი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
ქართლის მოურავი გიორგი სააკაძე
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე

 

ისტორიული ძეგლები

 

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი
14 მაი 2018
 

 შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ცენტრში - მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.  კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები და სამრეკლო,  თარიღდება XIII საუკუნით.

    ვახუშტი  ამ ტაძრის აგებას მიაწერს ვახტანგ გორგასალს და ამბობს: „ აქ მტკვრის კიდეს არს მონასტერიყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, დიდი, მეტეხი, კეთილშენიგორგასლისაგან, საარქიმანდრიტო“.  როგორც ქვემონასტერში (მეტეხი), აქ იჯდა არქიმანდრიტი, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა კათალიკოსს.

    ტაძრს აქვს ორი შესასვლელი კარი. დასავლეთის კარიბჭეზე გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინება (ბარელიეფი), შემკულია მცენარის ორნამენტოვან ჩუქურთმებით, ზედ კი მოთავსებულია ჩუქურთმიანი დიდი ჯვარი. აღმოსავლეთის მხარეზე მოთავსებულია ჩუქურთმიანი ჯვარი (წნული) ქვეშ მტევნიანი ორი როზეტით. აქვეა ორი ნიში, რომლის თაღიანი წრე შემკულია კუწუბებიანი არშიით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადზე ჩასმულია  მოჩუქურთმებული დიდი ჯვარი, სარკმლის ჩარჩოებიც ჩუქურთმებით არის შემკული, სამხრეთის მხარეზე ჩატანებულია ქვაფიქალი ასომთავრული წარწერით, რომელშიც მავედრებელი მეტეხის ღვთისმშობელს  შესთხოვს ორსავე ცხოვრებაში სულის დიდებას. იქვე ტაძრის კედლის განახლებულ ნაწილში მხედრული წარწერაა, სადაც მოხსენიებულია ტაძრის შემკეთებელი იოთამ ამილახვარი.

    წინათ ეკლესიას შემოვლებული ჰქონია მაღალი გალავანი ოთხი კოშკით. ახლა დარჩენილია ერთი კოშკი სამხრეთით. შემდეგ ამ კოშკზე დაუშენებიათ სამრეკლო. მეორე კოშკის ქვედა სართული  დაცულია დასავლეთის მხარეზე. 

ეს ციხე-გალავანი იცავდა მეტეხის ტაძარს და საშიშროების დროსაც მოსახლეობა მას აფარებდა თავს.

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 14827