მინანქრის თეთრი ლაქები

მჯერადაც  მინდა გამოვეხმაურო ერთერთი მკითხველის შეკითხვას  და მოკლედ დავწერო მინანქრის თეთრი ლაქების შესახებ .

თეთრი ლაქები მინანქარზე 3 ძირითადი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: 
მინანქრის ჰიპოპლაზია ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი კბილის ჩანასახის განვითარებისას მინანქრის მინერალიზაციის დარღვევის გამო ჩნდება და კბილს ამოჭრისთანავე აქვს ასეთი სახის ლაქა. იგი შეიძლება იყოს რძისფერი, მოყვითალო ან მოყავისფრო. ლაქა არ იზრდება და არ ვრცელდება სხვა კბილებზე, ამიტომ საშიში არაფერია. როგორც კოსმეტიკური დეფექტის, მისი კორექცია ადვილად ხდება ბჟენის ან ვინირის საშუალებით უკვე ზრდასრულ ასაკში. მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან ეს უბანი ნაკლებადაამინერალიზებული, იგი შედარებით რბილია და ადვილად ჩნდება კარიესი. ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პატარა ასაკიდანვე.

თუ ლაქა კბილის ამოჭრის შემდეგ გაჩნდა და ღრძილთან ახლოსაა ლოკალიზებული, სავარაუდოდ ეს კარეისული ლაქაა. კბილის ნადებში არსებული ბაქტერიები იწვევენ მის ქვეშ არსებული მინანქრის უბნის დემინერალიზაციას. სწორედ ასე იწყება კარეისი. თეთრი ლაქაც სწორედ კარიესის საწყისი სტადია შეიძლება იყოს. იგი ხშირად ჩნდება ბრეკეტების ტარების პერიოდში. თუ ლაქა ზედაპირულია, რეკომენდებულია რემინერალიზაციის ჩატარება სპეციალური საშუალებებით. წარმატების შემთხვევაში მინანქარი სრულიად აღდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი მკურნალობა, როგორც კარიესის.

მესამე მიზეზი —ფლუოროზი, შედარებით იშვიათია  და უკავშირდება კბილების განვითარების პერიოდში ნორმაზე მეტი ფტორის მოხმარებას ორგანიზმის მიერ. თუ ბავშვი ფტორის წვეთებს ან ტაბლეტებს იღებს ან სასმელი წყალი ზედმეტად ფტორირებულია, მოსალოდნელია მუდმივ კბილებზე ლაქების არსებობა. ფტორის სიჭარბე ორგანიზმში სხვა სისტემურ ცვლილებებსაც იწვევს. ამიტომ საჭიროა სიფრთხილით მოვეკიდოთ ფტორის პროდუქტების გამოყენებისა და წყლის ფტორირების საკითხს. აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ბავშვთა სტომატოლოგს, თუ როდისაა უკეთესი ფტორირებული კბილის პასტის გამოყენების დაწყება და საჭიროა თუ არა ფტორის დამატებით მიცემა ბავშვისთვის.

რჩევა: არასოდეს შეეცადოთ მინანქრის ლაქების მოშორებას სოდით, ლიმონის წვენით, ნახშირით ან მსგავი შინაური მეთოდებით. ჰკითხეთ რჩევა თქვენს სტომატოლოგს და გაითვალისწინეთ პროფესიონალის აზრი. 

 

2 thoughts on “მინანქრის თეთრი ლაქები

    1. “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი”. ბავშვებისთვის ყველა სახის მომსახურება აქვთ.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.